ურთიერთობის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთობის წესები

თუ მშვიდობიანად დაშორდით ქმარს და ამ ქალს არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს განხეთქილებასთან, შესაძლოა, მის მიმართ არც გქონდეთ არავითარი პრეტენზია, მაგრამ თუ სწორედ ამ ქალბატონის გამო გაიყარეთ, თქვენთვის ადვილი არ იქნება ამის დავიწყება და პატიება... ზოგისთვის თვით მეორე ცოლის გამოჩენის ფაქტიც კი შეურაცხმყოფელია - “როგორ შეიძლებოდა ჩემ შემდეგ ამის არჩევა?!” ზოგისთვის არასასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ძალისხმევამ, რომელიც “ბიჭის” მამაკაცად ქცევას მოხმარდა, ამაოდ ჩაიარა. ამ შრომის ნაყოფს ახლა სხვა მოიმკის, რომელიც მზამზარეულზე მოვიდა. ეს განცდები ართულებს ყოფილი ქმრის ახალ ცოლთან ურთიერთობას და თქვენც კარგს არაფერს ელით ამ ქალისგან. მაგრამ... მოგწონთ ის თუ არა, მასთან ურთიერთობა მოგიწევთ. ალბათ მასაც მოუხდება თქვენს შვილზე ზრუნვაში ლომის წილის შეტანა, როცა პატარა მათთან წავა სტუმრად. მამა შვილს წაეთამაშება, მერე კი ტელევიზორს მიუჯდება ან სხვა საქმეს მოჰკიდებს ხელს, “დეიდა” კი იძულებული იქნება, ასადილოს და ავახშმოს ბავშვი, შესაძლოა, გაკვეთილების მომზადებაშიც დაეხმაროს და ძილის წინ ზღაპრებიც წაუკითხოს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გექნებათ ამ ქალის მიმართ, მთავარია, ის იყოს თქვენი შვილისადმი კეთილგანწყობილი.

უთხრათ თუ არა მადლობა

ალბათ გიჭირთ მადლიერების გამოხატვა ყოფილი ქმრის ახალი ცოლის მიმართ თქვენს შვილზე ზრუნვის, მისდამი ყურადღების გამო და მადლიერების ნაცვლად უკმაყოფილებას გამოთქვამთ, გამუდმებით კიცხავთ, თან ცდილობთ, დამალოთ შფოთვა - ვაითუ ის უკეთესი დედა აღმოჩნდეს და ბავშვმაც მამასთან ცხოვრება არჩიოს... გახსოვდეთ: თქვენი ყოფილი ქმრის ახალი ცოლი თქვენს გასაღიზიანებლად კი არ ცდილობს ბავშვთან ურთიერთობის მოგვარებას, არამედ იმისთვის, რომ ქმარს ასიამოვნოს.

ბავშვი სათამაშო არ არის!

თუ ყოფილი ქმრის დაბრუნების მცირედი სურვილი მაინც გაქვთ, შესაძლოა, ხელი დაგრიოთ ცდუნებამ, გააკეთოთ ეს ბავშვის დახმარებით. გახსოვდეთ: არავითარ შემთხვევაში არ ჩაითრიოთ ბავშვი ამ თამაშში! ნუ განაწყობთ პატარას მამის მეორე ცოლის წინააღმდეგ. ნუ აჰყვებით ამაო იმედს. ყველაზე საშიში კი ბავშვის ნდობის დაკარგვაა!

ურთიერთობის წესები

  • მშვიდად გაუშვით ბავშვი მამასთან, თან გაატანეთ დღის რეჟიმი - რა ჭამოს, როდის დაიძინოს, რა წაუკითხონ ძილის წინ და ა.შ. თქვენსავე ინტერესებშია, ყველაფერი ჰარმონიულად წარიმართოს.
  • დაამყარეთ ყოფილი ქმრის მეორე ცოლთან უშუალო კონტაქტი, თუნდაც ტელეფონით. ქმრის პირით ნუ შეუთვლით, რომ, მაგალითად, ბავშვისთვის ნაყინი არ შეიძლება. თუ ასე მოიქცევით, ის დაინახავს, რომ კი არ გაურბიხართ, არამედ კეთილად ხართ განწყობილი მის მიმართ.
  • ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს. დღეში ერთი ზარი სავსებით საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ხშირი რეკვა უნდობლობის მაჩვენებელია.

ყველაფერი მოგვარდება, თუ გაითვალისწინებთ ორ მომენტს. პირველი: თქვენი ყოფილი მეუღლის ცოლი არ არის დამნაშავე თქვენს დაშორებაში, ამიტომ მასზე გაბრაზება არ ღირს. მეორე: ამ ქალთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება აუცილებელია თქვენი შვილის კეთილდღეობისთვის.