ფსიქოლოგიური პრობლემები კანის დამწვრობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური პრობლემები კანის დამწვრობის დროს

კანი მჭიდროდ არის დაკავშირებული მთელი ორგანიზმის ცხოველქმედებასთან და არცთუ იშვიათად მისი ცვლილება შინაგანი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის მანიშნებელია. მეორე მხრივ, კანის დაზიანებამ შეიძლება ადამიანის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს. განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. იმ ღირსებებს შორის, რომლებიც სილამაზესა და მომხიბვლელობას ანიჭებს ადამიანის გარეგნობას, უთუოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კანს. ლამაზი, მოვლილი კანი ყოველთვის არის როგორც მამაკაცის, ისე ქალის აღფრთოვანების საგანი. უამრავ პრობლემას შორის, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებს ყოველ ადამიანს ჩვენს დროში, საკუთარი გარეგნობაა. თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება. ქალებს განსაკუთრებით აღელვებთ, თუ რამდენად მიმზიდველნი და მომხიბვლელნი არიან და იქცევენ მამაკაცთა ყურადღებას. თუმცა კანის და ზოგადად სხეულის სრულყოფისათვის მამაკაცებიც სერიოზულად ზრუნავენ. აქედან გამომდინარე, თუ მოხდა უბედური შემთხვევა ან გაუფრთხილებლობას ჰქონდა ადგილი და ადამიანმა კანი დამწვრობის შედეგად დაიზიანა, ფიზიკური პრობლემების გარდა, თავს იჩენს ფსიქიკის სერიოზული დაზიანებაც. კანის დამწვრობის დროს კანის ზედაპირი მნიშვნელოვნად ზიანდება, უმეტეს შემთხვევაში მასზე სერიოზული დეფექტები რჩება, რაც მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს: დასახიჩრებული კანის გამო, მით უმეტეს, თუ დამწვარია სახე, კიდურები და სხეულის ის ნაწილი, რომელიც ჩანს, ადამიანებს სერიოზული კომპლექსები უჩნდებათ. მათ არ სიამოვნებთ საზოგადოებაში ყოფნა, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ, ამის გამო ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, ქალებს ერიდებათ ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, დამწვრობის გამო კანზე დატოვებული კვალი მათ ხელს უშლის საცურაო კოსტიუმის ჩაცმაში. არ სურთ მიიქციონ გარშემო მყოფთა ყურადღება. დასახიჩრებული კანის გამო კომპლექსი უჩნდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. ყველა ქალი და მით უმეტეს გოგონა არ გამოირჩევა ძლიერი ხასიათითა და ნებისყოფით. კანის დაზიანების და სერიოზული დეფექტების არსებობის გამო უმეტესობა დეპრესიაში ვარდება. გოგონები, თუ ასეთი პრობლემა გარდატეხის ასაკს დაემთხვა, სკოლაში სიარულსაც კი არიდებენ თავს. არ სურთ მეგობრებთან, განსაკუთრებით ბიჭებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ აღარც მომხიბვლელნი არიან და არც შეიძლება, ვინმეს მოწონება დაიმსახურონ.  ქალებმა კარგად იციან, რომ სხვა რამესთან ერთად მამაკაცების ყურადღებას მათი კანიც იპყრობს. საკუთარი გარეგნობის გამო შფოთვა შეიძლება გადაიზარდოს ავადმყოფობაში - დისმორფოფობიაში. არასრულფასოვნების სერიოზული კომპლექსის გამო ადამიანები მოსვენებას კარგავენ, რადგან საკუთარ თავს არამიმზიდველად მიიჩნევენ, კანის დეფექტის აღმოფხვრის მიზნით პლასტიკური ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებენ. ყველაზე მძიმე კი ისაა, თუ ოპერაცია შედეგს არ გამოიღებს და ამას იმედგაცრუება მოსდევს. ასეთ დროს ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან აცნობიერებს, რომ მისი წვალება, ტკივილები და გაღებული მსხვერპლი უშედეგოა. საკუთარი გარეგნობის დეფექტების გაზვიადება და ამის გამო პლასტიკური ოპერაციის გაკეთების აკვიატებული სურვილი დისმორფოფობიის გამოვლინებაა. თუმცა მედიცინის თანამედროვე მეთოდები უმეტეს შეთხვევაში სასიკეთო შედეგებს იძლევა. ამ დროს ახლობლებს, მეგობრებს დიდი თანადგომა და თანაგრძნობა მოეთხოვებათ. დამწვრობის შედეგად გადატანილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის დროს აუცილებელია ასეთი ადამიანის მდგომარეობის შემსუბუქება, გულისხმიერების გამოჩენა. სასურველია ფსიქოლოგის ჩარევა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიონ ხელი ადამიანებმა, არ უნდა შეეგუონ აზრს, რომ არასოდეს იქნებიან უწინდებურად მომხიბვლელნი და სასურველნი: დღეს მართლაც უამრავი სამკურნალო და საკორექციო მეთოდი (გადანერგვა და ა.შ.) არსებობს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასე რომ, გული არ უნდა გაიტეხოთ - ცხოვრება არ მთავრდება. დაძლიეთ საკუთარი კომპლექსი, დახარჯეთ ენერგია მაქსიმალურად, ეცადეთ განიტვირთოთ აქტიური ფიზიკური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობით და მეგობრებთან ურთიერთობით. თქვენ უამრავი საუკეთესო თვისება გაქვთ, რომლის გამოც უყვარხართ თქვენს ახლობლებს, საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან, დაიბრუნოთ ხალისი და ვერანაირი ნაკლი და კომპლექსი ვერ მოგერევათ.