პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

შეეცადეთ, მორიგი გასაუბრების წინ წარმოიდგინოთ მოსალოდნელი დიალოგი, ზედმიწევნით გაიაზროთ საკუთარი სტრატეგია, რათა თქვენი სიტყვები და საქციელი თქვენსავე რეზიუმესთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.

 

მყავს მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს. დედაჩემს სურს, რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ. რო-დესაც ჩემი შეყვარებული ჩვენთან მოდის, დედა მაშინვე გადაკვრით ქორწინებაზე იწყებს ლაპარაკს, მე დარცხვენილი ვდგავარ, ჩემი შეყვარებული კი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და ცდილობს, დედა-ჩემის ნათქვამი ხუმრობაში გაატაროს. რამდენჯერ ვთხოვე დედას, მეტი ტაქტი გამოეჩინა... მპასუხობს, რომ ჩემთვის კარგი უნდა და იმიტომ იქცევა ასე.

ნუ იფიქრებთ, რომ დედის გადაკრული სიტყვები ზიანს მიაყენებს თქვენი და თქვენი მეგობრის ურთიერთობას. თქვენი მეგობარი ხედავს თქვენს რეაქციას და ესმის, რომ დედის ინიციატივას არ ემხრობით. მეორე მხრივ, შესაძლოა, დედა იმას ახმოვანებს, რისი თქმა თავადაც გსურთ, მაგრამ ვერ ბედავთ. ყველაფერთან ერთად, თქვენი მეგობარი ხედავს, რომ თქვენს ოჯახში მას ენდობიან და შინაურად მიაჩნიათ. რაც შეეხება ქორწინებას, ეს უაღრესად დელიკატური თემაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ დედათქვენმა ბოროტად არ ისარგებლოს ახალგაზრდა კაცის მოთმინებით, აუხსენით, რომ მისი უტაქტო სიტყვები უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ, რამაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თქვენი და თქვენი შეყვარებულის ურთიერთობაზე.

 

ჩემი ქმარი ძალიან უცნაურ კომპლიმენტებს მეუბნება - გამუდმებით მიმტკიცებს, რომ გაცილებით ვჯობივარ მის პირველ ცოლს. მაგალითად, რაც არ უნდა მოვამზადო, მესმის: "ჩემი ყოფილი ცოლი წვნიანს ყოველთვის აკლებდა ხარშვას, შენ კი, ძვირფასო, ყველაფერს ზუსტად აკეთებ!" ეს ძალიან მაღიზიანებს. არ ვიცი, რა ვქნა...

ალბათ გაგიჭირდებათ, აუხსნათ მეუღლეს, რატომ გაღიზიანებთ მისი კომპლიმენტები. აუცილებელია უფრო ქმედითი მეთოდის გამოყენება. ალბათ დაქორწინებამდე თქვენც გქონდათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება. ურიგო არ იქნება, თუ მას ამის შესახებ შეახსენებთ. მორიგი რეპლიკის დროს, როცა ის კვლავ ახსენებს ყოფილ ცოლს, სასხვათაშორისოდ შენიშნეთ, რომ თქვენი ყოფილი თაყვანისმცემელი გამუდმებით უფულობას უჩიოდა, მეორე უყურადღებო იყო, თქვენი ძვირფასი მეუღლე კი სრულიადაც არ ჰგავს მათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მსგავსი "კომპლიმენტები" სერიოზულად დააფიქრებს თქვენს  მეუღლეს. უფრო მეტიც, ემოციების მთელ კასკადს გამოიწვევს და მიახვედრებს, რომ სჯობს, მომავალში თავი შეიკავოს ყოფილი ცოლის ხსენებისგან.

 

ძალიან მიყვარს ზამთრის სპორტი, განსაკუთრებით - თხილამურებით სრიალი, მაგრამ როგორც კი თხილამურებს მოვირგებ, მაშინვე შიში მიპყრობს - ვაითუ უეცრად დავეცე და ფეხი მოვიტეხო! გარდა ამისა, ძალიან მეშინია სისწრაფისა და სიმაღლის. როგორ გადავლახო ეს პანიკური შიში? ნუთუ თხილამურებთან გამოთხოვება მომიწევს?

ბევრი სპორტის ექსტრემალურ სახეობებს ადრენალინის გამო მისდევს, თქვენ კი ალბათ უფრო მეტად მათი ესთეტიკური მხარე გხიბლავთ. თქვენი მთავარი მოტივია, დატკბეთ ზამთრის პეიზაჟებით, დაისვენოთ, განიტვირთოთ. მუშაობა მოგიწევთ, რათა ავტომატურად დაშვება ისწავლოთ. როდესაც თავს დაანებებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ უნდა დადგათ ფეხი ან როდის და როგორ მოიხმაროთ ხელი, გაცილებით მშვიდი და თავდაჯერებული გახდებით.


 

მყავს შეყვარებული, რომელიც ძალიან მიყვარს. მასაც ვუყვარვარ. ორივემ 30 წელს გადავაბიჯეთ, მაგრამ თავი ბევრად უფრო ახალგაზრდები გვგონია... ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად მაღიზიანებს ჩემი მეგობრის ზოგიერთი ჩვევა. ის თანდათან შორდება იმ იდეალს, რომელსაც მასში ვხედავდი. ვცდილობ, ზემოქმედება მოვახდინო მასზე და რაღაც-რაღაცები შევცვალო, მაგრამ არ გამომდის, ის მაინც თავისებურად იქცევა. როგორ მოვიქცე, როგორ აღმოვფხვრა მისი არსებიდან ის, რაც არ მომწონს? განშორებაზე ფიქრიც არ მინდა - ძალიან მიყვარს.

