რა მდგომარეობაშია ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რა მდგომარეობაშია ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფო

რა მდგომარეობაშია ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფო
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.



დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური
დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და თემზე
დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი.



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
დღეს საკმაოდ გახშირდა ფსიქიკური აშლილობები და ფსიქიატრიული დაავადებები. რა იწვევს
16-07-2019
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული 23 ბავშვი
03-04-2019
ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის
24-02-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ - აცხადებენ დანიელი ექსპერტები, რომლებმაც
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 10 გენი, რომელიც შიზოფრენიაზეა პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, ეს დაავადება ოჯახებს მოიცავს, რაც მემკვიდრულ
ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
მეცნიერებმა შეისწავლეს "ადამიანთა ტვინის ფუნქციობა "ტეტრისის" თამაშის დროს და საინტერესო შედეგები მიიღეს.
ესპანელმა ფიზიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავურ
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად