ერთი საინტერესო ამბავი - ბრძენი მამის ბრძნული საქციელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთი საინტერესო ამბავი - ბრძენი მამის ბრძნული საქციელი

- მამა, ერთი თხოვნა მაქვს შენთან - უთხრა ბიჭმა - ვეღარ ვასწრებ ერთ მნიშვნელოვან საქმეს ქორწილისთვის: გთხოვ აიღო ეს სია, აქ ჩემი ყველა მეგობრის ტელეფონის ნომერია, გთხოვ, დაურეკო მათ და დაპატიჟო ჩემს ქორწილში.

- კარგი, შვილო, სიამოვნებით დაგეხმარები - უპასუხა მამამ.

ქორწილის დღეს გაბრაზებულმა შვილმა მიირბინა მამასთან და ვერ მალავდა აღშფოთებას:

- მამა, ხომ შენი იმედი მქონდა? მე გთხოვე ყველა ჩემი მეგობარი დაგეპატიჟა!

- სწორედ ასე მოვიქეცი, შვილო - უპასუხა მამამ - სიის მიხედვით ყველას სათითაოდ დავურეკე.

- კი მაგრამ, ჩემს სიაში 50 კაცი იყო, აქ კი მხოლოდ 15 მოვიდა!

- შვილო, მე ყველას დავურეკე. საუბრისას მათ ვუთხარი, რომ ვრეკავდი შენი სახელით და რომ შენ ახლა ძალიან გიჭირს და მეგობრების დახმარება გჭირდება. ყველას სათითაოდ ვთხოვე მოსულიყვნენ ამ დროს, სწორედ ამ ადგილას. ასე რომ, ნუ ღელავ - ყველა შენი მეგობარი ახლა აქ არის.

წყარო: