ინტერნეტს ფსიქიკურ დაავადებათა მძიმე ფორმები უკავშირდება - აცხადებენ სპეციალისტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერნეტს ფსიქიკურ დაავადებათა მძიმე ფორმები უკავშირდება - აცხადებენ სპეციალისტები

ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის (აშშ) სპეციალისტთა მიერ:

  1. ინტერნეტით სარგებლობამ შესაძლოა შეცვალოს ფსიქიკურ დარღვევათა კლინიკური სურათი, გამოიწვიოს უფრო მძიმე ფორმების განვითარება. სადღეისოდ აშკარაა ფსიქიკურ დაავადებათა პათომორფოზი. საკუთრივ ინტერნეტ-ტექნოლოგიები ფსიქიკურ დარღვევათა მანიფესტაციას აადვილებენ.
  2. იპოქონდრია ადვილად ინტეგრირებს ინტერნეტში კიბერქონდრიის სახით. იპოქონდრიისადმი წინასწარგანწყობილ ადამიანებთან დაბალხარისხიანი სამედიცინო ლიტერატურის გაცნობამ, შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს იპოქონდრიის განვითარებას. მეორეს მხრივ, ინტერნეტმა შესაძლოა შეცვალოს ფსიქიკურ დარღვევათა კლინიკური სურათი. ეს ეხება როგორც ფსიქიკურ პათოლოგიათა მძიმე ფორმებს, ასევე ფსიქიკურ დარღვევებს - აღმოცენდება ახალი ფორმები და ბოდვის ფაბულები.
  3. იგივე ეხება სუიციდს - ადამიანი დეპრესიაშია, ინტერნეტით კი (ინფორმაციის კრიტიკული მოცულობის დაგროვებით) შესაძლოა დამატებითი ბიძგი მიიღოს. ინტერნეტი იწვევს ქცევითი დარღვევების ახალი ფორმების განვითარებას, ისეთების, როგორებიცაა კიბერბულინგი, კიბერსუიციდი, კიბერსექსი.

აქვე მოგახსენებთ, რომ სპეციალისტები ჯერჯერობით უარყოფენ იმას, რომ ინტერნეტის მოხმარება იწვევს ფსიქიკური პათოლოგიის ახალი ფორმების განვითარებას, თუმცა, სადღეისოდ უკვე უდავოა ის, რომ ციფრულ სივრცეში ჩაძირვა ცვლის ტვინის ფუნქციობას, კერძოდ, ემპათიის (სხვათა თანაგრძნობის) დონეს აქვეითებს. ბავშვებს, რომლებმაც მობილური ტელეფონი ბევრად ადრე დაიჭირეს ხელში, ვიდრე ფანქარი და კალამი, რამდენადმე ეცვლებათ თავის ტვინის უბნების აქტივობა, როგორც საფეთქლის, ასევე ფრონტალური ქერქის. ეს ყოველივე დადასტურებულია ნეიროვიზუალიზაციის მეთოდით.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტდამოკიდებულების გამო ბავშვებს სოციალური ინტელექტიც ეცვლებათ. ისინი ნაკლებად ემპათიურები არიან, სხვა მხრივ კი ერთდროულად შეუძლიათ დაკავდნენ რამდენიმე საქმით.

თინათინ გოცაძე