ფსიქიატრია

სოციალური ქსელების მომხმარებლები დეპრესიისადმი არიან მიდრეკილნი

სოციალური ქსელების მომხმარებლები დეპრესიისადმი არიან მიდრეკილნი
"რაც უფრო მეტად იძირები სოციალურ ქსელებში, მით მეტად გიტევს დეპრესია" - აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 19-დან 32 წლის ასაკის 1800 ამერიკელს. თითოეული საკვლევი პირი ერთდროულად რამდენიმე სოციალური ქსელით სარგებლობდა.

კვლევის შედეგები მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჟურნალში Computers in Human Behvior. ისინი შემაშფოთებელია და ეხება უპირველესად სოციალური ქსელების აქტიურად მომხმარებლებს. ყველა ახალგაზრდა პირს აღენიშნებოდა დეპრესიისადმი მიდრეკილება, რაც მთავარია, შფოთვითი გამოვლინება, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება სომატურ ჯანმრთელობაზეც, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობაზე - აღნიშნულია ჟურნალში. გამოხატული სიმპტომები იმდენად საგანგაშო იყო, რომ მეცნიერებმა
რამდენიმე პირის მონაცემი მედიკოსებს გააცნეს და ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლზე აყვანა სთხოვეს.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საკვლევი პირების ქცევა ორი მიზეზით იცვლებოდა - სოციალური ქსელების აქტიურად მომხმარებლებს ვირტუალური სამყარო უფრო კომფორტულად და მყუდროდ ეჩვენებათ ან პირიქით, ის მეტისმეტად ღლის მათ. ამგვარად, უმჯობესია გართობისა და განტვირთვისათვის სხვა
საშუალებები გამოიყენოთ.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
კატები ნამდვილი მკურნალები არიანი, რასაც მთელი რიგი კვლევები ადასტურებს. მაგალითად, მელბურნის
11-03-2019
დეპრესიით შეპყრობილთა უმრავლესობა სამყაროს მუქ ფერებში აღიქვამს. როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ
01-03-2019