ადამიანის თვალები სტრესული მდგომარეობის შესახებ მიგვანიშნებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის თვალები სტრესული მდგომარეობის შესახებ მიგვანიშნებს

განსაზღვრეს, რომ გუგის ზომა იცვლება, როდესაც ადამიანი ფოკუსირებულია მულტიამოცანაზე, აწყდება მოულოდნელ ცვლილებებს, რაც მას სტრესის ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ ადამიანის შეფასების ადეკვატური სისტემის შემუშავებაში დაეხმარება.

ექსპერიმენტის ფარგლებში მოხალისეების გუგებს სპეციალური სისტემა აკვირდებოდა. ამასთან, მოხალისეები იმყოფებოდნენ ადგილზე, სადაც ორ მონიტორს აკვირდებოდნენ, რომელზეც გაუთვალისწინებელი მოვლენები ხდებოდა.

აღმოჩნდა, რომ მარტივი ამოცანების შესრულებისას, თვალების მოძრაობის განსაზღვრა შესაძლებელი იყო, მაგრამ ის ქაოსური ხდებოდა მოულოდნელი ცვლილებების ფონზე. მეცნიერებმა ასევე გამოიყენეს NASA-ას მიერ შეკრებილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, ასტრონავტების გუგების ზომა იცვლებოდა სტრესის საპასუხოდ. აღმოჩნდა, რომ გუგების ზომა სტრესის საიმედო მაჩვენებელს წარმოადგენს.

ლალი ჩხიკვაძე