„ჩემი დედამთილი ჩემს 8 წლის გოგონას საძაგლად ანებივრებს“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ჩემი დედამთილი ჩემს 8 წლის გოგონას საძაგლად ანებივრებს“

ის ჩემს 8 წლის გოგონას საძაგლად ანებივრებს. მაგალითად, მე და ჩემმა ქმარმა მივაჩვიეთ, რომ ჭამის შემდეგ ჭურჭელი გასარეცხად წაიღოს. ბებია კი ამას არ აკეთებინებს, არც საოჯახო საქმეებში იშველიებს. რამდენად საშიშია მოთხოვნების ასეთი განსხვავება?

ფსიქოლოგის პასუხი - მნიშვნელოვანია, ბებია თქვენთან ერთად ცხოვრობს თუ ცალკე. თუკი ცალკე ცხოვრობს და პერიოდულად ნახულობს მას, მაშინ მისი ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება შვილიშვილისადმი პრობლემა არ არის. ბავშვები იოლად ხვდებიან, რომ ახლობლები მათ სხვადასხვაგვარად ექცევიან. იმ ფაქტმა, რომ ბებია თავისებურად ზრდის, თქვენს გოგონაზე ცუდად არ უნდა იმოქმედოს. ბავშვი ხვდება, რომ ეს სხვა ტერიტორიაა და სხვა მოთხოვნები, შინ დაბრუნებისას კი ისე უნდა მოიქცეს, როგორც თქვენ სთხოვთ.

თუ ბებია თქვენთან ერთად ყოველდღიურად არის ჩაბმული გოგონას აღზდის პროცესში, მაშინ აჯობებს, უფროსებს საერთო პრინციპი გქონდეთ, საერთო მიმართულება. ბავშვი არ უნდა ხედავდეს, რომ ერთი მკაცრად ექცევა, მაგრამ მეორე ანებივრებს, მით უმეტეს, არ უნდა ხედავდეს ამ საკითხებზე უფროსების დაპირისპირებას. დაუშვებელია, თქვენ სთხოვოთ, რომ მაგიდა აალაგოს, ბებიამ კი ეს დაუშალოს და ამის გამო იკამათოთ კიდევაც გოგონას თანდასწრებით.

თუ ბებიას განსხვავებული მოსაზრებები აქვს აღზრდის შესახებ, ცალკე გაესაუბრეთ მას, მაგრამ არა აგრესიულად ან ჩხუბით, არამედ კეთილგანწყობით და იმ მიზნით, რომ შედეგი მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ მისი ასეთი საქციელის მიზეზი შვილიშვილისადმი გადამეტებული სიყვარულია, რომელიც ზოგჯერ აღზრდის კანონების ჩარჩოებს სცდება ხოლმე. ამის მიუხედავად, სთხოვეთ მას, გაითვალისწინოს, რომ ბავშვის მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ მის აღზრდას შეათნხმებულად გააგრძელებთ. ნუ შეგეწინააღმდეგებათ, როცა ბავშვს რაიმეს გაკეთებას მოსთხოვთ, ნუ გაანებივრებს მას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭირო და სასარგებლოა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. კეთილგანწყობილი საუბარი ყოველთვის დადებითი შედეგით სრულდება. თუმცა თუ ბებიას ექნება მოსაზრება, რომ თქვენ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრად ექცევით ბავშვს, მისი აზრიც გაითვალისწინეთ.