დიეტოლოგია

ჯანმრთელი ფსიქიკისთვის საჭირო რაციონი

ჯანმრთელი ფსიქიკისთვის საჭირო რაციონი
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება ხორცეული - ასაკში კი ხილი და ბოსტნეული.

როგორც მათ გაარკვიეს, 30 წლამდე ასაკის პირთა ამაღლებული განწყობა და ფსიქიკური სიჯანსაღე დაკავშირებული იყო საკვებად ხორცის რეგულარულ გამოყენებასთან. ცნობილია, რომ ხორცი აუცილებელია პოზიტიურ განწყობაზე პასუხისმგებელი სეროტონინისა და დოფამინის გამომუშავებისთვის. ასაკში კი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისათვის, უფრო დიდ როლს თამაშობს ანტიოქსიდანტებით მდიდარი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები.

"ასაკში ორგანიზმში გაცილებით დიდი რაოდენობით წარმოიქმნება თავისუფალი მავნე რადიკალები, რომლებიც არღვევს ტვინის ფუნქციობას და სხვადასხვა პათოლოგიურ ძვრებს აძლევს დასაბ
ამს. შესაბამისად, ამ რადიკალების ანტიოქსიდანტებით განეიტრალებაზე სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნილება, ამიტომაც არის ასე საყურადღებო რაციონალური დიეტა, ხილისა და ბოსტნეულის უხვად ჩართვა საკვებ რაციონში", _ აცხადებენ კვლევის ავტორები.

თინათინ გოცაძე


რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019