კულტურული შოკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კულტურული შოკი

როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნებში ძალზე პოპულარულია პოლიტკორექტულობის თემა - ადამიანები უფრთხიან უნებურად სხვის წყენინებას, სხვისი გრძნობების უნებლიე შეურაცხყოფას. ჩვენში კი საკუთარ თუ სხვის ფსიქოლოგიურ კომფორტზე ასეთი მზრუნველობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ქცეულა საყოველთაოდ მიღებულ ტრადიციად. ეს ალბათ პირადი არჩევანის საქმეა. უხეშობასა და უპატივცემულობასთან ხშირად უხდებათ შეჯახება მათ, ვინც ვერ ახდენს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც თავის დაცვა შეუძლია. უპირველეს ყოვლისა - ჭკვიანი, კარგად აღზრდილი გოგონები. ეს არც არის გასაკვირი: ნაზ ქალიშვილს თამამად შეიძლება რაღაც უხეშად უთხრა, აწყენინო თუ უბრალოდ გვერდზე მისწიო - ის ხურდას არ დაგიბრუნებს. ამ ასაკში ქალიშვილები სამსახურშიც იშვიათად აღწევენ სტაბილურ მდგომარეობას და თავდაჯერება აკლიათ. მათ ხშირად ატყდებათ თავს უფროსების ან უფრო გამოცდილი კოლეგების უარყოფითი ემოციები. იძულებულნი არიან, შეასრულონ არა მარტო თავიანთი პირდაპირი მოვალეობა, არამედ ყველაფერი ის, რისი კეთებაც სხვებს ეზარებათ. ისინი ტრანსპორტშიც უმწეონი არიან, ხშირად უწევთ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების მოთმენა ან აბეზარი, მოსაბეზრებელი ფიზიკური კონტაქტების ატანა. წარმოიშობა განმეორებადი ემოციური სტრესი, არასასიამოვნო შეგრძნება, რომ გღლიან საკუთარი თავითა თუ ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები, რომლებიც, საკუთარი უსიამოვნებებით დამძიმებულნი, ცდილობენ სხვაზე იყარონ ჯავრი, სხვას დაანთხიონ თავს თავიანთი უარყოფითი ემოცია. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ქრონიკული სტრესი არყევს ჯანმრთელობას - ნელა, მაგრამ დაბეჯითებით, როგორც თამბაქოს კვამლი.

რა მოვუხერხოთ ამას?

რა თქმა უნდა, შეიძლება, დავრჩეთ შინ და არსად წავიდეთ (ან, პირიქით, გვიან დავბრუნდეთ, თუ სახლში მძიმე ატმოსფეროა). მაგრამ დიდხანს ასე ვერ იცხოვრებთ. შეიძლება, აღვშფოთდეთ ადამიანებზე, რომელთაც ზრდილობა არ გააჩნიათ. მაგრამ დაფიქრდით, მოგიტანთ ეს სარგებლობას?

ხუთი ნაბიჯი

რჩება ყველაზე პრაქტიკული ვარიანტი - მოვახერხოთ ყოფით ბარბაროსობასთან ადაპტაცია, რადგან გარშემო მყოფების ხელახლა აღზრდა და მათი ყველა პრობლემის მოგვარება თქვენ არ გამოგივათ. საკუთარ თავს უნდა მიხედოთ.

პირველი ნაბიჯი

განავითარეთ საკუთარი პიროვნება. საკუთარი თავით კმაყოფილი და თავდაჯერებული ადამიანი ნაკლებად აქცევს ყურადღებას იმას, ვინ რა უთხრა და ვინ როგორ შეხედა - მისთვის სულერთია. შემოხაზეთ შინაგანი საზღვრები, რომლებიც დაგიცავთ.

მეორე ნაბიჯი

ჩართეთ ინტელექტი და წარმოსახვა. ამ შემთხვევაში გექნებათ არჩევანი, როგორი რეაგირება მოახდინოთ უსიამოვნებებზე. მაგალითად, თუ განზე მიგწიათ კარგად ნაპატივებმა ქალბატონმა, იმიტომ კი არა, რომ ვერ გიტანთ, არამედ იმიტომ, რომ სიმძიმის გამო სიარული უჭირს და მოკლე და შეზღუდულ ტრაექტორიაზე გადაადგილდება, ის შეიძლება შეიცოდოთ - ის ხომ ვერასოდეს იქნება ისეთი ახალგაზრდა და მოხდენილი, როგორიც თქვენ ხართ. თუ სამსახურში თქვენი უფროსი სიტყვებზე გეკიდებათ, აუცილებელი არ არის იფიქროთ, რომ რაიმე ცუდად გააკეთეთ - იქნებ მას ცოლთან აქვს უთანხმოება ან დიდი ხანია ვერ მოუხერხებია ტუალეტში შესვლა. ან იქნებ მოსწონხართ და უბრალოდ თქვენთან ურთიერთობა სურს? თუ ქმარი მობილურით ორ საათში ერთხელ გირეკავთ, იმიტომ კი არა, რომ გაკონტროლებთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გამო ღელავს და თქვენი დაკარგვისა ეშინია.

მესამე ნაბიჯი

გიყვარდეთ და ავარჯიშეთ საკუთარი სხეული. მოძრაობა აუმჯობესებს განწყობას, მაღლა სწევს თვითშეფასებას და საშუალებას გაძლევთ, გვერდი აუაროთ მოუხერხებელ გამვლელებს. წარმოიდგინეთ, რომ ულამაზესი, მოქნილი მწვანე გველი ხართ (ან შოკოლადისფერი ფარფატა პეპელა, თუ გველი არ მოგწონთ).

მეოთხე ნაბიჯი

გყავდეთ ახლობლები. მათთან ურთიერთობა მოგგვრით სიმშვიდეს, ფსიქოლოგიურ კომფორტს და საკუთარი თავის საჭიროების განცდას.

მეხუთე ნაბიჯი

ისწავლეთ საკუთარი ფიქრების კონტროლი. ნუ გააზვიადებთ უსიამოვნებათა მნიშვნელობას და ნუ დაეჭვდებით, რომ პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.