“ჯადოსნური სოკოები“ ფართო სპექტრის ანტიდეპრესანტების წინააღმდეგ - უახლესი კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“ჯადოსნური სოკოები“ ფართო სპექტრის ანტიდეპრესანტების წინააღმდეგ - უახლესი კვლევის შედეგები

1970-იანი წლებიდან ფსიქოდელიური ნივთიერებები აკრძალულია და პრაქტიკაში აღარ გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, ისინი მეცნიერების დაკვირვების აქტიურ საგნად რჩება. ცნობილი გახდა ერთ-ერთი კვლევის შუალედური შედეგები, რომლის თანახმადაც ფსილოცებინის თერაპია მნიშვნელოვნად ეფექტურია დეპრესიის მქონე პაციენტებში.

ჩატარდა 6-კვირიანი კვლევა, რომელშიც მონაწილეობა 59-მა პაციენტმა მიიღო. ისინი საშუალო და მძიმე დეპრესიით დიაგნოზირებულები იყვნენ.

ფსილოცებინი „ჯადოსნური სოკოებისგან“ მიიღება. მას ანტიდეპრესანტული მოქმედება აქვს და ძლიერი დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია.

როგორც აღმოჩნდა, ისინი ვინც ფსილოცებინის იღებდნენ მეტად გაუუმჯობესდათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვიდრე მათ რომლებიც ესციტალოპრამის (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები - გამოიყენება ანდიდეპრესანტად) ღებულობდნენ.

შედეგები დამაიმედებელია. ბევრი აღნიშნულ კვლევას სკეპტიკურად უყურებს.

კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ საშიშ ფაქტორებზე, რომლებიც მისმა არასწორმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს.

კვლევის ორგანიზატორები კი აღნიშნავენ, რომ საჭიროა დამატებითი შესწავლა, ისინი მუშაობას განაგრძობენ. მათივე თქმით, ახალი კვლევა არის იმის ნათელი მაგალითი, რომ რიგ პაციენტებს ფსილოცებინი ნამდვილად ეხმარება გამოჯანმრთელებაში.

ფსილოცებინის თერაპია პაციენტებს სოციალურად უფრო აქტიურებს ხდის, ეხმარება ემოციების უკეთ გამოხატვაში, ასევე - მძიმე შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. და ამას ფართო სპექტრის ანტიდეპრესანტებზე უკეთ ახერხებს.

რა თქმა უნდა, საჭიროა პაციენტმა ექიმის დაკვირვებით და სწორად განსაზღვრული დოზირებით ჩაიტაროს მკურნალობა.