ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები 7-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები 7-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები 7-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც 1995 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში დანიაში 7,4 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.

"დიდი ხანია ცნობილია, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები ნაადრევად იღუპებიან. თუმცა, ჩვენ პირველებმა ჩავატარეთ კომპლექსური კვლევა, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევის კავშირს სიკვდილთან", – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ოლეგერ პლანა-რიპოლი.

მეცნიერებმა გაარკვიეს რა გავლენას ახდენს პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ფსიქოაქტიური პრეპარატების მიღება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და დარღვევები.
კვლევის ფარგლებში შეფასდა კონკრეტული
ფსიქიკური დარღვევების გავლენა სიკვდილობაზე როგორც ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ასევე ცალ-ცალკე ქალებთან და მამაკაცებთან.

როგორც გაირკვა, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებთ დეპრესიით შეპყრობილებს, თვითმკვლელობის ხშირი შემთხვევების გარდა, ამ კატეგორიასთან სიკვდილობის რისკს ზრდის სომატური დაავადებებიც, კერძოდ, რესპირატორული დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები საზოგადოდ 7-10 წლით
ნაკლებს ცოცხლობენ.

სპეციალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ მიუხედავად იმისა, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცებს კიბოსგან გარდაცვალების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, ისინი უხშირესად მაინც გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით იღუპებიან ან კიდევ ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ახალგაზრდა ასაკში.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 30-11-2019
Isazi
მაგარი ინფორმაციაა ეხლა ეს? ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვს გამუდმებით სიკვდილზე ფიქრობს და ამას წაიკითხავს როგორ გგონიათ რა დაემართება ?? ისე დაზღვეული არავინ არარის ამ პრობლემისგან რაღაცა სისულელის დაწერას რომ გადაწყვეტთ ცოტა დაფიქრდით :))))))
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 გენი, რომელიც შიზოფრენიაზეა პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, ეს დაავადება ოჯახებს მოიცავს, რაც მემკვიდრულ
ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
მეცნიერებმა შეისწავლეს "ადამიანთა ტვინის ფუნქციობა "ტეტრისის" თამაშის დროს და საინტერესო შედეგები მიიღეს.
ესპანელმა ფიზიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავურ
დღეს საკმაოდ გახშირდა ფსიქიკური აშლილობები და ფსიქიატრიული დაავადებები. რა იწვევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად