დღესასწაული და განწყობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაული და განწყობა

შინ თუ გარეთ ყველაფერი ბრწყინავს. საახალწლო გაწყობას ამძაფრებს საზეიმო სამზადისი, ფუსფუსი, ერთმანეთისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადება. ბავშვებისთვის ახალი წელი ასოცირდება მხიარულებასთან, ტკბილეულთან, საჩუქრებთან, ნაძვის ხესთან, თოვლის ბაბუასთან, ზღაპართან... ამას ვერაფერი შეედრება. სასიამოვნო განწყობა აქვთ უფროსებსაც. ისინი ცდილობენ, მოუწყონ დღესასწაული საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. ბავშვობაში მიღებული დადებითი ემოციები ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ დღესასწაულს მოვუწყობთ და როგორ მივულოცავთ პატარებს. მათ გონებაში ყველაზე მკაფიოდ გამორჩეული დღეები აღიბეჭდება. თუმცა დღესასწაული ყველას ერთნაირად როდი უხარია. არსებობენ ადამიანები, უმეტესად - მარტოხელები, რომლებსაც საშინლად აღიზიანებთ წინასაახალწლო ხალხმრავლობა, სამზადისი, ვაჭრობა, ნაძვის ხის მოსართავების, თოვლის ბაბუების დანახვა ზიზღსაც კი ჰგვრით. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი წელი ერთფეროვანია და მოსაწყენი, ხშირად ამტკიცებენ, რომ ამ დღესასწაულმა თავისი პირვანდელი აზრი და დანიშნულება დაკარგა. ეს დამოკიდებულება ხშირად მოჩვენებითია. მის მიღმა შესაძლოა სინანული იმალებოდეს. ასეთი ადამიანები ახალი წლის დღეებში უფრო მწვავედ განიცდიან თავიანთ მარტოობას. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ისინი ნებაყოფლობით ემიჯნებიან კოლექტივს, მხიარულებას, რადგან გულის სიღრმეში თავს მოკვეთილად, გარიყულად გრძნობენ. ნუ ეცდებით მარტოხელებისთვის ნოტაციების კითხვას, ნურც ცხოვრებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო გაკიცხავთ. ჯობს, ახალ წელს სტუმრად მიიპატიჟოთ, მაგრამ ნურც მათი უარი გაგაკვირვებთ. მათ, ვისაც დღესასწაულებზე მარტოობის გრძნობა უმძაფრდება, ფსიქოლოგები ურჩევენ, არ მოექცნენ უარყოფითი ემოციების გავლენის ქვეშ, ნუ იფიქრებენ იმაზე, რომ მარტოსულნი და უბედურნი არიან. ახალი წელი კიდევ ერთი სტიმულია ცხოვრების შესაცვლელად. უძღვენით საჩუქარი საკუთარ თავს. არ დაგავიწყდეთ ნაცნობ-მეგობრებთან დარეკვა და ახალი წლის მილოცვა - სხვებისთვის სასიამოვნო სიტყვების თქმა და პასუხად იმავეს მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. თქვენ მარტოსული კი არა, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხართ. ისე შეხვდებით დღესასწაულს, როგორც მოგინდებათ, იმას მიირთმევთ, რასაც მოისურვებთ. თქვენი მსგავსი ბევრია ამქვეყნად და ეს ნორმალურია. ბოლო ხანებში ახალ წელს ბევრი მეგობრებთან, ქუჩაში, კლუბში ხვდება. ნურც თქვენ დარჩებით შინ. თბილად შეიმოსეთ და ახალი წლის შესახვედრად ქალაქის მთავარი მოედნისკენ გაემართეთ. იქ უამრავ ხალხს შეხვდებით, იქნებ ნაცნობებსაც გადაეყაროთ. მათი მხიარულება და განწყობა გადმოგედებათ და მარტოსულად აღარ იგრძნობთ თავს. განწყობის შექმნა ჩვენზეა, ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. გაესაუბრეთ ნაცნობებს, თუნდაც უცნობებს სოციალურ ქსელში - იმდენი თანამოაზრე გამოგიჩნდებათ, თვითონვე გაოცდებით. როცა თქვენი ესმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო არ ხართ, ეს კი ძალიან სასიამოვნოა.