მრავალ ჩვენგანს რატომღაც ჰგონია, რომ მან უკეთ იცის, როგორი უნდა იყოს მისი პარტნიორი. ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვცდილობთ, "შევასწოროთ" საყვარელი ადამიანი, რათა მივუახლოვოთ იმ იდეალს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. გვავიწყდება, რომ 20-30 წლის ასაკში ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია - მისი პიროვნების ფორმირება ხომ ადრეულ ბავშვობაში მოხდა. ნუ ეცდებით, მიაღწიოთ ზუსტ შესაბამისობას თქვენ მიერ შექმნილ ხატთან. უმჯობესია, შეიცვალოთ დამოკიდებულება რეალური მამაკაცის ნაკლოვანებების მიმართ. მამაკაცთა უმრავლესობა ვერ იტანს მომთხოვნ კილოს. ასეთ დროს ისინი განზრახ იქცევიან საპირისპიროდ, მაშინაც კი, როდესაც ხვდებიან, რომ ოპონენტი მართალია. მართლაცდა, რა საჭიროა ერთისა და იმავეს ასჯერ გამეორება? ნუ დაიკავებთ პოზიციას "აქ უფროსი მე ვარ!", უფრო იოლია, სასურველს ეშმაკობით მიაღწიოთ. ქალების უმრავლესობა თვლის, რომ მთავარი საჭირო მომენტის შერჩევაა.

კიდევ ერთი "უცნაურობა": მრავალი ქალი აღიარებს, რომ დაიღალა ერთი და იმავეს გამეორებით და ფარ-ხმალი დაყარა, გარკვეული ხნის შემდეგ კი მამაკაცმა მისი თხოვნა შეასრულა, ოღონდ... საკუთარი ნებით. პარადოქსია? ბევრ ქალს მიაჩნია, რომ სხვების თანდასწრებით ქმარს არ უნდა ეკამათო. მისი დარწმუნება მხოლოდ პირისპირ საუბრისას არის შესაძლებელი. კორექტულად გადაუკარით სიტყვა და არ გააკრი-ტიკოთ. თავი შეიკვეთ ყოველგვარი შენიშვნისგან სხვების, თუნდაც საკუთარი შვილების თანდასწრებით. ნუ მიაყენებთ დარტყმას მის მამაკაცურ თავმოყვარეობას. შენიშვნა მიეცით კონკრეტულად და არა ზოგადად. ნუ გამოიყენებთ ფრაზებს "სულ ასე იქცევი!", "როდემდე შეიძლება, ასეთი დაბნეული იყო?!" ისინი თანამოსაუბრეს აღიზიანებს და მის აგრესიას იწვევს.

კი არ მოსთხოვოთ, სთხოვეთ. მოთხოვნისას ჩვენ ვამცირებთ პიროვნებას და ვრთავთ მასში მექანიზმს, არ დაემორჩილოს ზეწოლას. ეს მექანიზმი განსაკუთრებით აქვთ განვითარებული მოზარდებსა და მამაკაცებს. თუ ჩვენს სურვილს თხოვნის ფორმას მივცემთ, ამით თანამოსაუბრისადმი პატივისცემას გამოვხატავთ, ხაზს გავუსვამთ მის ძალას და აღვუძრავთ ჩვენი დახმარებისა და დაცვის სურვილს.

დაბოლოს, საყვარელი ადამიანის აღზრდის საუკეთესო საშუალებაა, ხშირად ვუთხრათ მას, როგორი კარგია და რა სწორად მოიქცა. წახალისება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე საყვედური და სასჯელი.

 

mkurnali.geვარ მარტოხელა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ჩავერთე და რამდენიმე მამაკაცი გავიცანი. მათთან ინტენსიური მიმოწერა მაქვს, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. არ მინდა, ვინმეს თვითონ შევთავაზო შეხვედრა. როგორ ვუბიძგო პირველი ნაბიჯისკენ? როგორ შეიძლება ვირტუალური ნაცნობობის რეალობაში გადმოტანა?

მამაკაცებს საინტერნეტო ურთიერთობის უამრავი მოტივი აქვთ, ოღონდ არა ოჯახის შექმნა. ზოგი ვირტუალური ფლირტის მეშვეობით მეუღლესთან შექმნილ პრობლემებს ივიწყებს, ზოგი განტვირთვის მიზნით ეძებს თანამოსაუბრეს, ზოგი რამდენიმე ქალთან ურთიერთობით თვითშეფასებას იმაღლებს... შეგიძლიათ, ჰკითხოთ თქვენს ვირტუალურ ნაცნობებს, რატომ სტუმრობენ ისინი გაცნობის საიტებს და მათი აზრით, რატომ არის, რომ ვირტუალური რომანები იშვიათად გადაიზრდება რეალურ ურთიერთობაში. თეორიული მსჯელობიდან თანდათანობით ამ პრობლემის უფრო პირადულ განხილვაზე გადახვალთ, შედეგად კი იქნებ ვინმემ შეხვედრაც შემოგთავაზოთ.