ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

როგორ რეაგირებს ბებიის ასეთ დამოკიდებულებაზე თქვენი გოგონა? იქნებ მას ეს თქვენზე ნაკლებად აღელვებს, ან თვითონაც არც ისე ძალიან უყვარს ბებია. თუ გოგონაც განიცდის, ეცადეთ, უფრო ხშირად მიანიშნოთ დედათქვენს, როგორ უყვარს ის შვილიშვილს, როგორ უხარია მასთან შეხვედრა... ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ და ხაზი გაუსვით მხოლოდ სიმართლეს. თუ ბებია იგრძნობს შვილიშვილის სიყვარულს, არ შეიძლება, ამან მასზე არ იმოქმედოს.

კოლეგების ყურადღება საშინლად მძაბავს. ძველ სამსახურში ჩემი უფროსი ჩემდამი გულგრილი არ იყო. ის დაუფარავად ამჟღავნებდა ჩემდამი გადაჭარბებულ ყურადღებას. იძულებული გავხდი, სამსახური მიმეტოვებინა. ახალი, კარგი სამსახური ვიპოვე, კოლექტივიც საოცრად მეგობრულია, მაგრამ ვამჩნევ, რომ პარანოია დამეწყო: თანამშრომლების მეგობრულ ღიმილშიც კი უხამსობა მეჩვენება, რაც მუშაობაში ძალიან მიშლის ხელს. როგორ მოვიქცე? სოფო, 31 წლის

ძველ სამსახურში, გარდა გათავისუფლებისა, გამოსავალი ვერ იპოვეთ, ამიტომ ახლა მამაკაცების მხრივ მცირედ ყურადღებასაც კი ქვეცნობიერად სამსახურის დაკარგვის მაცნედ აღიქვამთ. დაფიქრდით და განიხილეთ სქესთა შორის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტი. ამით დევნის მანიას თავს დააღწევთ, რადგან მომზადებულად იგრძნობთ თავს. ეს შეიძლება იყოს მოურიდებელი თაყვანისმცემლის მასხრად აგდება და მისი ფლირტის გადატანა მეგობრულ ურთიერთობაში.

უცნაური რამ დამემართა: დეპრესიიდან გამოსვლაში დამეხმარა საღებავები და ფუნჯი... ერთხელ სახლში ოთახიდან ოთახში უმიზნოდ დავბორიალებდი, საშინელი განწყობილება მქონდა, ვიყავი დამძიმებული პრობლემებით, დეპრესიული მდგომარეობით, ერთი სიტყვით, თითქოს გულზე უზარმაზარი ლოდი მეკიდა. უეცრად გადავაწყდი უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ საღებავებსა და ფუნჯებს, რომელთა მილაგებაც ჩემს გოგონას დავიწყებოდა. იმის ნაცვლად, რომ მათთვის თავიანთი ადგილი მიმეჩინა, ხელი მოვკიდე და ხატვას შევუდექი და უეცრად ყველა პრობლემა სადღაც გაქრა, განწყობილებაც მაშინვე შემეცვალა, ცხოვრება მაშინვე მშვენიერი გახდა! ახლა, როგორც კი თავს ცუდად ვიგრძნობ, იმწუთასვე ხატვას ვიწყებ. მითხარით, ეს ნორმალურია თუ არა? თათა, 29 წლის

დიახ, ეს სავსებით ნორმალურია, უბრალოდ, მოულოდნელია თქვენთვის, რომ ხელოვნების სამკურნალო ძალა აღმოაჩინეთ. ფსიქოთერაპიაში არსებობს მიმდინარეობა არტთერაპია - ხელოვნებით მკურნალობა. მხატვრობა, სიმღერა, ცეკვა, ძერწვა კურნავს სულს ტკივილისგან, გვეხმარება ფსიქოკრიზისის გადალახვაში და უმკლავდება დეპრესიას. სრულიადაც არ არის საჭირო, სრულყოფილად ფლობდეთ ხელოვნების ამა თუ იმ დარგს. აქ მნიშვნელოვანია თვითგამოხატვის პროცესი. უბრალო ნახატით შეგიძლიათ იმუშაოთ შიშებზე, აკონტროლოთ და მართოთ ემოციები, შეამციროთ აგრესიის დონე და უბრალოდ კარგად გაუგოთ საკუთარ თავს.

უსიამოვნო და რთულ სიტუციაში აღმოვჩნდი. საქმე ის არის, რომ ჩემი მგობარი უკვე დიდი ხანია ღალატობს ქმარს, მე კი თავისი სასიყვარულო ურთიერთობების მოწმედ და მესაიდუმლედ მაქცია. ბოლო ხანს ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო. მან იცის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობისა და სიახლოვის შესახებ და ცდილობს, ჩემგან გაიგოს სიმართლე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ დავაღწიო თავი ამ საშინელ მდგომარეობას. ხათუნა, 34 წლის

საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში ის იქნება, მისცეთ საშუალება მეუღლეებს, თვითონ გაერკვიონ საკუთარ ურთიერთობაში. თუ ჩაერევით, შეიძლება გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოთ ოჯახს. თქვენმა მეგობარმა შესაძლოა მიატოვოს მეუღლე და თქვენი ჩარევის შემთხვევაში თქვენი მეგობრობაც დასრულდება. თუ თქვენი მეგობრის მეუღლე რაიმეს ეჭვობს და ცდილობს, გაიგოს სიმართლე, ალბათ მოახერხებს კიდეც ამას. თუ თქვენ ნამდვილად კიცხავთ მეგობრის საქციელს, პირში უთხარით. მათი ურთიერთობის შესახებ ამბის გახმაურების გამო თქვენ მეგობრის ღალატში დაგადანაშაულებენ და გარკვეული თვალსაზრისით მართალნიც იქნებიან.