ორი ადამიანი ერთ სხეულში, დეპრესიისა და მანიის თანაფარდობა - რა სიმპტომები ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას და როგორ მკურნალობენ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორი ადამიანი ერთ სხეულში, დეპრესიისა და მანიის თანაფარდობა - რა სიმპტომები ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას და როგორ მკურნალობენ?

რომ მასში განირჩევა გუნება-განწყობილების აშლილობის ორი უკიდურესობა, ორი პოლუსი – დეპრესია და მანია.

სიმპტომები

ბიპოლარული აშლილობისას სიმპტომების ეპიზოდებს ენაცვლება პრაქტიკულად უსიმპტომო პერიოდები (რემისია). ეპიზოდები გრძელდება რამდენიმე კვირიდან 3-6 თვემდე. ციკლების (დროის მონაკვეთი ერთი ეპიზოდის დაწყებიდან მეორემდე) ხანგრძლივობა ცვალებადია.

ზოგიერთს სიცოცხლის განმავლობაში სულ რამდენიმე ეპიზოდი აქვს, ზოგს კი ოთხი და მეტი ერთი წლის განმავლობაში (ე.წ. სწრაფი ციკლები). მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ციკლის ხანგრძლივობა ყოველი პაციენტისთვის მეტ-ნაკლებად უცვლელია.

ეპიზოდები შედგება დეპრესიისა და მანიისგან ან ნაკლებად მძიმე მანიისგან (ჰიპომანია). პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დეპრესიისა და მანიის სრული მონაცვლეობა, უმეტეს შემთხვევაში, ორივე აღინიშნება ერთ-ერთის დომინირებით.

დეპრესია: ბიპოლარული აშლილობისას დეპრესია დეპრესიულ აშლილობას მოგვაგონებს. პაციენტები ზედმეტად სევდიანები არიან, დაკარგული აქვთ ინტერესი საკუთარი საქმიანობისადმი, აზროვნებენ და მოძრაობენ შენელებულად და ახასიათებთ მოჭარბებული ძილიანობა, მოცულნი არიან უიმედობითა და დანაშაულის გრძნობით.

მანია:დეპრესიისგან განსხვავებით, მანიის ეპიზოდები სწრაფად სრულდება და მათი ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია – ერთი კვირა ან ოდნავ მეტი. პაციენტები გრძნობენ ენერგიის მოზღვავებას, გაღიზიანებულობას, გუნებაგანწყობილება ზეაწეულია, ზოგჯერ მომეტებული თავდაჯერებულობა აღინიშნება, საქციელი და ტანსაცმელი ექსტრავაგანტურია, ძილი – ხანმოკლე, ბევრს ლაპარაკობენ, ყურადღება ადვილად ეფანტებათ, ხშირად გადადიან ერთი საკითხიდან მეორეზე, ერთი საქმიანობიდან მეორეზე (ბიზნესი, აზარტული თამაში, სახიფათო სექსუალური ქცევა) ისე, რომ შედეგზე არ ფიქრობენ (როგორიცაა ფულის წაგება, ტრავმა და სხვ.). მიუხედავად ზემოხსენებულისა, ისინი თვლიან, რომ მათი მენტალური სტატუსი საუკეთესოა.

პაციენტები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას. მეტისმეტი აქტიურობისა და გაუცნობიერებლობის გამო სხვასთან მიმართებაში არიან მოუთმენელნი, აბეზარნი და აგრესიულები, რის შედეგადაც სირთულეები ექმნებათ სოციალური ურთიერთობისას, უყალიბდებათ შთაბეჭდილება, რომ მათ სდევნიან და უსამართლოდ ჩაგრავენ. ზოგიერთს ჰალუცინაციები აქვს – ესმის და ხედავს არარსებულს.

მკურნალობა

მძიმე მანიისა და დეპრესიის დროს ხშირად ჰოსპიტალიზაციაა აუცილებელი. ნაკლებად მძიმე მანიის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მოჭარბებული აქტივობის პერიოდში იმისთვის, რომ პაციენტიც და მისი ოჯახის წევრებიც დაცული იყვნენ სახიფათო ფინანსური და სექსუალური ქცევებისგან. ჰიპომანიაკალური პაციენტების უმრავლესობის მკურნალობა ამბულატორიულად არის შესაძლებელი.

უფრო რთულია იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც ციკლების სწრაფი მონაცვლეობა აქვთ. მკურნალობის გარეშე ბიპოლარული აშლილობა თითქმის ყველა შემთხვევაში მეორდება.

სამკურნალოდ შესაძლოა გუნება-განწყობილების სტაბილიზატორების (როგორიცაა ლითიუმი და ზოგიერთი ანტიკონვულსანტი), ანტიფსიქოზური საშუალებების და ზოგიერთი ანტიდეპრესანტის, აგრეთვე ფსიქოთერაპიის გამოყენება.

ზოგ შემთხვევაში, როდესაც გუნება-განწყობილების სტაბილიზატორები ვერ ხსნის დეპრესიას, მიმართავენ ელექტროკრუნჩხვით თერაპიას. ფოტოთერაპიის გამოყენება შესაძლებელია, თუ გუნება-განწყობილების ცვალებადობა სეზონურობასთანაა დაკავშირებული.