რა გავლენას ახდენს ქრონიკული სტრესი ქალის ორგანიზმზე
დარღვევასაც იწვევს, მათ შორის უარყოფითად აისახება ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობაზე.
თუ ქალი მუდმივად სტრესშია, ნერვიულობს და შფოთავს, ჰორმონული ფონი ეცვლება, მისი ჰიპოთალამუსი (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) და თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ დიდი რაოდენობით ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც თრგუნავს ესტროგენებისა და პროგესტერონის (ქალის სასქესო ჰორმონების) გამომუშავებას (სინთეზს).
ძლიერმა ქრონიკულმა სტრესმა და დეპრესიამ შესაძლოა გამოწვიოს ამენორეა - მდგომარეობა, როდესაც ქალს 3-6 თვეზე მეტხანს უწყდება მენსტრუაცია.
თინათინ გოცაძე