მთვარის ციკლებმა შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკაზე რეალური გავლენა მოახდინოს
დაავადების ეპიზოდები მთვარის ციკლის შესაბამისად მონაცვლეობდა. ცნობილია, რომ აღნიშნული მოშლილობისას განწყობა იცვლება დეპრესიულიდან მანიაკალურამდე (გამოხატული ჰიპერაქტიურობით).
ადამიანს ერღვევა ძილის რეჟიმი (დეპრესიულ ფაზაში ძალიან ბევრი ძინავს, ხოლო მანიაკალურში-ძალიან ცოტა). ამასთან, ძილის დარღვევა დაავადების შედეგადაც ხდება და განწყობის მკვეთრი ცვლილების მიზეზითაც. როგორც წესი, ძილი რეგულირედება 24-საათიან დღეღამეზე აწყობილი შინაგანი ბიოლოგიური საათებით (ცირკადული რითმები).
ამ კონკრეტულ პაციენტს ასევე ჰქონდა 24,8 საათიანი ციკლი, რომელიც მთვარის ციკლს ემთხვეოდა. გამოდის, რომ მზე განსაზღვრავდა დროს, როდის უნდა დაეძინა, მაგრამ იღვიძებდა მთვარის განლაგების თანახმად.
ყოველ ახალმთვარეობაზე პაციენტს აღენიშნებოდა უძილობა და დეპრესიული ფაზიდან გადადიოდა მანიაკალურში. პრობლემის გადაჭრა მკაცრი დღის რეჟიმის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ლალი ჩხიკვაძე