ფსიქიატრია

დღეში 300 გრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლოა შფოთვითი და პანიკური მოშლილობის სიმპტომატიკა გააღრმავოს

დღეში 300 გრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლოა შფოთვითი და პანიკური მოშლილობის სიმპტომატიკა გააღრმავოს
ცნობილია, რომ დღეში 300 მგრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლებელია გააღრმავოს ადამიანის შფოთვითი და პანიკური მოშლილობის სიმპტომატიკა. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა სხვადასხვა პროდუქტსა და სასმელებში კოფეინის მოულოდნელად მაღალი კონცენტრაცია. მაგალითისთვის, ზედმეტად მაღალია Starbucks ყავიან სასმელებში კოფეინის კონცენტრაცია.

100 გრამ შავი შოკოლადის ფილაში, კოფეინის კონცენტაციამ 80 მგრ შეადგინა. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფინჯან შავ ჩაიში (მასში 31 მგრ კოფეინია). რამოდენიმე კოვზი ყავის ნაყინი შეიცავს 52 მგრ კოფეინს. ფინჯანი შავი ან მწვანე ჩაი უფრო ნაკლებ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ენერგეტიკული სასმელი Red Bull ან დიეტური კოლები.

სპეციალისტების აზრით,
300 მგ კოფეინი ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მოცულობაა, რამაც ადამიანის ფსიქიკაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. მაგრამ მეტი კოფეინის ან დამატკბობლებთან ერთობლიობაში მიღების შემთხვევაში ზარალდება საკვების მომნელებელი სისტემა, იზრდება გულისცემის სიხშირე, ძლიერდება შფოთვისა და პანიკური მოშლილობის სიმპტომები.

ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი სწორად ჩამოყალიბებული კვების რეჟიმით. ზოგადად
10-05-2019
მწარე შოკოლადს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მას ადვილად მოჰყავს ადამიანი ტონუსში, ზრდის თავის ტვინის
19-02-2019