„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“
„16 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს“
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს. ახლა 23 წლის ვარ. ჩემზე 8 წლით უფროსი მამაკაცი შემიყვარდა, ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ და ის ბავშვობიდან მიცნობს, თუმცა ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან არავისთვის მომიყოლია. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, ჩვენს მომავალზე აღარ ლაპარაკობს, მაგრამ არც თავს მანებებს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ამის გამო ძალიან ცუდად ვარ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

ფსიქოლოგის რჩევა - ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვთ გადატანილი, თანაც ასე პატარა
ასაკში და თან სულ მარტოს. თქვენ მხოლოდ პატივისცემას იმსახურებთ, რადგან დამოუკიდებლად გაუმკლავდით ამხელა დარდს. თქვენ კარგად უნდა გააცნობიეროთ, რომ დამნაშავე
არაფერში ხართ, პირიქით - თქვენ მსხვერპლი იყავით და იმის გამო, რომ ვიღაც არაადამიანურად მოგექცათ, თქვენი დადანაშაულების უფლება არავის აქვს. ძალიან კარგად მოიქეცით, რომ საყვარელ ადამიანს არ დაუმალეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ამ საშინელი ფაქტის შესახებ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი შეყვარებული შეიცვალა თქვენს მიმართ, მაშინ კარგი იქნება, თუ თავს ხელში აიყვანთ და კიდევ ერთხელ დაელაპარაკებით მას ამ თემაზე, კერძოდ, უნდა უთხრათ, რომ ერთხელ უკვე მოგიწიათ სულ მარტოს ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა და მეტ ტყუილს, ღალატსა და ძალადობას ვერ გაუძლებთ. სთხოვეთ თქვენს შეყვარებულს, რომ კარგად დაფიქრდეს და თუ თქვენი ნდობა და სიყვარული ჭეშმარიტად აქვს და თუ კვლავ აპირებს თქვენთან უწინდებური ურთიერთობის გაგრძელებას, მაშინ ეს ამბავი უნდა დაივიწყოს და ეს თემა აღარასდროს ამოატივტივოს. ხოლო თუ არ შეუძლია ადრინდებული ურთიერთობის გაგრძელება, მაშინ დროებით დაშორება სჯობს, რათა კარგად გაერკვეთ გრძნობებში.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააწყობთ შეყვარებულთან იდეალურ ურთიერთობას, რომ თქვენ მალე ბედნიერ ოჯახს შექმნით. თქვენ ისეთი გაბედული ნაბიჯი გადადგით შეყვარებულისთვის სიმართლის თქმით, რომ ნამდვილად ბედნიერების ღირსი ხართ.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ექიმებმა მამაკაცთა მასტურბაცია დეტოქს-პროგრამას შეადარეს. ავსტრალიელი მეცნიერები დარწმუნებულები
10-04-2018
მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდით იმუქრებოდა,
07-04-2018
მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ელექტროანძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, გადმოხტა.
07-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
1. მთავარი კითხვა.თუ მოიწყინეთ, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვით:
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის კეთილდღეობა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ იღებს
ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს 50 ქვეყნის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ათასობით პირი გამოიკვლიეს,
ავსტრიელმა ფსიქოლოგებმა დაასახელეს 4 მარტივი წესი, რომლითაც ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეიძლება.
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868