როგორ იცვლება ადამიანის ფსიქოტიპი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცვლება ადამიანის ფსიქოტიპი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგიის შემდეგ

კომპლექსი გამოვლინდება მაშინ, როცა ადამიანი უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით, მისი რომელიმე ნაწილით. კიდევ უფრო მძიმეა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუ რომელიმე ორგანო ან სხეულის რომელიმე ნაწილი განუვითარებელი ან დამახინჯებულია, თუ ის ზღუდავს მოძრაობას და ა.შ.

დეფექტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი რაიმე უბედური შემთხვევით: ავარიის, ძლიერი დამწვრობის, მძიმე დაავადების გამო ოპერაციით გამოწვეული, მაგალითად, როცა საჭირო ხდება სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაცია, ნაწილის მოშორება და სხვა. როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ნაკლოვანების გამო ადამიანი მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დეპრესია, სტრესი, რაც ძალიან ხშირად ცვლის პიროვნების ფსიქოტიპს, მის თვისებებს, განწყობას, ქვეითდება თვითშეფასება და საზოგადოდ, რთულდება ადამიანის ცხოვრება.

ასეთ შემთხევევაში მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს ძალიან ეხმარება პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგია, რომელიც არსებული დეფექტის, ნაკლისა თუ ხარვეზის გამოსწორებას, აღმოფხვრას, აღდგენას ემსახურება, რასაც, საბედნიეროდ, უმეტესად მოჰყვება არა მარტო ფიზიკური და ფიზიოლოგიური სრულყოფილების რეგენერეცია, ფსიქიკური რეაბილიტაციაც, რაც უკეთესობისკენ ცვლის ადამიანის ცხოვრებას.

პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ქირურგიას ზოგჯერ სასწაულების მოხდენა შეუძლია, ხშირად ოპერაცია აღადგენს მოკვეთილი ორგანოს ან სხეულის რომელიმე ნაწილს, ტანადობის დარღვევებით გამოწვეულ დეფექტებს, მძიმე დამწვრობის დროს ინერგება კანი, პლასტიკური ქირურგია ადამიანებს სილამაზეს და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს.

მოკვეთილი მკერდის კომპლექსი

მკერდის მოკვეთის შემდეგ უამრავ ქალს უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი.

სტატისტიკა მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველ მეცხრე ქალს სარძევე ჯირკვლის კიბო ემართება. ხშირად მკურნალობის ერთადერთ გზად მასტექტომია (მკერდის მოკვეთა) რჩება. ოპერაციის შემდგომ ქალი სერიოზულ პრობლემებს აწყდება: როგორ დაძლიოს საკუთარი არასრულფასოვნების განცდა, როგორ დაიბრუნოს კვლავ სიცოცხლის ხალისი, როგორ განაგრძოს სისხლსავსე ცხოვრება? ბევრი ქალისთვის მტანჯველია ახალ გარეგნობასთან შეგუება; ეჩვენება, რომ აღარ არის მომხიბვლელი და სასურველი მეუღლისა თუ პარტნიორისთვის, ვეღარ წარმოუდგენია მამაკაცთან ძველებური ურთიერთობა. ყველა ქალი როდი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით - ოპერაციის შემდეგ ბევრი ღრმა დეპრესიაში ვარდება, გაურბის ხალხთან ურთიერთობას, უჩნდება ზედმეტობის განცდა.

ქალის ლამაზი მკერდი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა სილამაზის, სინაზისა და სექსუალურობის სიმბოლოდ. ამიტომ არის, რომ მკერდმოკვეთილ ქალებს დეპრესია იპყრობთ. მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ძალიან უყვართ და სჭირდებათ ახლობლებს. ამ უკანასკნელთ კი მზრუნველობა და გულისხმიერება მოეთხოვებათ, რომ ნაოპერაციებ ქალს სტრესის დაძლევაში დაეხმარონ. ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიოს ხელი, არ უნდა შეეგუოს აზრს, რომ ის აღარასოდეს იქნება მომხიბვლელი. დღეს არსებობს უამრავი საშუალება ადრინდელი გარეგნობის აღსადგენად. პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ქირურგიას შეუძლია ასეთ ქალებს დააძლევინოს არასრულფასოვნების კომპლექსი და შეცვალოს მათი ფსიქოტიპი. მკერდის აღდგენის ოპერაციის შემდეგ ქალები კვლავ განაგრძობენ სრულფასოვან ცხოვრებას და ყველას აღაფრთოვანებენ თავიანთი მშვენიერი გარეგნობითა და მტკიცე ნებისყოფით.

