ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ფსიქოლოგიური კონსულტაცია
პირველი პაემანის წინ ძალიან ვღელავ - ვაითუ ის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ძალიან არ მინდა, რამე შემეშალოს. როგორ მოვიქცე?

პირველ რომანტიკულ შეხვედრაზე შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს თავბრუდამხვევ რომანს ან, პირიქით, ისეთი სისულელეები ჩაიდინოთ, რომ პოტენციური შეყვარებული თავქუდმოგლეჯილი გაგექცეთ. ძალიან ძნელია მღელვარებასთან გამკლავება პაემანის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალგაზრდა კაცი ნამდვილად მოგწონთ. იქნებ ამიტომაც არის, რომ ქალიშვილების უმრავლესობა უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგივიდეთ ნაცნობობის დასაწყისში. ალბათ, თქვენც შეიძლება გამოიჩინოთ წინდაუხედაობა. მოდი, შევამოწმოთ:


1. ისევ დაიგვიანეთ
ასე აღარ მოიქცეთ.
თქვენი ახალი თაყვანისმცემელი მზადაა მოთმინებით გელოდოთ არა უმეტეს 15 წუთისა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ის გაღიზიანდება და გადაწყვეტს, რომ თქვენ უპასუხისმგებლო ხართ, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება და მაინცდამაინც არც გინდათ მასთან ურთიერთობა. ეჭვი ნუ შეგეპარებათ: ის გაცილებით ნასიამოვნები დარჩება, თუ პაემანზე მიხვალთ უბრალოდ ჩაცმული, ყოველდღიური
ვარცხნილობით, მაგრამ დროულად, ვიდრე საგანგებოდ გამოპრანჭული და ერთი საათის დაგვიანებით.

2. ეს რა, დაკითხვაა?
რასაკვირველია, ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ, სხვაგვარად როგორ მიხვდებით, ერთმანეთს შეეფერებით თუ არა? ოღონდ ამისთვის ნუ მოუწყობთ მას დაკითხვას. ქალიშვილები ორგვარ უკიდურესობაში ვარდებიან: ან უამრავ კითხვას აყრიან თაყვანისმცემელს ხელფასის, დედის, მანქანის შესახებ, ან ყველაფერს ჰყვებიან საკუთარ თავზე. ბუნებრივია, მამაკაცს ამ დროს კანკალი აიტანს და ქალთან სიახლოვეზე აღარ ფიქრობს. ნაცვლად ამისა, ცდილობს გაიხსენოს, როგორი ხელფასი ჰქონდა პირველ სამსახურში და რომელი მუსიკის თანხლებით ცეკვავდა მეგობრულ შეკრებებზე ან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე.

3. ოღონდ ჭირვეული არა!
რა თქმა უნდა, გსურთ, თავი სრულყოფილ, ამაღლებულ არსებად წარმოაჩინოთ, მაგრამ მამაკაცმა შესაძლოა ვერ დააფასოს თქვენი ფაქიზი სული, თუ დაიწყებთ ჭირვეულობას, ჩააცივდებით ოფიციანტს, გაღიზიანებას გამოხატავთ გვერდით ჩავლილი ავტომანქანის გამო - ის ჩათვლის, რომ თქვენ მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო ხართ. ასეთ ქალს ნებისმიერი მამაკაცი მხიარული, ლაღი ბუნებისას ამჯობინებს.

4. ვაი ჭკუისაგან
თუნდაც თაყვანისმცემელში მონათესავე სული დაინახოთ, მაშინვე ნუ გამოიწვევთ მას სასაუბროდ და ნუ წაუკითხავთ ლექციას ფილოსოფიის საკითხებზე. ნურც ფილმის ნახვას დააძალებთ, რომელმაც ახლახან გაიმარჯვა კონკურსზე “კინო, რომელიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს აშიშვლებს”. ის აუცილებლად დააფასებს თქვენს ერუდიციას, მაგრამ კინოში ან მოიწყენს, ან ჩაეძინება, ან სამაგიეროს იმით გადაგიხდით, რომ ლექციას წაგიკითხავთ მანქანის კარბურატორის აგებულების შესახებ. კოცნა კი უნდა დაივიწყოთ...

5. ჩემი ყოფილი
ისაუბრეთ მხოლოდ თქვენს ურთიერთობაზე. თავს გადახდენილი რომანტიკული ისტორიების შესახებ ნურაფერს იტყვით. ნუ უამბობთ მას თქვენს ყოფილ თაყვანისმცემლებზე, ნურც მას ჰკითხავთ გოგონებზე. ეს ძალზე პირადი თემაა.

6. გამასპინძლებაც ამას ჰქვია!

თუ იმედი გაქვთ, რომ პაემანი სასიყვარულო ღამეში გადაიზრდება, ნუ დაგეგმავთ მსუყე ვახშამს. დაუკვეთეთ მხოლოდ სალათა და მსუბუქი დესერტი, ხოლო ნავახშმევს ეცადეთ, თქვენი თანამგზავრი ფეხით გასეირნებაზე დაიყოლიოთ. სხვაგვარად ცეცხლოვანი ვნებების იმედი ნუ გექნებათ, დანაყრებული გმირი მხოლოდ იმაზე იოცნებებს, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იწვეს. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავისი ფასეულობები და ინტერესები. თქვენ ადვილად აღმოაჩენთ მათ, თუ გულწრფელ ინტერესს გამოიჩენთ პარტნიორის მიმართ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი.
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე.
ამბიცია, საზოგადოდ, გადაჭარბებულ თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობას ნიშნავს.
როდესაც ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩენს მსგავს რამეს, უფრო ხშირად კი ქალები, მათ იპყრობთ შიში,
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად