დეპრესიული ადამიანები და ახალი წლის დღესასწაული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესიული ადამიანები და ახალი წლის დღესასწაული

დეპრესიაც კი ეუფლებათ. დეპრესიის მიზეზი სხვადასხვა რამ არის: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, წარსულის იდეალიზაცია და შესაბამისად, აწმყოთი უკმაყოფილება, იმის განცდა, რომ ყოველი ახალი წელი სიბერესთან კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს...

ფილოსოფოს სენეკასი არ იყოს, ცხოვრება რომ მშვენიერია, ამის ყოველდღიურად განცდასაც ნიჭი უნდა: “ყოველდღიურობის შავი შტრიხები ხშირად აბნელებს მშვენიერი ცხოვრების მომხიბვლელ ფერებს; მიუხედავად ამისა, მზისა და ცის ფერები მაინც მშვენიერია, მზე და ცა - ეს არის ჩვენი ცხოვრება!” ნუ ჩაიცინებთ, მზე და ცა... ეს იმდენად უძირო და უკიდეგანოა... ქრონიკულად მტანჯველმა ფიქრებმა, დეპრესიამ, საკუთარ თავში ჩაკეტვამ კი შესაძლოა არამოტივირებულ აგრესიას გაუწიოს პროვოცირება, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, საგრძნობლად დააქვეითოს შრომისუნარიანობა, თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიგვიყვანოს, ამ ყველაფერთან ბრძოლა კი იოლი არ არის. როგორ ავიცილოთ თავიდან წინასადღესასწაულო დეპრესია, როგორ ავიმაღლოთ გუნება-განწყობა და შევიქმნათ დადებითი ემოციები? ამისთვის რამდენიმე რჩევას მოგცემთ. უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, განვლილი წლის შეფასებისას იფიქროთ მხოლოდ მიღწევებზე, წარმატებებზე, იმაზე, რაც გამოგივიდათ, რამაც გაგახარათ, გაგაბედნიერათ, კმაყოფილება მოგგვარათ. ნუღარ იფიქრებთ იმაზე, რაც წარუმატებელი და დამადარდიანებელი იყო, მაგალითად, იმაზე, რომ ვერ იშოვეთ ფული, სამსახური, ვერ იპოვეთ სიყვარული ან დაკარგეთ ის, არ გაგიმართლათ. კიდევ ერთხელ გირჩევთ, სული რომ არ დაგიმძიმდეთ, გულზე ლოდები არ დაგაწვეთ, მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ. გაიხსენეთ თუნდაც წვრილმანი, მაგრამ სასიამოვნო ამბები, ის ბედნიერი წუთები, რომლებიც განიცადეთ გასულ წელს. მაგალითად, იმაზე, რომ გამოცდა ჩააბარეთ და, როგორც იქნა, აიღეთ მართვის მოწმობა, რომ ზაფხულში საყვარელი მურაბის მოხარშვა მოახერხეთ. გაიხსენეთ, როგორ აღფრთოვანდით, როდესაც თქვენმა პატარამ პირველი ნაბიჯი გადადგა ან პირველი სიტყვა წარმოთქვა, როგორ შეხვდით დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს ან თანაკურსელს... რაც მთავარია, შეაქეთ საკუთარი თავი იმისთვის, რაც ასე კარგად გამოგივიდათ, მეტი ნდობა გამოუცხადეთ მას. ასე აუცილებლად გამხნევდებით და აღარ დაითრგუნებით! მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია დეპრესიის გასაქარვებლად: ნუ იდარდებთ დაუმთავრებელ საქმეებზე. შესაძლოა, ძალიან გინდოდათ რაიმე საქმის დასრულება, მაგრამ არ გამოგივიდათ. ამის გამო ნუ დაითრგუნებით, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, გუნებას ნუ გაიფუჭებთ, პირიქით, დადებითად განეწყვეთ - დღესასწაული ჩაივლის და ყველაფერს ახალი ენერგიით შეეჭიდებით, უფრო სწრაფად და უკეთესად დაასრულებთ. რაც მთავარია, წინასწარ დაგეგმეთ, სად, როგორ და ვისთან ერთად გსურთ ახალი წლის შეხვედრა და სწორედ ისეთი ზეიმი მოიწყვეთ. გახსოვდეთ, ცხოვრების მომდევნო ერთწლიანი ეტაპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა განწყობით შეხვდებით ახალ წელს!