ფსიქოლოგიური პრობლემები კანის დამწვრობის დროს

დამწვრობა ორგანიზმზე ქიმიური, თერმული ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანებაა. ეს დაზიანება თრგუნავს ადამიანს ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. კანი მჭიდროდ არის დაკავშირებული მთელი ორგანიზმის ცხოველქმედებასთან და ხშირად მისი ცვლილება შინაგანი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის მანიშნებელია. მეორე მხრივ, კანის დაზიანებამ შეიძლება ადამიანის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს. განსაკუთრებულად კი ფსიქიკაზე ზემოქმედებს. იმ ღირსებებს შორის, რომლებიც სილამაზესა და მომხიბვლელობას ანიჭებს ადამიანის გარეგნობას, უთუოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანს. ლამაზი, მოვლილი კანი ყოველთვის აღაფრთოვანებს ქალსაც და მამაკაცსაც. ჩვენს დროში ყველაზე მეტად ადამიანებს თავიანთი გარეგნობა აღელვებთ. ქალები ფიქრობენ რამდენად მიმზიდველნი და მომხიბვლელნი არიან და იქცევენ თუ არა მამაკაცთა ყურადღებას. არანაკლებ ზრუნავენ სხეულის სრულყოფისათვის მამაკაცებიც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კანის დამწვრობა ფიზიკურის გარდა, სერიოზულ ფსიქიკურ დაზიანებასაც იწვევს.

კანის დამწვრობის დროს კანის ზედაპირი მნიშვნელოვნად ზიანდება, უმეტეს შემთხვევაში, მასზე სერიოზული დეფექტები რჩება, რაც მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს: დასახიჩრებული კანის გამო, მით უმეტეს, თუ დამწვარია სახე, კიდურები და სხეულის ის ნაწილი, რომელიც ჩანს, ადამიანებს სერიოზული კომპლექსები უჩნდებათ. მათ არ სიამოვნებთ საზოგადოებაში ყოფნა, ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, ქალებს ერიდებათ ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, დამწვრობისგან კანზე დარჩენილი კვალის გამო ისინი ერიდებიან საცურაო კოსტიუმის ჩაცმას. დასახიჩრებული კანი ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად თრგუნავს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დროსაც.

თუ ასეთი პრობლემა გარდატეხის ასაკს დაემთხვა, გოგონები ხშირად სკოლაში სიარულსაც კი ერიდებიან. არ სურთ მეგობრებთან, განსაკუთრებით - ბიჭებთან ურთიერთობა. ეჩვენებათ, რომ აღარ არიან მომხიბვლელნი და ისინი არავის მოეწონება. ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცების ყურადღებას მათი კანიც იპყრობს. საკუთარი გარეგნობის გამო შფოთვა შეიძლება გადაიზარდოს ავადმყოფობაში - დისმორფოფობიაში. არასრულფასოვნების სერიოზული კომპლექსის გამო ადამიანები მოსვენებას კარგავენ და კანის დეფექტის აღმოსაფხვრელად პლასტიკურ ოპერაციას მიმართავენ. უმეტესად ასეთი ოპერაციები სასიკეთოდ მთავრდება, რაც ადამიანებს ფიზიკურ სრულყოფილებასთან ერთად, ფსიქიკურ სრულფასოვნებასაც უბრუნებს.

მხედველობის პრობლემის მქონეთა ფსიქოპორტრეტი

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მძაფრად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. როცა დარღვეულია მხედველობითი აღქმადა ადამიანს სათვალე სჭირდება, მას უჩნდება კომპლექსები, გარკვეულწილად იცვლებამისი ფსიქოტიპი. მძიმე არასრულფასოვნების განცდას ქმნის სიელმეც. ასეთ დროს ნამდვილი საშველია პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგია. თანამედროვე მედიცინისთვის მხედველობის კორექცია პრობლემა აღარ არის. ასეთი ოპერაციები ადამიანს სათვალისა თუ სიელმისაგან ათავისუფლებს, ახლომხედველს ცხოვრების ხალისი უბრუნდება, ეცვლება ქცევა და უმაღლდება თვითშეფასება.

პლასტიკურ-რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგია სადღეისოდ ძალიან აქტუალურია და მასზე დიდი მოთხოვნილებაა. კეთდება მრავალრიცხოვანი ოპერაცია სახის კანზე, ცხვირზე, ტუჩებზე, ყბა-სახის მიდამოში, კიდურებსა და ა.შ. ხშირად ქალები უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით, კერძოდ, არ მოსწონთ ცხვირის, წარბის, ტუჩის, ბარძაყის, მენჯის, დუნდულა კუნთების ფორმები და ძალიან ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს ამ ორგანოთა ფორმის, ზომის, მოცულობის შესაცვლელად. ადამიანები, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციებამდე იყვნენ დეპრესიულნი, თვითდაურწმუნებელნი, ოპერაციების შემდეგ რადიკალურად იცვლებიან სასიკეთოდ.