ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

გარდა ამისა, დაიხსომეთ: მისი არაორგანიზებულობის გამო თქვენ არ უნდა დაიტანჯოთ. თუ მან შეხვედრაზე ერთი საათით ან საათ-ნახევრითაც კი დაიგვიანა, სრული უფლება გაქვთ, აღარ დაელოდოთ. ან, პირიქით, განგებ დაუნიშნოთ შეხვედრა ერთი საათით ადრე, რათა მან დროულად მოსვლა შეძლოს.

ჩემს ხუთი წლის გოგონას საკუთარ თავზე საკმაოდ გაზვიადებული წარმოდგენა აქვს, ჰგონია, ამქვეყნად მასზე ლამაზი და ჭკვიანი არავინაა, ჭირვეულობს და მოითხოვს, მეფის ასულივით ხელისგულზე ატარონ. როგორ მოვიქცე? ნანა, 31 წლის

ასე ნუ განიცდით - ასეთი ქცევა ამ ასაკის გოგონებისთვის სავსებით ბუნებრივია. ბავშვისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ იგი უყვართ, ამიტომ უმჯობესია, ზედმეტად აქოთ, ვიდრე ქება დააკლოთ. პრობლემა სხვა რამ არის: თქვენმა გოგონამ შესაძლოა წარმოიდგინოს, რომ რაკი ყველაზე ჭკვიანი და ლამაზია, მას ყველაფრის უფლებას მისცემენ და არა მხოლოდ მშობლები, არამედ სხვებიც, ასეთმა პოზიციამ კი ის შესაძლოა დააზარალოს, ამიტომ ეცადეთ, გამოუმუშაოთ სხვისი პატივისცემა, მიაჩვიოთ ქცევის წესების დაცვას. იყავით თანმიდევრული და დაიცავით თქვენი პოზიცია, მიუხედავად ბავშვის ჭირვეულობისა და პროტესტისა. მოვა დრო და მას სკოლაში წასვლა მოუწევს, იქ კი არავინ არაფერს დაუთმობს მისი არაჩვეულებრივი სილამაზისა და ჭკუა-გონების გამო. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, პატარას თავის თავზე გაზვიადებული წარმოდგენა აღარ ექნება.

ჩემი უფროსი ცუდი ადამიანი არ არის, სამართლიანიცაა, მაგრამ ზრდილობა ნამდვილად აკლია. ზედმეტს არაფერს ითხოვს, მაგრამ იქცევა ასე: “მომართვი, წაიღე, თავისუფალი ხარ!” არასოდეს გეტყვის: “გმადლობ” ან “თუ შეიძლება”. ახლობლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მოპყრობა არ უნდა მოვითმინო. მირჩევენ, მივატოვო სამსახური. იქნებ მართლები არიან? ანა, 29 წლის

მნიშვნელოვანია არა თქვენი ახლობლების, არამედ პირადად თქვენი აზრი. ეს თქვენი უფროსია და სიტუაციაში თქვენ უკეთ უნდა ერკვეოდეთ, ვიდრე ვინმე სხვა. რა თქმა უნდა, სასურველია, იდეალური ხელმძღვანელი გყავდეთ, მაგრამ ასეთები არ არსებობენ. ყველას თავისი ნაკლი აქვს და თავისი ღირსებები. საქმე ის არის, რამდენად აწონასწორებენ ისინი ერთმანეთს. მზად ხართ, შეეგუოთ იმ უფროსის უზრდელობას, რომელიც არც ისე ცუდი ადამიანია? თუ ეს ხელს გაძლევთ, ნუ მიაქცევთ ყურდღებას სხვების აზრს. თუ მისმა ცუდმა მანერებმა დაგღალათ, იფიქრეთ სამსახურის შეცვლაზე. მაგრამ მანამდე იქნებ სცადოთ და მიანიშნოთ უფროსს, რომ თქვენთვის აუცილებელია, თუნდაც იშვიათად, გაიგონოთ სიტყვა “გმადლობ”.


დროდადრო ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ჩემი ქმრის დისშვილი. მას ძალიან ცუდი თვისება აქვს - უყვარს ჩვენს ნივთებში ქექვა. არაფერი იკარგება, მაგრამ სუნამოები და კრემები, აქსესუარები და ტანსაცმელი ყოველთვის გადაადგილებული გვხვდება. არ ვიცი, როგორ მოვაშლევინო ეს. ყველაფერს საკეტს ხომ ვერ დავადებ?! მისთვის შენიშვნის მიცემისა მერიდება - დამამტკიცებელი საბუთი ხომ არ მაქვს, არც ურთიერთობის გაფუჭება მინდა... ნესტანი, 27 წლის

მოამზადეთ პატარა ბარათები წარწერებით: “ხელს ნუ მახლებ!” “ახლავე დახურე ჩემი კოსმეტიკის ჩანთა!” ჩააწყვეთ ისინი უჯრებში, დაამაგრეთ ტანსაცმელზე. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ზედ მისი სახელიც მიაწეროთ. გოგონა ყველაფერს მიხვდება. მისთვის უხერხული იქნება, ამის გამო იჩივლოს - მაშინ ხომ იმის აღიარებაც მოუწევს, რომ დაუკითხავად ჰკიდებდა ხელს თქვენს ნივთებს.

ძალიან დამღალა ახლობლების რჩევებმა იმის თაობაზე, როგორ გადავიხადო ქორწილი. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ როგორც კი მათთან კამათს დავიწყებ, მაშინვე მეჩვენება, რომ მართლაც შეიძლება რაღაც გამომრჩეს. ქორწილის გადახდა უკვე აღარც კი მინდა... ნინო, 27 წლის

ეცადეთ, რამდენიმე დღე არავის, საქმროს გარდა, არ ესაუბროთ ქორწილის თაობაზე. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ორი გადაწყვეტთ, როგორ გინდათ ჩაიაროს თქვენმა ქორწილმა.  ქორწილი ხომ არ არის მეგობრებისა და ახლობლებისთვის გამართული შოუ - ეს თქვენი პირადი დღესასწაულია. ასე რომ, თუ “დაგავიწყდათ” სცენარში რაიმე ტრადიციული ელემენტის ჩართვა, ეს სულაც არ იქნება ტრაგედია. მთავარია, თქვენ და თქვენი საქმრო დარჩეთ კმაყოფილი.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ძალიან მიჭირს. პირველი კურსი ეს-ესაა დასრულდა და უკვე ვგრძნობ, რომ ძალიან გადავიღალე. გაფიქრებაც კი არ მინდა, როცა ცოტა ხანში ყველაფერი თავიდან დაიწყება - ლექციებზე ჯდომა, საკონტროლები, გამოცდები... როგორ მოვერიო ამ შიშსა და დაძაბულობას? ლიკა, 19 წლის

თავდაპირველად შეაქეთ საკუთარი თავი სიმამაცისთვის: ეს ხომ მძიმე შრომაა - ყოველდღე შეეჭიდო იმას, რაც ასე გაშინებს. თქვენ ხომ უკვე გადალახეთ ერთი სასწავლო წელი და რამდენიმე გამოცდაც ჩააბარეთ. ამისთვის გაუკეთეთ საკუთარ თავს რაიმე საჩუქარი და იფიქრეთ იმაზე, რომ თუ შეძელით, ერთხელ დაგეძლიათ შიში, ამას მომავალშიც მოახერხებთ. თქვენ ხომ უკვე დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ გამოცდების ჩაბარება და გარკვეული გამოცდილებაც დააგროვეთ. მომავალშიც ყველაფერი რიგზე იქნება.