რა არის ბედნიერი ოჯახის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ბედნიერი ოჯახის საიდუმლო

ურთიერთობები ქორწინების შემდეგ.

ბოლომდე ვერც ოჯახის მნიშვნელობას აცნობიერებენ. მეც მყავს შეყვარებული. ის დაქორწინებას მთავაზობს, მაგრამ ვშიშობ, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ... იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვემზადო ამ მოვლენისთვის.

ანი, 21 წლის

დაქორწინება, ოჯახის შექმნა დიდი ადამიანური ბედნიერებაა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს, ამიტომ უნდა იცოდეთ, რა არის ოჯახი, რა სირთულეები, მოვალეობები და პრობლემები შეიძლება შეგხვდეთ ცხოვრების გზაზე. აი, ოჯახური ბედნიერების საიდუმლოებანი:

  • ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნიათ, ოჯახია, ამიტომ გაუფრთხილდით მას, როგორც საკუთარ თავს. ალბათ, არც კი გაგიელვებთ ასეთი აზრი: “თუ ავად გავხდი, არაფერი დაშავდება - ეს ხომ წვრილმანია”. გაავრცელეთ ეს ოჯახზეც. ნურასოდეს წამოიწყებთ საუბარს განქორწინებაზე - ასეთი აზრი თქვენც და თქვენს პარტნიორსაც დაგაპროგრამებთ და შესაძლოა, მართლაც გაფიქრებინოთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ეცადეთ, ამგვარ თემებზე არც სახლის ინტიმურ ზონებში - საძინებელსა და სუფრასთან, ერთობლივ ტრაპეზზე, იმსჯელოთ.
  • დაე, სახლში სულ სიცილი ისმოდეს! პარადოქსია, ალბათ, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში უდიდესი ფუნქცია აკისრია იუმორს. გაიხსენეთ, როგორ დაგეხმარათ დროული ხუმრობა კონფლიქტის განმუხტვაში, თავიდან აგაცილათ სკანდალური ვითარება. საკუთარ თავზე ხუმრობა კი წვრილმანი წყენისგანაც გიხსნით. თუ იუმორით შეხედავთ მოვლენებს, თქვენ განმუხტავთ დაძაბულობას და გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან. იუმორი საშუალებას მოგცემთ, მსუბუქად და ძალდაუტანებლად განიხილოთ მძიმე თემები.
  • ნუ იფიქრებთ სხვის ნაცვლად! ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ისე კარგად ვიცნობთ ჩვენს ახლობელ ადამიანებს, მათი ქცევისა თუ განწყობის მიზეზიც კი მათზე უკეთ ვიცით. “ყველაფრით იმიტომ ხარ უკმაყოფილო, რომ ძალიან დაიღალე”, “არ დამირეკე, რადგან სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა”. ხშირად მოვლენათა განვითარების ჩვენეული ვარიანტები ისეთი ლოგიკური გვგონია, ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ რეალურად შესაძლოა ყველაფერი სულ სხვაგვარად იყოს. ამგვარი ორაზროვნება რომ ავირიდოთ, საჭიროა უფრო ხშირად მოვუსმინოთ ახლობლებს, ვკითხოთ მათ ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ და ნაკლები გასაქანი მივცეთ საკუთარ ფანტაზიას. მხოლოდ ასე შევძლებთ რეალობის დადგენას.
  • გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება. ოჯახი, უწინარესად, სტაბილურობას გულისხმობს. დროთა განმავლობაში ეს სტაბილურობა მოწყენილობად რომ არ იქცეს, პერიოდულად რამით უნდა გაახალისოთ - მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის ან სახლის ინტერიერის შეცვლით, ახალი და საინტერესო იდეებით.
  • ერთმანეთისგან თავისუფალ დროს. ცოლ-ქმრის ინტერესთა სრული თანხვედრა, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა განსხვავებული ხასიათების გამო ასეთი ერთსულოვნება იშვიათია. ნუ დაივიწყებთ ამას! თუ თქვენი მეუღლის ჰობი, მაგალითად, სასმელების შეგროვება, გაღიზიანებთ, ნუ აგრძნობინებთ მას. გატაცება ხომ ადამიანის შინაგანი სამყაროს ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ახლობლებმა გაითავისონ ჩვენი უცნაურობები და იხარონ ჩვენი სიხარულით. თუ მეუღლე ფიზიკოსია, თქვენ კი - ლირიკოსი, ყოველგვარი საშუალება გამოიყენეთ მასთან საერთო ენის გამოსანახად.
  • თქვენი ეჭვები და განცდები ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ. ოჯახის წევრები თქვენი უახლოესი ადამიანები არიან ამქვეყნად. სწორედ მათ არ უნდა დაუმალოთ თქვენი განცდები. ნუ დაიგროვებთ უარყოფით ემოციებს, აუცილებლად უამბეთ თქვენს განცდებზე შინაურებს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს თქვენი უკმაყოფილება მაინც იჩენს თავს და შეიძლება სერიოზული კონფლიქტიც გამოიწვიოს. დაამკვიდრეთ წესი - თუ ოჯახში ვინმე რამით უკმაყოფილოა, თამამად გამოხატოს ემოცია, მერე კი ერთობლივად იზრუნეთ გამოსავალზე.
  • თქვენი სახლის კარი ღიაა, მაგრამ ყველასთვის - არა. ოჯახური კეთილდღეობა იმაზეც არის დამოკიდებული, როგორი ხალხი გსტუმრობთ. იყავით თბილი, ხელგაშლილი და გულგახსნილი დიასახლისი, მაგრამ თქვენი სახლისა და გულის კარს ფართოდ ნუ გაუღებთ ადამიანებს, რომლებიც ვერ აფასებენ ოჯახსა და მის სიწმინდეს. ცუდი მაგალითები, როგორც წესი, გადამდებია, კარგი კი - გასათვალისწინებელი. თუ თქვენი ახლო მეგობრები ბედნიერები არიან ქორწინებით, ეს მთელ სამეგობროს პოზიტიურად განაწყობს, ხოლო თუ ბევრი მარტოხელაა ან განქორწინების ზღვარზეა, გარემოც შესაფერისი იქნება - თქვენი ოჯახური წყვილი უნებურად შეიძლება არასასიამოვნო აზრებმაც შეაწუხოს. მიუხედავად ამისა, რადიკალურად ნუ შეიცვლით ნაცნობ-მეგობართა წრეს, ციხესიმაგრედაც ნუ აქცევთ ოჯახს (ნებაყოფლობითი პატიმრობა კარგს არაფერს მოგიტანთ), უბრალოდ, დაუკვირდით საერთო ვითარებას და შესაბამისი დასკვნები გამოიტანეთ.
  • იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ხშირად გაიხსენეთ ეს მარტივი ჭეშმარიტება. ადამიანის გულისტკენა და წყენინება ხომ ძალიან ადვილია, სულიერი ჭრილობები კი ძნელად შუშდება. შესაძლოა, ძალიან მგრძნობიარე ხართ და ახლობლების მცირე უტაქტობაც კი გულს გტკენთ - მაინც ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მათი ქმედება და წყენა ტრაგედიად არ გადააქციოთ. ამით ოჯახში ჯანსაღ ატმოსფეროს შეინარჩუნებთ და უსაგნო კონფლიქტსაც აირიდებთ.
  • თქვენ მტკიცე, მეგობრული ოჯახი გაქვთ, მაგრამ ასეთ იდეალურ ოჯახშიც ხანდახან კამათობენ, ჩხუბობენ. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენზე, გვიჩნდება სურვილი, ოჯახური პრობლემების შესახებ ვუამბოთ მეგობრებს და ასე დავივიწყოთ უსიამოვნებები. დაფიქრდით, რამდენად სასარგებლოა ასეთი “თერაპია”. მეგობრებთან ჭორაობით პრობლემებს ვერ მოაგვარებთ, სხვებს კი თქვენი ოჯახის შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას შეუქმნით. გარდა ამისა, ყველა მთელი გულით როდი თანაგიგრძნობთ - შესაძლოა მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ახარებთ კიდეც თქვენი უსიამოვნებები. ამიტომ დაფიქრდით, იქნებ არ ღირს შინაური ამბების გარეთ გატანა. უმჯობესია, გაითვალისწინოთ ბედნიერი ოჯახების ოქროს წესი: “ყველა პრობლემა იქვე უნდა გაირჩეს, სადაც წარმოიშვა და მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისაც ისინი უკავშირდება”. მტკიცედ დაიმახსოვრეთ ეს შეგონება და აუცილებლად გაუზიარეთ შთამომავლობას!
  • დაამკვიდრეთ ტრადიციები. როცა რაიმეს ვიკერავთ, ქსოვილის ორი ნაწილის შესაერთებლად აუცილებლად გვჭირდება ძაფი. ასევეა ოჯახის შემთხვევაშიც - აქაც საჭიროა ერთგვარი სამაგრი, რომელიც ორი ძალზე ახლობელი, მაგრამ მკვეთრად განსხვავებული ადამიანის დაკავშირებას შეძლებს. ამაში ოჯახს საერთო ტრადიციების შემუშავება დაეხმარება. შესაძლოა, ეს იყოს საღამოობით ერთობლივი გასეირნება, ყოველწლიურად ახალი წლის აღნიშვნა და სხვა. მთავარია, ამ მოვლენამ ადამიანები გააერთიანოს.
  • დასახეთ სამომავლო გეგმები. ოჯახური ტრადიციები წარსულთან გვაკავშირებს, წინასწარ შემუშავებული ერთობლივი გეგმები სამომავლო ორიენტირებს გვიყალიბებს, ოჯახური გეგმა კი ერთიანი ძალებით მოქმედების სურვილს გვიჩენს და მოტივაციას გვმატებს მათ განსახორციელებლად. საერთო მიზნისკენ სწრაფვა უფრო მეტად აკავშირებს ოჯახს.

ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები ოჯახის შექმნის მსურველებს ურჩევენ:

  • ოჯახურ ბედნიერებას ბევრი საიდუმლო აქვს. ქალებსაც და მამაკაცებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ოჯახური ცხოვრების მთავარი საიდუმლო მოთმინებაა, დიდი მოთმინება. ეს ძალზე ძნელიცაა, მაგრამ უამისოდ ოჯახის შენარჩუნება გაჭირდება. ნურასოდეს იკამათებთ ბავშვების თანდასწრებით - თქვენ შეიძლება მალე შერიგდეთ, ბავშვების ფსიქიკა კი დაითრგუნება.
  • ოჯახური ბედნიერების კიდევ ერთი საიდუმლო ისაა, რომ ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდეთ და პატივს სცემდნენ. სიყვარული, ურთიერთგაგება, ნდობა და პატივისცემა - აი, ოჯახური ბედნიერების შემადგენელი მთავარი კომპონენტები.
  • დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან, დრო გამოსცდის მათ გრძნობებსაც. ადამიანთა მსგავსად, ისინიც სხვადასხვა აზეს გადიან, იცვლიან ხარისხს, მაგრამ არსად ქრებიან. თუ ყველა ეტაპს მოთმინებით გაივლით, მიხვდებით, რომ ცხოვრების რთულ გამოცდას გაუძელით, გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და, რაც მთავარია, სიყვარული გადაარჩინეთ.