პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

mkurnali.ge- თუ ასეთი ურთიერთობა ხელს არ გაძლევთ, მაგრამ არც განშორება გსურთ, მაშინ რამის შეცვლა უნდა სცადოთ. ჩამოწერეთ, რა გაღიზიანებთ მასში, რომელი თვისება არ მოგწონთ, შემდეგ კი ამაზე მასთან ერთად იმსჯელეთ. თქვენ გაღელვებთ, რომ იგი მაშინ გირეკავთ, როცა რაიმე სჭირდება? უთხარით: ”ვისურვებდი, უფრო ხშირად დაგერეკა!” თუ ყმაწვილი მზად არის, შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, ეს კარგის ნიშანია, თუ არა, მაშინ თქვენი ურთიერთობა დასასრულის პირასაა. იცოდეთ, თანდათან უფრო და უფრო მეტად გაგიჭირდებათ.

 

  • ჩემი სამი წლის გოგონა კარგად ხედავს, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს ალერსზე უარს ამბობს. ვცდილობ, მოვეხვიო, ვაკოცო, ის კი გაიძახის: ”არ მინდა!” ფრაზაზე: ”დედიკოს მზეთუნახავო!” - მპასუხობს: ”არა, მამიკოსი ვარ”. რატომ იქცევა ჩემი გოგონა ასე?

    ელენე, 29 წლის

- გოგონას საკუთარი სურვილები უყალიბდება. ის ცდილობს, ზღვარი გაავლოს თქვენსა და საკუთარ ინტერესებს შორის. გაითვალისწინეთ მისი სურვილები. ვიდრე მოეფერებოდეთ, ჰკითხეთ: ”შეიძლება ჩაგეხუტო?” და ნუ გეწყინებათ, თუ ის უარით გიპასუხებთ. უმჯობესია, უთხრათ: ”მაშინ, როცა მოისურვებ, შენ თვითონ მომეხვიე”.

 

  • ჩემს დედამთილს თავიდანვე არ მოვეწონე. დავქორწინდით თუ არა, მაშინვე ამომიჩემა, ჩემი ქმარი კი არაფერს აკეთებდა ჩემს დასაცავად. მივატოვე და სახლში დავბრუნდი, მაგრამ ვერც ამას შეეგუა, გამუდმებით მწერს, რომ უჩემოდ ძალიან უჭირს, თანაც ბრალად მდებს, რომ მისი ახლობლების ყველა სიტყვასა და ქცევაში რაღაც ნეგატიურს ვეძებ.

    ირკა, 27 წლის

- ალბათ სჯობს, შეხვდეთ და სიტუაცია ერთად განიხილოთ. ეცადეთ, წარსული დაივიწყოთ და ყურადღება მომავალზე გაამახვილოთ. თუ ერთმანეთი გიყვართ და ერთად ყოფნა გსურთ, ცალკე ცხოვრების საშუალება უნდა მოძებნოთ. თუ დედამთილს გულზე არ ეხატებით, მის სახლში ვერასოდეს იგრძნობთ თავს ოჯახის სრულუფლებიან წევრად და იძულებული იქნებით, სხვის ნება-სურვილებს დაემორჩილოთ.

 

  • ექიმებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს. განსაკუთრებით გინეკოლოგთან ვიზიტის დროს ვიძაბები. როგორ გადავლახო შიში?

    ეკა, 27 წლის

- ვერსად იპოვით ადამიანს, რომელიც ექიმთან ისე მიდიოდეს, როგორც დღესასწაულზე. სამედიცინო ჩარევისას შფოთვა და უსიამოვნო შეგრძნება სავსებით ბუნებრივი განცდაა.

როცა ექიმთან ვიზიტი გელით, წინასწარ განეწყვეთ იმისთვის, რომ ორიოდე საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდება. ექიმის კაბინეტში შესვლისას შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ რაც უფრო სწრაფად მოეშვებით, მით უფრო ნაკლები იქნება უსიამოვნო შეგრძნება, ვიზიტის შემდეგ კი არ დაგავიწყდეთ თავის შექება - თქვენ ხომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ.

 

mkurnali.ge ჩემმა შეყვარებულმა განაცხადა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, მე კი ამას ვერ ვურიგდები. საქმე ის არის, რომ ადრე ხანმოკლე რომანი მქონდა მის მეგობართან, რომელსაც თურმე დღესაც ვუყვარვარ... როგორ დავიბრუნო საყვარელი ადამიანი?

მარი, 19 წლის

 

- თქვენმა შეყვარებულმა გადაწყვიტა, თქვენი ურთიერთობა მსხვერპლად შესწიროს თავისი მეგობრის სულიერ მდგომარეობას. ალბათ, ისღა დაგრჩენიათ, შეეგუოთ მის არჩევანს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მისი დაბრუნება სცადოთ, მაგრამ მეტისმეტმა დაჟინებამ შესაძლოა მასში საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს. თანაც დაფიქრდით, გჭირდებათ კი ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც თქვენზე ასე იოლად ამბობს უარს?

 

  • სამსახურში ჩემი კოლეგები ხშირად ჩხუბობენ. მიზეზი მუდამ ერთი და იგივეა: ჩვენს ოთახში შვიდი თანამშრომელი ზის, ამიტომ ჰაერი ყოველთვის ჩახუთულია. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი: ზოგი უჰაერობას უჩივის და ფანჯრის გაღებას ითხოვს, ზოგი კი სიცივეს ვერ იტანს. როგორ ვიპოვოთ კომპრომისი?

    ტატა, 29 წლის

- არა მგონია, თქვენს კოლეგებს შორის იყვნენ ადამიანები, რომელთაც სუფთა ჰაერი სძულთ. უბრალოდ, ფანჯარასთან მსხდომები სიცივეში გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან. იქნებ ადგილების გაცვლა სცადონ? ასევე, შეგიძლიათ, შეთანხმდეთ და ოთახი განსაზღვრულ დროს გაანიავოთ, მაგალითად, შესვენებაზე, როცა სითბოს მოყვარული თანამშრომლები სადილისთვის გადიან ან სხვა საქმის გამო ტოვებენ ოთახს.

  • უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ განქორწინებაზე, თუმცა ახლობლები ალბათ ვერ გამიგებენ და მხარს არ დამიჭერენ. თუ ვითარებას ობიექტურად შევაფასებთ, განქორწინების მიზეზი არ არსებობს: ჩემი ქმარი გულმოდგინედ მუშაობს, კარგი შემოსავალი აქვს, არც დიდი მოქეიფეა, იშვიათად სვამს, ყურადღებას არ მაკლებს... არ მინდა, ტკივილი მივაყენო და გამოვუტყდე, რომ არასოდეს მყვარებია.

    ვერიკო, 24 წლის

 

- უსიყვარულოდ ცხოვრება უფრო საფუძვლიანი მიზეზია განქორწინებისთვის, ვიდრე თუნდაც ხელმოკლეობა, ამიტომ არ არის საჭირო პირფერობა. მეუღლეს სიმართლე უთხარით, ოღონდ რაც შეიძლება რბილად. ქმარს ნურაფერში დაადანაშაულებთ, პატიება სთხოვეთ იმისთვის, რომ იჩქარეთ დაქორწინება და სათანადოდ არ გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში. იყავით გულახდილი და აგრძნობინეთ ქმარს, რომ ძალიან განიცდით ამას. შეეგუეთ, რომ როგორც არ უნდა ეცადოთ, საუბარი მაინც მძიმე იქნება.

 

  • ხშირად ვურეკავ ჩემს ქმარს. რა არის ამაში ცუდი? ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ მიყვარს... მას კი ეს ამბავი აღიზიანებს - ეჩვენება, რომ ვაკონტროლებ. არადა, უბრალოდ, მოწყენილი ვარ და მენატრება! თუ მე თვითონ არ შევახსენე თავი, ის არასოდეს გამოამჟღავნებს ჩემთან საუბრის სურვილს.

