პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

"ჩემთვის ფეხბურთი არის აზარტი და ადრენალინის ის დოზა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვაკლია. ეს მაძლევს საშუალებას, თავი დიდი გუნდის ნაწილად ვიგრძნო. გარდა ამისა, ეს უბრალოდ ლამაზი და საინტერესო თამაშია. ამაში ბევრი ქალიც დამეთანხმება. მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც მამაკაცური აზარტით უყურებენ და ელიან საფეხბურთო მატჩებს".

რატომ ავიწყდებათ მამაკაცებს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები?

"მერე რა, ქალები ხომ გვახსენებენ... საერთოდ, არ მესმის, რატომ ანიჭებენ ქალები განსაზღვრულ თარი-ღებს ამხელა მნიშვნელობას. პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრების ყოველი დღე მნი-შვნელოვანია. დღესასწაულების ცხრილი კი არარომანტიკულია. თუმცა მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი საყვარელი გოგონასთვის მნიშვნელოვანია, ყველა თარიღს ტელეფონში ვაფიქსირებ".

რატომ არიან მამაკაცები მოუწესრიგებელნი, რატომ ფანტავენ ნივთებს აქეთ-იქით?

"ჩვენთვის ასე უფრო მოხერხებულია, ასე უფრო მხიარულად ვართ. ნუთუ თვითონ ქალებს არ ძაბავს და არ აღიზიანებს რობოტივით ყველა ნივთის თავის ადგილას მიტანა?! გარდა ამისა, როცა ნივთები აქეთ-იქით არის მიყრილ-მოყრილი, უფრო ადვილად მისაგნებია. ეს სჯობია კარადაში ფათურს და ძებნას. საერთოდ კი ზოგიერთი ქალი არანაკლებ უწესრიგოა, ასე რომ, ძვირფასო ქალბატონებო..."

რატომ უყვართ მამაკაცებს ასე ძალიან თავიანთი მანქანა?

"ჩემთვის მანქანა ჩემი თავისუფლების სიმბოლოა. ის ჩემი იმიჯის ნაწილია. საჭესთან მე ვეშვები და ვის-ვენებ. მე და ჩემს ავტომობილს ნამდვილი მამაკაცური მეგობრობა გვაკავშირებს, ის მოკლე ხანში უამრავ პრობლემას მიხსნის, ამიტომ მისდამი ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც ადამიანის მიმართ. ქალბატონებმა ეს უნდა გაიგონ!"

ფსიქოლოგის კომენტარი:

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალისა და მამაკაცის ცნობიერებას შორის განსხვავება კულტურას უფრო ეფუძნება, ვიდრე გენებს. ფსიქოლოგიური გამოკვლევების მონა-ცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მამაკაცებს უფრო მეტად სივრცითი წარმოსახვა და ლოგიკა აქვთ განვითარებული. მათთვის დამახასიათებელია უფრო აშკარა სწრაფვა კონკურენციისკენ. ქალებს კი ემოციურობა და კომუნიკაბელურობა ახასიათებთ. დანარჩენი განსხვავებები - აღზრდისა და იმ სტერეოტიპების ნაყოფია, რომელთაც თავს გვახვევს საზოგადოება.

ზოგჯერ ქალებსაც ავიწყდებათ რაღაც, აქეთ-იქით ფანტავენ ნივთებს, ბევრ დროს ატარებენ სამსახურში და ძალიან უყვართ თავიანთი მანქანა. მეორე მხრივ, მრავალი მამაკაცი ოცნებობს ოჯახის შექმნაზე, მალუ-ლად უყურებს სერიალებს, შესაძლოა, იტიროს კიდეც, როცა არავინ ხედავს... ქალების საყურადღებოდ: სცადეთ, ფურცლის ერთ მხარეს ჩამოწეროთ სტერეოტიპული წარმოდგენები მამაკაცებზე, ხოლო მეორე მხარეს - მათი გამაბათილებელი მაგალითები ცხოვრებიდან. იქნებ ეს დაგეხმაროთ იმაში, რომ მამაკაცებს სხვა თვალით შეხედოთ.


ოჯახი თუ მეგობრები -

როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა ბეწვის ხიდზე

ადამიანი მთელი სიცოცხლე გარშემორტყმულია ერთგული მეგობრებით. როდესაც ქალი და მამაკაცი თავიანთ ბედს ერთმანეთს უკავშირებენ, მეგობრებიც საერთონი ხდებიან, ზოგჯერ კი ოჯახში მომხდარი ყველა მოვლენის თანამონაწილეებიც არიან. ყველას ესმის, რომ ჰარმონიული ქორწინების შემთხვევაშიც კი მეგობრების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. მაგრამ მათი როლი ოჯახურ ცხოვრებაში ამით არ შემოიფა-რგლება. გაიხსენეთ: სწორედ ახლო მეგობრები გვაფხიზლებენ მერყეობისა თუ ეჭვიანობის შემთხვევაში, გვეხმარებიან ურთიერთობის შენარჩუნებაში ან, პირიქით, გვაძლევენ ძალას გადამწყვეტი ნაბიჯის გადა-სადგმელად...

