ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

სერიოზული ურთიერთობის დასრულება არ არის ადვილი, მაშინაც კი, როცა სიტუაცია ასეთი რთულია. ფიზიკურმა შეხებამ საქმე კიდევ უფრო გაართულა: სტატისტიკა მოწმობს, რომ ქმრები, რომლებმაც ცოლზე ხელი აღმართეს, მომავალშიც გააკეთებენ ამას. ოჯახის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზაა სერიოზული ფსიქოთერაპია, თუმცა ასეთი მამაკაცის სპეციალისტთან მისვლაზე დაყოლიება ძალიან ძნელია. შეაფასეთ თქვენი ურთიერთობა, ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ჩემი დაქალი გამუდმებით უჩივის პირად ცხოვრებას. მას მართლაც რთული პერიოდი უდგას - შეყვარებულმა მიატოვა. მოდის ჩემთან და დიდხანს ტირის. ვცდილობ, გავიყვანო სახლიდან, ვეპატიჟები კინოში, სხვადასხვა საღამოზე, მაგრამ მას არსად წასვლა არ სურს, მე კი მისი წუწუნის მოსმენა აღარ შემიძლია, ძალიან დამღალა! ლელა, 27 წლის

თქვენ თავს იდანაშაულებთ იმაში, რომ არ შეგიძლიათ მეგობრის უსასრულოდ დამშვიდება და შებრალება. ეს უკავშირდება თქვენს წარმოდგენებს მეგობრობის შესახებ - იმას, რომ გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს უნდა დაეხმარო, არასოდეს უთხრა უარი. მაგრამ თქვენ ორი სხვადასხვა ადამიანი ხართ, თითოეულ თქვენგანს აქვს საკუთარი ცხოვრება. თუ თქვენს მეგობარს არ სურს თქვენი დახმარების მიღება, იქნებ ეს არც სჭირდება. ასე რომ, სრული უფლება გაქვთ, უთხრათ: “მგონი, ჩემს თანადგომას აზრი აღარ აქვს, რადგან შენ არაფრის შეცვლა არ გსურს”.

სამი წელია, ერთ ბიჭს ვხვდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ტყუილად ვკარგავ დროს ამ რომანისთვის. ხშირად მიფიქრია, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომელზეც ვოცნებობ, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი, დავშორდე - მარტო დარჩენის მეშინია. როგორ დავძლიო ეს შიში? ნანიკო, 21 წლის

თქვენ გსიამოვნებთ სიმპათიურ ბიჭთან ერთად ხალხში გამოჩენა, მეგობრებთან საუბრისას მისი ხსენება: “ჩემმა შეყვარებულმა ასე და ასე მითხრა, ან ესა და ეს გააკეთა...” - და ა.შ. თქვენთვის არც ისე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დადებითი მხარე აქ მთავრდება. დაფიქრდით, თქვენ ხომ კარგავთ დროს, რომელიც შეიძლება თქვენი ნამდვილი ნახევრის საპოვნელად გამოიყენოთ. მარტონი კი ის ქალები რჩებიან, რომელთაც არ სურთ კომპრომისზე წასვლა არც სხვასთან და არც საკუთარ პრინციპებთან. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.


ბავშვობიდან ვერ ვიტან კატებს. ჩემს შეყვარებულს კი სამი კატა ჰყავს. უკვე ქორწინებაზეც დავიწყეთ ფიქრი, მაგრამ მგონი არ ვარ მზად, შინაურ ცხოველებთან ერთად ვიცხოვრო! უკვე რამდენჯერმე ვთხოვე, კატები მშობლებისთვის მიეცა, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ, მაგრამ გაგონებაც არ სურს. ნუთუ მართლა ასეა მიჯაჭვული თავის ცხოველებს? იქნებ უბრალოდ თავისი ხასიათის დემონსტრირებას ცდილობს? იქნებ მისი სიჯიუტე იმის მანიშნებელია, რომ არც ისე ძალიან ვუყვარვარ? არ ვიცი, რა ვიფიქრო... ლიზი, 24 წლის

ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენი საქმრო თქვენდამი გულგრილია; საქმე ის არის, რომ მას, უბრალოდ, ძალიან უყვარს თავისი ფისოები და მათთან განშორება უჭირს. სავსებით შესაძლებელია, საყვარელ ცხოველებზე უარის თქმა მისთვის ღალატის და საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვის ტოლფასი იყოს. ასე რომ, არ გირჩევთ, ულტიმატუმი წაუყენოთ: “ან მე, ან ისინი!” თუნდაც არჩევანი თქვენს სასარგებლოდ გააკეთოს, მაინც ვერ გაპატიებთ ვერც თქვენ, ვერც საკუთარ თავს ამ “ღალატს”, ეს აუცილებლად აისახება თქვენს ურთიერთობაზე, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიხსენებთ, რომ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა აიძულეთ. ამ სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი ალბათ კომპრომისი იქნება: დაე, თქვენმა საქმრომ თვითონვე იზრუნოს კატებზე (გამოკვებოს, მოუაროს) და შეძლებისდაგვარად აგაცილოთ თავიდან მათთან ურთიერთობა, მაგალითად, არ შემოუშვას საწოლ ოთახში, თქვენ კი, თქვენი მხრივ, შეეგუებით მათ არსებობას, არ მოექცევით მათ სასტიკად და არ დაჩაგრავთ.

ინტერნეტით ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი გავიცანი. უკვე დიდი ხანია, ერთმანეთს ვესაუბრებით და წერილებს ვწერთ. ახლა ტელეფონის ნომერს მთხოვს, მე კი მეშინია მიცემის, რადგან მეტყველების სერიოზული ხარვეზები მაქვს - ვაითუ ამან დააფრთხოს. როგორ მოვიქცე? ნინო, 26 წლის

ალბათ უკეთესი იქნება, თუ თქვენს ნაცნობს გულახდილად ეტყვით თქვენი პრობლემის შესახებ. თუ მაინც დაჟინებით მოგთხოვათ საუბარი, დათანხმდით - თქვენ ხომ თვითონვე გსურთ, თქვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო იყოს, ამიტომ ადრე თუ გვიან ის მაინც გაიგონებს თქვენს ხმას. სატელეფონო საუბარი კი ერთგვარი ტესტი იქნება მისთვის: თუ ის მართლაც სერიოზულად ეკიდება ამ ურთიერთობას, თქვენი მეტყველების დეფექტი არ შეაშინებს.

ჩემს დაქალს მთელი კურსი სასაცილოდ იგდებს, მე კი ეს ძალიან მწყინს. ის მსუქანია, თანაც ძალიან უღიმღამოდ იცვამს, არ უვლის თავს. არაერთხელ ვურჩიე, საკუთარ თავზე ეზრუნა, მაგრამ ყური არ მათხოვა. არადა, შეძლებული ოჯახიდანაა... როგორ შევაცვლევინო საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება? ლიკა, 19 წლის

თქვენი მეგობრის გარეგნობაში აუცილებლად იქნება რაღაც მიმზიდველი. სცადეთ, ყურადღება გაამახვილებინოთ ამ ღირსებებზე, აჩვენეთ, როგორ წარმოაჩინოს ისინი. მაგალითად, თუ ნაზი და ლამაზი ხელები აქვს, მიანიშნეთ, რომ კარგი მანიკიური უფრო მეტად გამოკვეთს მათ სილამაზეს. ოღონდ ეს ყველაფერი გააკეთეთ ტაქტიანად და კორექტულად, რათა მეგობარი არ გაანაწყენოთ.