    ქეთი, 26 წლის

- თქვენი ზარებით ქმარს საშუალებას არ აძლევთ, თქვენს მიმართ მონატრების გრძნობა გაუჩნდეს. ეცადეთ, ერთხანს არ დაურეკოთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეშფოთდება და დაინტერესდება, რატომ აღარ ახსენებთ თავს. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მრავალი მამაკაცი თავს რამდენადმე შებოჭილად გრძნობს, როცა უცხო ადამიანები მისი პირადი საუბრების უნებლიე მოწმენი ხდებიან. მამაკაცის ფაქიზ ფსიქიკას ტრავმა რომ არ მიაყენოთ, დარეკვის ნაცვლად ალერსიანი SMS-ები გაუგზავნეთ.

  • ჩემს მშობლებს მიაჩნიათ, რომ უიღბლო და ხელმოცარული ვარ. მაგალითებად კი თავიანთი მეგობრების ქალიშვილები მოჰყავთ: ის გათხოვდა, ამან მშვენიერი სამუშაო იშოვა... ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს. როგორ ავუხსნა, რომ მაქვს უფლება, ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა?

    ლიკა, 25 წლის

- ალბათ, მშობლებს სხვისი ”დადებითი” მაგალითები იმიტომ მოჰყავთ, რომ არ ესმით, საით მიისწრაფვით თქვენ. გაანდეთ თქვენი გეგმები, რათა აღარ ჰქონდეთ საბაბი, უმოქმედობა დაგაბრალონ. მათ სურთ, იამაყონ თქვენით და ნაცნობ-მეგობრებს თქვენი წარმატებების შესახებ მოუყვნენ. მიეცით ამის საბაბი და ისინიც დამშვიდდებიან.

 

mkurnali.ge მყავს ერთი თანამშრომელი, რომელიც სარგებლობს ჩვენი სიკეთით და გამუდმებით ცდილობს, თავისი მოვალეობა კოლეგებს შეასრულებინოს. ხან იმიზეზებს, რომ თავს ცუდად გრძნობს, ხან ბავშვის დაბადების დღე აქვს, ხან ოჯახური საქმეებით არის დაკავებული. როგორ ვუთხრათ უარი ისე, რომ ურთიერთობა არ გავაფუჭოთ?

ლიკა, 29 წლის

- გამოხატეთ გულწრფელი თანაგრძნობა და პასუხად თქვენს პრობლემებზე ჩაურთეთ სიტყვა. მას თავი სტკივა? თქვენ ხერხემლის ტკივილს გრძნობთ. ბავშვის დაბადების დღეზე ეჩქარება? თქვენც სწორედ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე მიდიხართ და კიდევ უამრავი საქმე გაქვთ მოსასწრები. ასეთი პასუხის შემდეგ თქვენს კოლეგას აზრადაც აღარ მოუვა, თავისი პრობლემები თავს მოგახვიოთ. შეიძლება სხვა ხერხის გამოყენებაც: დათანხმდით, რომ დაეხმარებით, ოღონდ პირობა ჩამოართვით, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას თვითონაც გაგიწევთ.

  • ჩემი მეუღლის მშობლები ყოველი დღესასწაულის წინ მთხოვენ, ქმარს საერთო საჩუქარი ვუყიდოთ, რადგან იმისთვის, რისი ყიდვაც სურთ, ფული არ ჰყოფნით. მე კი მსურს, მეუღლეს ჩემი საჩუქარი მივუძღვნა. დედამთილსა და მამამთილს ეს არ ესმით და სწყინთ...

    ლიზი, 33 წლის

- ეცადეთ, დაასწროთ - წინასწარ შეატყობინეთ, რის ყიდვას აპირებთ ქმრისთვის. ისინი თქვენს სიტყვებს ერთობლივ საჩუქარზე უარის თქმის საბაბად აღარ აღიქვამენ. თუ საჩუქრის სიძვირეზე ალაპარაკდებიან, თავაზიანად ურჩიეთ უფრო იაფიანის ყიდვა.