"თუ თქვენი ქმარი ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან, ნუ გეწყინებათ - თქვენ ხომ არ იზიარებთ მის ყველა ინტერესსა და გატაცებას! ჩემს ქმარს აქვს ჰობი. მას ჰყავს მეგობარი, რომელიც იმავე საქმიანობით არის გატაცებული. დადგა დღე, როდესაც მომბეზრდა ჩემი ქმრის მეგობრის ყოველდღიური ვიზიტები და მათი ხანგრძლივი საუბრები და ვთხოვე ჩემს მეუღლეს, ამისთვის წერტილი დაესვა. რამდენიმე დღე ჩემი მეუღლე თავის ნაშრომს მარტო ათვალიერებდა, შემდეგ მე მეძახდა და დიდხანს მესაუბრებოდა თა-ვისი საქმიანობის შესახებ. მე მოთმინებით ვუსმენდი, თუმცა არაფერი მესმოდა, მას კი სწყინდა. ბოლოს მოთმინებამ მიღალატა და თვითონვე ვთხოვე, თავისი მეგობარი სტუმრად მოეწვია. ჩემი ქმრის სიხა-რულს საზღვარი არ ჰქონდა. იმ დღის შემდეგ ჩემთვის გაუგებარი და მოსაწყენი ლექციები დასრულდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ როცა მეგობრები მოდიან, ცხოვრება უფრო მხიარულია".

"ჩემი საყვარელი მამაკაცი მეგობარმა და მისმა შეყვარებულმა გამაცნეს. როცა ჩვენი ურთიერთობა ასე კარგად აეწყო, ჩემს დაქალს და მის შეყვარებულს მოეჩვენათ, რომ მათ წინაშე ვალში ვიყავით. მოით-ხოვდნენ, მეტი დრო გაგვეტარებინა მათთან ერთად. ჩვენ კი, მიუხედავად მადლიერებისა, ეს ტვირთად დაგვაწვა. მალე ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ მისი შეყვარებული ჩვენზე ნაწყენი იყო, ნანობდა კიდეც, რომ ერთმანეთი გაგვაცნო და ჩემს დაქალს შესთავაზა, მე და ჩემი საქმრო ერთმანეთთან წავეჩხუბებინეთ. ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენ მათთან პრაქტიკულად ყოველგვარი კონტაქტი შევწყვიტეთ, სულ მალე კი შევი-ტყვეთ, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. "თავისუფლების მოპოვების" შემდეგ ჩემი დაქალი კვლავ თბილ და სასიამოვნო ადამიანად იქცა, რომელთანაც ჩვენ დიდი სიამოვნებით ვურთიერთობთ. ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი მეგობარია".

"ძალიან მინდოდა ბავშვის გაჩენა, ჩემი ქმარი კი წინააღმდეგი იყო. ამბობდა, ჯერ ბინა ვიყიდოთო. ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით. მეჩვენებოდა, რომ დაშორება გარდაუვალი იყო. რომ არა ახლო მეგობრები, ალბათ ასეც მოხდებოდა... მათ დასასვენებლად ერთად წასვლა შემოგვთავაზეს. ბევრს ვსეირნობდით, საღამოობით ვანთებდით კოცონს, ვმღეროდით, ვერთობოდით... თანდათან ჩვენი წყენა დავიწყებას მიეცა. ერთხელ სეირნობისას ღრმა ორმოში ჩავვარდი.... ჩემი ქმარი დიდხანს მითბობდა გაყინულ ხელებს და მივხვდი, რომ ჩემ გამო მართლა ღელავდა. დაბრუნებიდან მცირე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს არ დაგვიგეგმავს, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდით (ჩემდა საბედნიეროდ!!!). ახლა ჩვენი ბიჭუნა უკვე 5 წლისაა, ბინა კი ახლახან შევიძინეთ. დარწმუნებული ვარ, რომ არა მეგობრები, ჩვენი მომავალი სულ სხვანაირად წარიმართებოდა".

ფსიქოლოგის კომენტარი:

უკმაყოფილება იმის გამო, რომ მეუღლე ბევრ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად, ხშირად კონფლიქტის მიზეზად იქცევა ხოლმე. უკმაყოფილებას საფუძვლად შეიძლება ედოს ყურადღების ნაკლებობა, მისი ცხოვრების კონტროლის სურვილი ან პირადი ინტერესების დეფიციტი. მეგობრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეუღლეთა გატაცებები და ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, ქმარი გატაცებულია ქიმიით, ცოლი კი მუსიკით. საერთო ინტერესების უქონლობა და თემების არარსებობა შესაძლოა კონფლიქტის კატალიზატორად და ურთიერთობის გაცივების მიზეზად იქცეს. ურთიერთობა მეგობრებთან, რომლებიც ორივე მეუღლის ინტერესებს იზიარებენ, შესაძლოა მათ ურთიერთგაგებაში დაეხმაროს. როცა წყვილი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ურთიერთობის გარკვევას, ეს შესაძლოა მეგობრების დახმარებით მოხერხდეს. თუმცა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, სად მთავრდება მეგობრებისთვის ნებადართული ზონა და იწყება თქვენი პირადი ურთიერთობა.