ჰორმონი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ - როგორ გავზარდოთ ორგანიზმში მისი დონე ბუნებრივი გზებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ - როგორ გავზარდოთ ორგანიზმში მისი დონე ბუნებრივი გზებით

როდესაც ტვინის ქიმიაზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ის ურთულესი და ნატიფი პროცესები, რომლებიც ნეიროტრანსმიტერების (მედიატორების) გამომუშავება-ფუნქციობას უკავშირდება. აღნიშნულ პროცესთა ნებისმიერი დისბალანსი, უმნიშვნელო ცვლილებაც კი ემოციათა ფართო სპექტრს აძლევს დასაბამს, დაწყებული უსაზღვრო ბედნიერების განცდით, უიმედო სასოწარკვეთილების ჩათვლით.

სეროტონინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერია. მას ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ. სეროტონინის დაბალი დონე იწვევს სტრესს, დეპრესიას, ნეგატიურ აზროვნებას და სასოწარკვეთას; ფსიქოტროპული პრეპარატების მიზანი სწორედ ამ ნეიროტრანსმიტერის ადექვატური წარმოების ხელშეწყობაა.

გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივი გზით გაზარდოთ ამ ჰორმონის გამომუშავება. ამისათვის:

• იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით მეტი ბანანი, მუქი შოკოლადი, ავოკადო, საზამთრო, ქათმის ხორცი, მაყვალი, რძე.

• მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას, ხატვას, ცეკვას, ქსოვას და ა. შ.

• უსმინეთ მუსიკას, რომელიც დადებითი ემოციების გენერირებას უწყობს ხელს, მუსიკა საზოგადოდ, ტვინის ქიმიის საუკეთესო დამაბალანსებელი საშუალებაა.

• ხშირად იცვალეთ გარემო, დაამყარეთ ახალი ურთიერთობები.

• იზრუნეთ სრულფასოვან ძილზე. ჯანსაღი ძილი სეროტონინის ნორმალური დონის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

თინათინ გოცაძე