ჩვენ ვართ მკვლელებიც და მოკლულებიც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენ ვართ მკვლელებიც და მოკლულებიც

ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ამ თემის განხილვა საიტზე და ვთხოვოთ ფსიქოლოგებს, კომენტარებში გამოეხმაურონ ამ სტატიებს. არ შეიძლება ამ ყველაფერმა ასე ჩაიაროს და გავჩუმდეთ. აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ, რომ რეალურად შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს. ამჯერად გთავაზობთ ანალიზს, რომელიც რეალურ სიატუაციას კიდევ ერთხელ დაგვანახებს ყველას. იქნებ განათლების სისტემის მესვეურნიც, პედაგოგებიც, მშობლებიც გამოგვეხმაუროთ. იქნებ ერთად ვეძებოთ გამოსავალი.

ფეისბუქ - მომხმარებელი ეკატერინე ონიანი:

რაც დრო გადის, უფრო მეფიქრება იმ ამბავზე. თავიდან განზრახ გულქვად მივუდექი. ახლა დამნაშავეებიც თითქმის გარკვეულია და ამბის წამომწყები ბავშვიც იდენტიფიცირებული. მთავარი სიძულვილის ობიექტებიც ჩასაქოლად გამზადებული. უმკაცრესი სასჯელი რომ ეკუთვნით ცხადია, დამფარავებსაც მათ შორის. ოღონდ ყველა ამბავს თავისი მრავალი მხარე აქვს და მგონი ამ თემაზე დიდხანს და ყველა რაკურსით უნდა ვიმსჯელოთ, ტვინი ვიჭყლიტოთ და საკუთარი როლები წარსულშიც და მომავალშიც გავაცნობიეროთ.

სიუჟეტს დავუბრუნდეთ. რა მოხდა, პროკურატურის ვერსიაზე დაყრდნობით.

ბავშვი #1 რომელსაც ესროლეს პნევმატური ტყვია, დასახმარებლად ურეკავს უფროს დეიდაშვილს, რომელიც მოდის ძმაკაცებთან ერთად და მერე ხდება ის, რაც უკვე ვიცით.

ჩხუბის დროს ვინ ვის აკუწავს, როცა აფექტი, სიკვდილის შიში და დაგროვილი ჰორმონები ერთმანეთშია გადაზელილი, უკვე რთულად პროგნოზირებადი და შესაჩერებელი პროცესია. ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ ბავშვ #1-ს არ დაერეკა დეიდაშვილისთვის ან ისინი არ მოსულიყვნენ საომარი შემართებით და საქმე აქამდე საერთოდ არ მისულიყო. მაგალითად ასე:

სცენარი პირველი.

ბავშვი #1 რეკავს დეიდაშვილთან, მაგრამ ის ბავშვები არ მოდიან შეიარაღებული. მაგრამ ამ დროს და ამ რეალობაში, რა გარანტია ჰქონდათ, რომ დამხვედრს არ ექნებოდა იარაღი? თქვენ გარისკავდით, ზრდასრული ადამიანები ხელცარიელი მისვლას? ვერა. თუ საერთოდ არ მიხვიდოდით? მერე დეიდაშვილი? ძმობა, მეგობრობა, გასაჭირში დახმარება? ის ყველაფერი რასაც წიგნებში ასწავლიან?

სცენარი მეორე.

ბავშვი #1 საერთოდ არ ურეკავს არავის და იტანს დამცირებას დღეს და ამიერიდან მოუწევს აიტანოს ხვალაც. მერე ფულსაც შეაწერენ. მერე გაიზრდება და ბევრჯერ წამოაძახებენ რომ სკოლაში ჩმორი იყო, და თუ ოდესმე ძალაუფლებას ჩაიგდებს, ალბათ თვითონ გახდება სასტიკი და დაუნდობელი და ისევ აუცილებლად ზიზღით გაუხსენებენ, როგორ აჩმორებდნენ სკოლაში.

სცენარი მესამე:

ბავშვი #1 არ ურეკავს დეიდაშვილს, ურეკავს მშობელს და მშობელი იწყებს პრობლემის მოგვარებას არსებული გზებით.

აქ უკვე ქვესცენარებია, მაგალითად ბავშვების მშობლები საქმეს არჩევენ ერთმანეთში და ამიერიდან ბავშვი #1 ხდება დედიკოს ბიჭი.

ან მშობლები აგვარებენ რაღაც არსებული პროცედურების დაცვით სკოლის საბჭოების და დირექტორის მეშვეობით და ბავშვი #1 ხდება ჩამშვები დედიკოს ბიჭი.

ორივე ქვესცენარის მიხედვით გრძელდება მისი დამცირება პირში თუ ზურგსუკან და ამიერიდან ის აღარასოდეს ამოიღებს ხმას დამცირებაზე, ან თუ ისევ ამოიღებს ივლის ამ ჩაკეტილ წრეზე და ბოლოს მივიღებთ ალბათ მეორე სცენარით გათვალისწინებულ შედეგს - სასტიკ და დაუნდობელ მოძალადეს ან მარადიულ ჩმორს.

იმ რეალობაში, რომელშიც ბავშვებს უწევთ გაზრდა, დიდი არჩევანი არ არის. ან ჩმორი ხარ, ან დამჩმორებელი. ან ამ როლებიდან თავის დასაძვრენად გამუდმებით იბრძვი.

მათი ბავშვური რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენი. მათ რეალობაში ფიზიკური ტკივილის ფასად გვარდება ის, რასაც ჩვენ სიტყვიერად ვაგვარებთ. მათ "ცხოვრება ენგრევათ" იმის გამო, რასაც ჩვენ უკვე იოლად ვყლაპავთ.

რას სთავაზობს სისტემა და საზოგადოება?


მაგალითად, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში (ღმერთო, რა აღმატებული სახელია), მე7 კლასში, ბიჭი კლასელის მიერ გოგოს ცემის გამო, სკოლის დირექციამ ჩემს მეგობარს ჯერ "ამბის დავიწყება" შესთავაზა (ნაცემი გოგოა ჩემი მეგობრის შვილი), შემდეგ კი ე. წ. სადისციპლინო საბჭოს გამართვა, რაც საბოლოო ჯამში ჯვარედინი დაკითხვით ბავშვების დაპირისპირება აღმოჩნდა, არაფრისმომტანი მარაზმი. შედეგი ისაა, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაისტრესა, ჩემი მეგობარი თითქმის ნანობს და ზუსტად იცის, რომ აღარასდროს გამოიყენებს ამ საშუალებას ბავშვის დასაცავად და სიმართლის გასარკვევად, ბავშვები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, ხოლო ის ბიჭი აგრძელებს სხვების ჩაგვრას "ბავშვები არიან და იჩხუბებენ" ქოლგის ქვეშ. ჩემი მეგობრის ბავშვი რომ ბიჭი ყოფილიყო, გაცილებით უარესი გაგრძელება ექნებოდა (იხ. ზემოთ).

მერე კიდევ მეკითხებით, დირექტორს რას ერჩიო. დირექტორი გულგრილი ჯაჭვის ერთერთი, მაღალი პასუხოსმგებლობის მქონე რგოლია, სხვებთან ერთად. დირექტორმა რა იცის გარეთ რას შვება, მშობელმა რა იცის სკოლაში რას შვება, მინისტრმა რა იცის, სკოლამ თუ არ უთხრა, პატრულმა რა იცის, თუ არავინ დაუძახა და აბა მე ვიცი? მე ავიღო პასუხისმგებლობა?

მანდატურები, პატრული, პოლიცია, კომენდანტის საათი.. ეს არ არის საშველი. სკოლა ციხე არ არის, ბავშვი პატიმარი არ არის. ბავშვს სჭირდება გარემო, სადაც გაიზრდება და თან გაკონტროლდება და არა მხოლოდ გაკონტროლდება და გაკონტროლდება. ბარემ გააჩინეთ და დააბით!

რას აკეთებენ ბავშვები თავისუფალ დროს, სად ხარჯავენ ენერგიას, რა გასართობით იკმაყოფილებენ ბავშვურ ინტერესებს და ამბიციებს?

კონტროლის გარდა, რას შესთავაზებს სახელმწიფო მათ, ვის მშობლებსაც ბავშვის ინგლისურიდან ფრანგულზე, ფრანგულიდან სპორტზე, სპორტიდან სიმღერაზე, სიმღერიდან ჭადრაკზე და ზაფხულის და ზამთრის ბანაკებში ტარების დრო და საშუალება არ აქვს? მანდატურს და ვაშლს?

ამ ბავშვებს შორის არ არსებობს მართალი და მტყუანი, უმანკო და დამნაშავე. უბრალოდ არსებობენ გადარჩენილები და ისინი, ვინც ვერ გადარჩნენ.

ახლა გთავაზობთ სანდრო ელოშვილის პოსტს:

დღეს მე და ჩემი ძმა Levan Gulua, ჩემი "გულუ,გულუ" მივედით 51 სკოლასთან. დღისით დავგეგმეთ, ვერ ვქენით, მეგონა აღარ მივიდოდით, იმიტომ რომ არ ვიცოდით რა უნდა გვექნა, რას შევცვლიდით ამით ან ჩვენში რა შეიცვლებოდა, მაგრამ მაინც მივედით, დაგეგმილი პროტესტი მაინც სპონტანური გამოვიდა, არც სანთელი გვქონია და არც ყვავილები. იქვე მდგომმა ორმა ქალბატონმა მოგვცა ორი სანთელი. ბევრიც არ გვილაპარაკია, ჩუმად ვიდექით და მალევე წამოვედით. მალევე, იმიტომ რომ, გულუს აზრი არ ვიცი, მაგრამ უზომოდ უძლურად ვიგრძენი თავი. უძლურად, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია, ჩვენ გვაქვს ძალა, უფლება და ძალაუფლება, ჩვენ გვეკითხებიან რჩევებს, გვთხოვენ დახმარებას და საკუთართან ერთად ხშირად სხვის პრობლემებსაც ვაგვარებთ. აი იქ კი ვიდექით და ვიყავით არა მარტო უძლურები, დაუცველებიც. დაუცველები იმით კი არა რომ ჩვენ მოგვივა რამე, იმით რომ ჩვენს ირგვლივ ჩვენ ვერ შევძელით ორი რამ… ორი ბავშვის გადარჩენა და ორი ბავშვის გადარჩენა. ჰო! ზუსტად ასეა. ჩვენ ოთხი ნამდვილად და შეიძლება უფრო მეტი მომავალი დავკარგეთ გუშინწინ. ჰო, ერთნაირად მტკივა ორივე და ორივე. ზუსტად ვერ ავღწერ რა განცდა მაქვს სულში, რომ ორი დღის წინ, მაშინ როდესაც მე რეპეტიციაზე ვიჯექი, ვიღაც სამსახურში იყო, ვიღაცას ეძინა და ვიღაც იქვე ახლოს მგზავრობდა, ჩვენს გასაგონად, ჩვენს დასანახად ვინმე კი არ მოკლეს, ან ვინმემ კი არ მოკლა… არა! აბელი და კაენი იბადებოდა.

ვიდექი და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, გამახსენდა და ალბათ ასი იმდენი არ გამახსენდა როდესაც ჩემზე უმცროსებს ვასწავლიდი და ვუქადაგებდი იმას რასაც მე თავის დროზე ჩემზე უფროსები მარიგებდნენ. "არ დაუთმო" "თავი არავის დააჩაგვრინო" "დღეს ხარ, ხვალ აღარ ხარ" "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" "თუ ვინმე გაგიტრაკებს მე მითხარი"…

ვნანობ… არ იყო პოპულარული, არ იყო მომგებიანი, არ იყო სმენადი მაგრამ სჯობს ყველას გვეძახა "დაუთმე" "მოითმინე" "არა კაც კლა" "გიყვარდეთ ერთმანეთი"

არ მომკვდარა ის ორი ბიჭი, არ მოუკლავთ იმ ორს.

ჩვენ მოგვკლეს და ჩვენ მოვკალით…

ჩვენ ვართ მკვლელებიც და მოკლულებიც…. მტკივნეულია!

"პროკურორის შვილია, მანამდე ამათმა გაამწარეს, იმას არ უნდოდა, ამას უნდოდა, ისინი მეტნი იყვნენ, ესენი ნაკლები, იმას მწვანე ფეხსაცმელები ეცვა, ამას ლურჯი ქურთუკი"…. რა მნიშვნელობა აქვს?! რა მნიშვნელობა აქვს!

არ შეიძლება არასრულწლოვანი დამნაშავე იყოს, არ არსებობს!

ჩვენ ვართ ყველანი დამნაშავეები… ესეიგი რაღაც დავაკელით ან რაღაც "მოვუმატეთ"

ისინი ხომ ყოველთვის ჩვენ გვეკითხებიან ჭკუას და ჩვენ გვბაძავენ.

ვიდექი სანთლით ხელში და არც იმ სანთლის მჯეროდა, არც იმ მღვდლის რომელიც ლოცულობდა, არც იმ ბავშვების რომლებიც ბავშვური კრეატიულობით ცდილობდნენ ეს აქცია–შეკრება მეტად დასამახსოვრებელი გაეხადათ, არც იქ მდგომი ხალხის და არც საკუთარი თავის. არ მჯეროდა, იმიტომ რომ ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს, ჩემი თავიც მათ შორის ასეთ ამბებში. ბევრჯერ ვმდგარვარ ასეთ ადგილას და ყოველთვის ერთს ვამბობდით "რაღაც უნდა შეიცვალოს!!!" ტონიც დამაჯერებელი და მტკიცე გვქონდა, მაგრამ მეორე დღეს ან მეორე თვეს, ან ჰა ჰა მეორე წელს დაგვავიწყდა… ვითომ არც ყოფილა და ათასჯერ მეტი ხალხი შევიკრიბეთ მიტინგზე სახელად "პლანი მომაწევინე", "კარაქს არ გაგაძვირებინებთ!", "გადადგეს დინამოს მწვრთვნელი" ან "დაგვიბრუნეთ ლაღიძის წყლები"


რა შოკოლადი–ნაღებით?! რა ხინკალს დიდი კუჭები აქვს?!

ჩვენი დამახინჯებული, გაბოროტებული და ფარისევლური ნააზრევის, ნაფიქრალის და ნამოქმედარის სახადს ბავშვები იხდიან…

გავიგე რომ ჩვენ დაღუპული თაობა ვართ, გავიგე რომ ჩვენ არაფერი გვეშველება და ჩვენ ვერაფერს შევძლებთ, მაგრამ ის ხომ მაინც შეგვიძლია "ხიდის" ფუნქცია ავიღოთ, გარდამავალი თაობის ფუნქცია მივცეთ ჩვენს თავს ცუდიდან კარგში. რატომ ვართ ასეთი დაბოღმილები? დაე ყველა ისე იყოს როგორც მე? მოდი მივცეთ მომავალ თაობას ჩვენს ხარჯზე გახდნენ უკეთესები!

ვიდექით მე და ჩემი გულუ და ნიკოლაი გოგოლის "ტარას ბულბა" მახსენდებოდა: Я тебя породил, я тебя и убью!

ჰო… მე გაგაჩინე და მე გაგანადგურებ…

ოღონდ ჩემს თავს ვეუბნებოდი, უფრო სწორად ჩემს აზროვნებას, ჩემს მორალს, ჩემს მენტალიტეტს…

უნდა შევცვალო! პირველ რიგში ჩემი თავი უნდა შევცვალო!

ერთადერთი მიზეზი მქონდა რის გამოც მივედი… მინდოდა ბევრი სანთელი და ბევრი ყვავილი დარჩენილიყო დღეს ღამე.

მკვდარს მე ვერ გავაცოცხლებ, მკვლელს მე ციხიდან ვერ გამოვიყვან… ერთადერთი! ხვალ, ორშაბათს სკოლაში ბავშვები მივლენ…. სამწუხაროდ და ცუდად ჟღერს… დარჩენილი ბავშვები მივლენ სკოლაში, მწამს და მჯერა, დათრგუნავთ ეს სანახაობა და არასდროს გახდებიან თვითონ მიზეზი ასეთი დამთრგუნველი სანახაობის!

ვიდექით მე და ჩემი გულუ, ის ლევანია გულუა, გულუ სოხუმელია!

მე და გულუს განსხვავებული ცხოვრების სტილი, განსხვავებული მენტალიტეტი, განსხვავებული ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ვიდექით მე და გულუ, ვუყურებდით ერთმანეთს და ვერაფერს ვეუბნებოდით…

მე და გულუს მეტყველებაში გვიჭირს, ორივე ძალიან სწრაფად და გაურკვევლად ვლაპარაკობთ… ასეთ დროს უფრო ავიჭერით, რაღაცეებს ერთმანეთს ვეუბნებოდით, ჩქარა, ჩუმად და გაურკვევლად…

სიტყვები არა, მაგრამ აზრი გავუგეთ ერთმანეთს.

ორივეს ძალიან გვრცხვენოდა…

მე და გულუ ძმაკაცები ვართ…

ჩვენ მაგარი ძმაკაცები გვყავს…

ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია…

ვიდექით და გვრცხვენოდა…

ჩვენს თვალწინ არავინ მომკვდარა…

ჩვენს თვალწინ არავინ მოუკლავთ…

ჩვენს თვალწინ აბელი და კაენი დაიბადა…

ჩვენ კი ვერაფერი ვქენით…

სანთელი დავანთეთ მხოლოდ…

ასჯერ ჩააქრო ქარმა.