როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ქრონიკული სტრესი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ქრონიკული სტრესი

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ქრონიკული სტრესი
ექსპერტთა განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრონიკული სტრესის ფონზე ცხოვრობს. სამწუხაროდ, ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ქრონიკული სტრესი, ჩვეულებრივ, თანდათანობით ვითარდება, "გროვდება" თვეობით, ზოგჯერ წლობით და ნელ-ნელა ანგრევს ორგანიზმს, იწვევს ორგანიზმის ცალკეული ფუნქციების რღვევას.

ქრონიკული სტრესის გამო ორგანიზში აღმოცენებული მდგომარეობა არ გახლავთ მხოლოდ გუნება-განწყობის გაუარესება, ნევრასთენია და ემოციური გაუწონასწორებლობა, არამედ მას თან ახლავს საჭმლის მონელების სისტემური დარღვევა, მუცლის შებერილობა, მხედველობის გაუარესება, კონცენტრაციის უნარის შესუსტება, სიმწარისა და გულისრევის შეგრძნება დილაობით და სხვა.

რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, ქრონიკული სტრესი უპირველესად
ნაღვლის ბუშტის ფუნქციობაზე აისახება. შემდგომ უარყოფით გავლენას ახდენს თორმეტგოჯა ნაწლავზეც. შედეგად ვითარდება ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთება, მწვავე ან ქრონიკული კოლიტი, ირღვევა ნაღვლის გამოყოფის პროცესი, იწყება შეგუბება, წარმოიქმნება ნალექი, რაც დროთა განმავლობაში კენჭებსაც აძლევს დასაბამს. საბოლოო ჯამში ქრონიკული სტრესის გამო შეიძლება ნაღველკენჭოვანი დაავადებაც კი ჩამოყალიბდეს.
ამიტომაც მაქსიმალურად უნდა აირიდოთ სტრესები და ისწავლოთ მათთან გამკლავება!

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
30-09-2019
ფრაზები - გული მატკინა, გული გამიტეხა, გული მომიკლა - მხოლოდ ემოციათა გამოხატულება როდია, სტრესი მართლაც
13-08-2019
"სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს." - ჰანს სელიე
08-07-2019
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 გენი, რომელიც შიზოფრენიაზეა პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, ეს დაავადება ოჯახებს მოიცავს, რაც მემკვიდრულ
ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად