ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

უპირველესად, აუხსენით დას, რომ დაუკითხავად ფულის დახარჯვა იგივეა, რაც ქურდობა, განურჩევლად იმისა, ვისი იყო ეს ფული - ნათესავისა თუ გარეშე პირისა. მეორეც, დაე, ფულის შოვნაზე მან იტეხოს თავი, თუნდაც ისესხოს ან კრედიტი აიღოს... თუ ახლა აპატიებთ, შესაძლოა, ასე მეორედაც მოიქცეს. იმ ნაცნობს კი, რომელსაც ფული სესხად გამოართვით, უამბეთ მომხდარის შესახებ და ჰკითხეთ, ხომ არ შეუძლია, კიდევ ცოტა ხანს გაცადოთ.

იმედი მქონდა, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი პირველ ცოლთან გაყრისთანავე ცოლობას მთხოვდა, მას კი ქორწინების გაგონებაც არ სურს. არც ნათესავებს აცნობს ჩემს თავს. როგორ მოვიქცე? ანა, 23 წლის

ცოლქმრული ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი არ არის. გაყრა ყოველთვის მტკივნეულია და დროს საჭიროებს, რომ ადამიანი ცვლილებებს შეეგუოს. ნუ დააძალებთ თქვენს საყვარელ მამაკაცს დაუყოვნებლივ დაქორწინებას - ამით არჩევანის უფლებას ართმევთ. მას ამ რთულ პერიოდში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა უფრო სჭირდება.

საშინლად უიღბლო ვარ. ვერ მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში; ძალიან მიჭირს კარგი სამუშაოს შოვნა - ყოველთვის სხვა მასწრებს; თუ რამის შესაძენად რიგში ჩავდექი, ჩემ წინ გათავდება... აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მარიამი, 29 წლის

არსებობს ჩინური თქმულება: ერთი გლეხის ერთადერთი შვილი ცხენიდან გადმოვარდა, ფეხი მოიტეხა და დაკოჭლდა. საწყალი ბიჭი, ბედმა როგორ უმტყუნაო, - გაიძახოდნენ მეზობლები. სულ მალე იმპერატორმა მეზობელ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა და ყველა ახალგაზრდა კაცი საომრად წაიყვანეს. უმეტესობა უკან არ დაბრუნდა. მხოლოდ იმ გლეხის ხეიბარი შვილი არ წასულა ომში. მაშ, ვის გაუღიმა ბედმა და ვის არა? როგორც ხედავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე ადვილი არ არის. იღბალიც და უიღბლობაც იმაზეა დამოკიდებული, თავად როგორ ვაფასებთ მომხდარს. ისწავლეთ უიღბლობის შემთხვევაშიც კი სასიკეთოს დანახვა. რამის შეძენა ვერ მოასწარით? სამაგიეროდ, ფული დაგეზოგათ. სასურველ ვაკანსიაზე არ მიგიღეს? სამაგიეროდ, დაგრჩათ თავისუფალი დრო, რათა უფრო უკეთესი სამსახური ეძებოთ.

ჩემი უფროსი სხვების თანდასწრებით მამცირებს. გამუდმებით მესმის, რომ არაფრის მაქნისი ვარ, უვიცი, უნიჭო... სინამდვილეში ასე არ არის; მე უკვე საკმაოდ ბევრს მივაღწიე პროფესიულ ასპარეზზე, ყურს მიგდებენ, რჩევებს მეკითხებიან... როგორ შევცვალო ჩემდამი უფროსის დამოკიდებულება? მაკა, 24 წლის

შესაძლოა, უფროსზე სამუშაოს დაწყების პირველ დღეებშივე ვერ მოახდინეთ კარგი შთაბეჭდილება. შესაძლოა, მან თქვენში თავდაჯერების ნაკლებობა იგრძნო და ეს თქვენს არაკომპეტენტურობას მიაწერა... ნუ მიიტანთ გულთან მის ყველა გამოთქმას, მოისმინეთ მხოლოდ ის, რასაც შინაგანად ეთანხმებით. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი და თავიც შესაბამისად გეჭიროთ.

ჩემმა შვიდი წლის გოგონამ გამომიცხადა, რომ სინამდვილეში მას სხვა დედა ჰყავს, რომ ის ჩემზე კეთილი და უკეთესია, ის აუცილებლად მოძებნის მას და თავისთან წაიყვანს. საიდან აქვს ჩემს გოგონას ასეთი აზრები? ქრისტინე, 32 წლის

ბავშვი სხვა, “ნამდვილ” მშობლებს მაშინ იგონებს, როცა ნაწყენია, აკლია ყურადღება, ალერსი, როცა მისი არ ესმით... თვით იდეა კი ფილმიდან ან წიგნიდან არის აღებული. ეს პოპულარული სიუჟეტია: მთავარი გმირი, რომელმაც უამრავი განსაცდელი გამოიარა, ბოლოს მოსიყვარულე ოჯახს პოულობს. როცა გოგონა კიდევ ერთხელ გეტყვით ასეთ რამეს, ჰკითხეთ: “ჩემზე ნაწყენი ხარ?” გაარკვიეთ, რა ეწყინა. საზოგადოდ კი, მეტი დრო დაუთმეთ შვილს, ხშირად მიეალერსეთ, უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.

ვერაფრით მოვაგვარე ურთიერთობა ჩემი მეუღლის პატარა გოგონასთან. მას დედ-მამას შორის მომხდარი განხეთქილება ჩემი ბრალი ჰგონია. ჩემი ქმარი ვერაფერს ეუბნება. როგორ მოვიქცე? ხათუნა, 28 წლის

გოგონას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული შეფასების მკვეთრი სისტემა, ამიტომ აზრი შეიძლება ბევრჯერ შეეცვალოს. ყურადღება მიაქციეთ არა მის სიტყვებს, არამედ ქცევას. ნუ ეცდებით, რამე დაუმტკიცოთ. შეეცადეთ, ჩართოთ ერთობლივ საქმიანობაში: ისეირნოთ, ითამაშოთ... თქვენ ხომ ერთი მიზანი გაქვთ - იცხოვროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. როცა გოგონა წამოიზრდება, მშობლებს შორის მომხდარი განხეთქილების მიზეზს უკეთ გაიგებს.