7 პროდუქტი, რომელიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 პროდუქტი, რომელიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს

კი მრავალფეროვანი უნდა იყოს. მეცნიერებმა შეადგინეს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს.

ხორცი

ცილა რაციონში ყოველთვის უნდა იყოს. ფრინველის ხორცი მდიდარია ამინომჟავა ტრიფტოფანით, რომელიც სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. პარკოსნები, მჭლე ხორცი, უცხიმო ყველი, თევზი, რძე, მაწონი, იოგურტი, სოიოს პროდუქტები ასევე უხვად შეიცავენ ცილას.

ბოსტნეული

ესპანელმა მეცნიერებმა, დეპრესიის კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებში დეპრესია დაკავშირებულია ისეთი ფაქტორების ერთობლიობასთან, როგორიცაა თამბაქო და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. ქალებში კი დაბალი ფიზიკური აქტივობა, В12 ვიტამინის დეფიციტის ფონზე. საკვები ნივთიერებების დეფიციტი იწვევს განწყობის დათრგუნვას, ხოლო დეპრესია ნორმალურ კვებას უშლის ხელს. ამ მანკიერი წრის გაწყვეტა შესაძლებელია, თუ სისტემატურად მივიღებთ პარკოსნებს, ნიგოზს, მწვანილს, ბოსტნეულს, თევზს, ზღვის პროდუქტებს. მათში ბევრია ფოლიუმის მჟავა და В 12 ვიტამინი. ფოლიუმის მჟავათი და ალფა-ლიპოის მჟავათი (დათრგუნული განწყობის ძირითადი მტერი) მდიდარია პომიდორიც.

კენკრა

მოცვი, ჟოლო, მარწყვი, მოცხარი დეპრესიასთან ბრძოლაში საუკეთესო მოკავშირეები არიან. მათში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც გუნება-განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

რძის პროდუქტები

განწყობაზე ასევე მოქმედებს D ვიტამინის დონე. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ადამიანები, რომელთაც სეზონური აფექტური მოშლილობა აწუხებდათ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ გაზაფხულსა და ზაფხულში, იმ დროს, როდესაც მზის სხივების ზემოქმედებით, ორგანიზმში იზრდება D ვიტამინის კონცენტრაცია. მზის სხივების დეფიციტის პირობებში, რეკომენდებულია რძის პროდუქტების, მცენრეული ცხიმის, ნაღების კარაქის, ზღვის პროდუქტების, კვერცხის გულისა და თევზის ღვიძლის მიღება.

ნიგოზი და თევზი

ისინი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. დიეტოლოგები გვირჩევენ, ტვინისთვის სასარგებლო ომეგა-3, ნატურალური პროდუქტებიდან (ცხიმოვანი მჟავები ასე უკეთ აითვისება) მივიღოთ. ამიტომ სწორება აიღეთ ნიგოზზე, თევზსა და ზღვის პროდუქტებზე.

მწნილები და სოკო

საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ხასიათზეც აისახება. ამიტომ იქ არსებული ბაქტერიები ჩვენი განწყობის დირიჟორები არიან. არ დაივიწყოთ მწნილები ძმრის გარეშე, რბილი ყველი, სოკო და რძის პროდუქტები.

ზღვის პროდუქტები

სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად, ზრდასრულ ადამიანს დღეში 55 მიკროგრამი სელენი ესაჭიროება. მეცნიერებმა დაამტკიცეს კავშირი ამ მიკროელემენტის დეფიციტსა და ცუდ განწყობას შორის. ექიმები გვირჩევენ მის მიღებას არა აბაბების სახით, არამედ ნატურალურ საკვებთან ერთად. ესენია: ღორისა და საქონლის სუბრპროდუქტები, კვერცხი, ქაშაყი, ომარები, ლანგუსტები და ხამანწკები. სელენის მტერი ნახშირწყლებია. ცომეული და ტკბილეული მას შლის.

ლალი ჩხიკვაძე