ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

1. ისევ დაიგვიანეთ

ასე აღარ მოიქცეთ. თქვენი ახალი თაყვანისმცემელი მზადაა მოთმინებით გელოდოთ არა უმეტეს 15 წუთისა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ის გაღიზიანდება და გადაწყვეტს, რომ თქვენ უპასუხისმგებლო ხართ, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება და მაინცდამაინც არც გინდათ მასთან ურთიერთობა. ეჭვი ნუ შეგეპარებათ: ის გაცილებით ნასიამოვნები დარჩება, თუ პაემანზე მიხვალთ უბრალოდ ჩაცმული, ყოველდღიური ვარცხნილობით, მაგრამ დროულად, ვიდრე საგანგებოდ გამოპრანჭული და ერთი საათის დაგვიანებით.

2. ეს რა, დაკითხვაა?

რასაკვირველია, ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ, სხვაგვარად როგორ მიხვდებით, ერთმანეთს შეეფერებით თუ არა? ოღონდ ამისთვის ნუ მოუწყობთ მას დაკითხვას. ქალიშვილები ორგვარ უკიდურესობაში ვარდებიან: ან უამრავ კითხვას აყრიან თაყვანისმცემელს ხელფასის, დედის, მანქანის შესახებ, ან ყველაფერს ჰყვებიან საკუთარ თავზე. ბუნებრივია, მამაკაცს ამ დროს კანკალი აიტანს და ქალთან სიახლოვეზე აღარ ფიქრობს. ნაცვლად ამისა, ცდილობს გაიხსენოს, როგორი ხელფასი ჰქონდა პირველ სამსახურში და რომელი მუსიკის თანხლებით ცეკვავდა მეგობრულ შეკრებებზე ან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე.

3. ოღონდ ჭირვეული არა!

რა თქმა უნდა, გსურთ, თავი სრულყოფილ, ამაღლებულ არსებად წარმოაჩინოთ, მაგრამ მამაკაცმა შესაძლოა ვერ დააფასოს თქვენი ფაქიზი სული, თუ დაიწყებთ ჭირვეულობას, ჩააცივდებით ოფიციანტს, გაღიზიანებას გამოხატავთ გვერდით ჩავლილი ავტომანქანის გამო - ის ჩათვლის, რომ თქვენ მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო ხართ. ასეთ ქალს ნებისმიერი მამაკაცი მხიარული, ლაღი ბუნებისას ამჯობინებს.

4. ვაი ჭკუისაგან

თუნდაც თაყვანისმცემელში მონათესავე სული დაინახოთ, მაშინვე ნუ გამოიწვევთ მას სასაუბროდ და ნუ წაუკითხავთ ლექციას ფილოსოფიის საკითხებზე. ნურც ფილმის ნახვას დააძალებთ, რომელმაც ახლახან გაიმარჯვა კონკურსზე “კინო, რომელიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს აშიშვლებს”. ის აუცილებლად დააფასებს თქვენს ერუდიციას, მაგრამ კინოში ან მოიწყენს, ან ჩაეძინება, ან სამაგიეროს იმით გადაგიხდით, რომ ლექციას წაგიკითხავთ მანქანის კარბურატორის აგებულების შესახებ. კოცნა კი უნდა დაივიწყოთ...

5. ჩემი ყოფილი

ისაუბრეთ მხოლოდ თქვენს ურთიერთობაზე. თავს გადახდენილი რომანტიკული ისტორიების შესახებ ნურაფერს იტყვით. ნუ უამბობთ მას თქვენს ყოფილ თაყვანისმცემლებზე, ნურც მას ჰკითხავთ გოგონებზე. ეს ძალზე პირადი თემაა.

6. გამასპინძლებაც ამას ჰქვია!

თუ იმედი გაქვთ, რომ პაემანი სასიყვარულო ღამეში გადაიზრდება, ნუ დაგეგმავთ მსუყე ვახშამს. დაუკვეთეთ მხოლოდ სალათა და მსუბუქი დესერტი, ხოლო ნავახშმევს ეცადეთ, თქვენი თანამგზავრი ფეხით გასეირნებაზე დაიყოლიოთ. სხვაგვარად ცეცხლოვანი ვნებების იმედი ნუ გექნებათ, დანაყრებული გმირი მხოლოდ იმაზე იოცნებებს, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იწვეს. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავისი ფასეულობები და ინტერესები. თქვენ ადვილად აღმოაჩენთ მათ, თუ გულწრფელ ინტერესს გამოიჩენთ პარტნიორის მიმართ.