პრობლემები ნაადრევი ქორწინების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები ნაადრევი ქორწინების დროს

არსებობს საყოველთაოდ მიღებული ე.წ. “პარტნიორული ნორმების” კრიტერიუმები. ერთ-ერთია მოწიფულობა. ის შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დასამყარებლად საკმარისია ფსიქოფიზიოლოგიური მომწიფება, ქორწინებისთვის კი სოციალური მომწიფებაც საჭიროა, რადგან ოჯახის შექმნა შეუძლია მხოლოდ ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ პიროვნებას. საუკეთესო ვარიანტია, როცა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მომწიფების ვადები ერთმანეთს ემთხვევა. სხვაგვარად, არსებობს დისჰარმონიისა და კონფლიქტების რისკი.

შესაფერისი სტატუსი

ჩვენს რეალობაში პიროვნებამ სოციალურად მომწიფებულის სტატუსი რომ დაიმკვიდროს, საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება (სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი). მაშ, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომლის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფონიც თითქოს მზადაა, მაგრამ სოციალური სტატუსის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ შორია? სწორედ ესაა მიზეზი, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელს მიუახლოვდა, ზოგან გადააჭარბა კიდეც. თუ აქსელერაციის ფენომენსაც გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ ზღვარი ფიზიოლოგიურ და სოციალურ მომწიფებას შორის აშკარად გაიზარდა. ბუნებრივად ჩნდება ამ “სიცარიელის” შევსების მოთხოვნილება. სწორედ ამან განაპირობა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მეგობარი გოგონასა და მეგობარი ბიჭის სტატუსის დამკვიდრება.

“ოჯახური პრობლემა”

ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალდაქორწინებული წყვილი სქესობრივი პრობლემების გამო დახმარებისთვის ფსიქოლოგიურ და სექსოლოგიურ სამსახურებს მიმართავს. იყო შემთხვევა, როცა ასეთ სამსახურს დახმარებისთვის მიმართა ქალბატონმა, რომელიც წუხდა თავისი ბავშვის პრობლემის გამო, შემდეგ კი გაირკვა, რომ “ბავშვი” 22 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ოჯახის შექმნის შემდეგ სქესობრივი პრობლემები გაუჩნდა. ეს ფაქტი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, როდესაც პიროვნებას (ამ შემთხვევაში - ახალდაქორწინებულ მამაკაცს) ოჯახის შექმნისას ორი როლის - ქმრისა და შვილის - ერთდროულად შესრულება უწევს. იგი ჯერ კიდევ დედის მეურვეობის ქვეშაა და თავს ბავშვად გრძნობს. მსგავს შემთხვევას ინფანტილიზმს (ბავშვურობას) ვუწოდებთ. მოცემულ მაგალითში ზემეურვეობის განწყობაც ნათლად იგრძნობა - დედა თვითონაა თავისი შვილის პრობლემის გადაწყვეტის ინიციატორი, იგი 22 წლის მამაკაცს ბავშვად მიიჩნევს, “ბავშვი” კი ექიმთან საუბარს გაურბის. ინფანტილიზმის მოვლენას კიდევ უფრო ხშირად ვხვდებით ისეთ ოჯახებში, სადაც შვილი მატერიალურად მშობლებზეა დამოკიდებული, ანუ სოციალურად მოუმწიფებელია. ქართულ სინამდვილეში ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობას უხდება თანაცხოვრება და, ბუნებრივია, შეიძლება შეიქმნას ოჯახური დისჰარმონიის პირობა. ერთ-ერთი მიზეზი ხშირად რძლისა და დედამთილის დაძაბული ურთიერთობაა. დედამთილი თითქოს “გადაყოლილია” რძალზე, იჭრება მის მოვალეობებში და ართმევს უფლებას, იზრუნოს ქმარზე, აკეთებს “მის გასაკეთებელ” საქმეს - ემსახურება “რძლის ქმარს”, რძალი კი “უმადურია”, არ აფასებს “სიკეთეს”.

მაშ, რა ქნას დედამ? მას ხომ არ სურს, ხელიდან დაუსხლტეს საყვარელი შვილი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია! მოუმწიფებლობას, თავის მხრივ, მრავალი მიზეზი აქვს. თუ იგი ეხება ფიზიკურ ასპექტს ანუ სომატური ხასიათისაა, საჭიროა დროული გამოვლენა და სათანადო მკურნალობა. ფსიქოლოგიური მომწიფება ძირითადად მშობლების “ხელთაა”. პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის საჭიროა, შვილს მივცეთ ჩამოყალიბების საშუალება, არ შევუქმნათ დამოუკიდებელი ქცევისა და არსებობის დეფიციტი. სოციალური მოუმწიფებლობა კი დროსა და პიროვნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ნაადრევ ქორწინებაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივ ასპექტს, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.