კვლევის შედეგები მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჟურნალში Computers in Human Behvior. ისინი შემაშფოთებელია და ეხება უპირველესად სოციალური ქსელების აქტიურად მომხმარებლებს. ყველა ახალგაზრდა პირს აღენიშნებოდა დეპრესიისადმი მიდრეკილება, რაც მთავარია, შფოთვითი გამოვლინება, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება სომატურ ჯანმრთელობაზეც, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობაზე - აღნიშნულია ჟურნალში. გამოხატული სიმპტომები იმდენად საგანგაშო იყო, რომ მეცნიერებმა
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საკვლევი პირების ქცევა ორი მიზეზით იცვლებოდა - სოციალური ქსელების აქტიურად მომხმარებლებს ვირტუალური სამყარო უფრო კომფორტულად და მყუდროდ ეჩვენებათ ან პირიქით, ის მეტისმეტად ღლის მათ. ამგვარად, უმჯობესია გართობისა და განტვირთვისათვის სხვა საშუალებები გამოიყენოთ.
თინათინ გოცაძე