ანტიბიოტიკები დეპრესიის პროვოცირებას ახდენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკები დეპრესიის პროვოცირებას ახდენს

მიკროფლორასთან. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემაში – Microbiome.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ნაწლავის ბაქტერიები გავლენას ახდენს მიკრო-რნმ-ის შემცველობაზე თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქსა და ნუშისებურ სხეულში (ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა).

კვლევის ავტორი და მთავარი წამყვანი, პროფესორი ჟერარ კლარკი აღნიშნავს: "მიკრო-რნმ-ის დისფუნქცია სტრესულ დარღვევათა, ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა, დეპრესიისა და განგაშის განვითარების ძირითადი ფაქტორია. მიკრო-რნმ-ის ნორმალური დონის მედიკამენტური აღდგენით შესაძლოა პრობლემა გადაჭრილიყო, თუმცა, ეფექტური პრეპარატების მოძიება დიდ სიძნელეებს აწყდება, რადგან პრეპარატების უმრავლესობა ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ახალი კვლევის ფარგლებში პრობლემა შესაძლოა ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენით გადაიჭრას. ანტბიოტიკოთერაპიის ინტენსიური კურსის შემდეგ ხომ ნაწლავის მიკროფლორა მნიშვნელოვნად ზიანდება".

მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს ვირთაგვებზე. ცხოველთა ერთი ჯგუფი ბუნებრივი მიკროფლორით გაზარდეს, მეორე ჯგუფის ცხოველებს კი ნაწლავის მიკროფლორას ანტიბიოტიკებით უნადგურებდნენ. როგორც გაირკვა, თავის ტვინში მიკრო-რნმ-ის შემცველობა იმ ცხოველებთან, რომლებიც ანტიბიოტიკებს იღებდნენ, ძალიან შემცირებული იყო, იმ მღრღნელებთან შედარებით, რომლებსაც ნორმალური მიკროფლორა ჰქონდათ. პროფესორ კლარკის განცხადებით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება ახალი პერსპექტივა - ნაწლავების მიკროფლორაზე ზემოქმედების გზით დეპრესიისა და განგაშით მიმდინარე დარღვევების მკურნალობისა.

თინათინ გოცაძე