პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

ვიდრე რამე არ მოხდება და ისევ არ დასჭირდებათ ჩემი დახმარება... მარი, 21 წლის

- თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ სხვების მიმართ. უმჯობესია, საკუთარი საქციელის გაანალიზება სცადოთ: როცა რაიმეს გასცემთ, რას ელით სანაცვლოდ და როგორ გამოხატავთ ამას? რას განიცდის ადამიანი, ვისაც ეხმარებით? დადგით ორი სკამი ერთმანეთის პირდაპირ, დაჯექით ერთზე და წარმოიდგინეთ, რომ მეორეზე თქვენი ნაცნობი ზის. გაითამაშეთ სიტუაცია. შემდეგ მეორე სკამზე გადაჯექით და როლი შეიცვალეთ. შეეცადეთ, იგრძნოთ, როგორ აღიქვამს თქვენს საქციელს, ურთიერთობის მანერას მეორე ადამიანი. იქნებ მიხვდეთ, რა აიძულებს თქვენს ნაცნობებს, ”დაიკარგონ”. შესაძლოა, ისინი სულაც არ ”იკარგებიან”, უბრალოდ არ შეუძლიათ, მუდმივად თქვენს გვერდით იყვნენ. სამაგიეროდ, დროდადრო თქვენთან შეხვედრა ძალიან უხარიათ.

  • ჩემს დაქალს მთელი კურსი დასცინის, მე კი ეს ძალიან მწყინს. ის საკმაოდ მსუქანია, თანაც ძალიან უღიმღამოდ იცვამს. არც ვარცხნილობასა და კოსმეტიკაზე ზრუნავს მაინცდამაინც. რამდენიმეჯერ ვურჩიე, უკეთ ჩაეცვა და, საერთოდ, საკუთარ თავზე ეზრუნა, მაგრამ არც კი მომისმინა. არადა შეძლებული ოჯახიდანაა, ნორმალურად ჩაცმა და თავის მოვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, არ სურს. როგორ შევაცვლევინო აზრი? ნინკა, 18 წლის

- როგორც ჩანს, თქვენ უფრო მეტად გაღელვებთ, რას ამბობენ თქვენს მეგობარზე, ვიდრე თვითონ მას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია, მისთვის კი - არც ისე. რა შემიძლია გირჩიოთ ასეთ სიტუაციაში?

უწინარეს ყოვლისა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვინ უფრო ძვირფასია თქვენთვის - მეგობარი თუ ”მთელი კურსი”. მესმის, რომ საზოგადოებრივ აზრს იგნორირებას ვერ გაუწევთ, მაგრამ ნურც ბრმად დაემორჩილებით. დარწმუნებული ვარ, თქვენს მეგობარს აუცილებლად ექნება სხვა ღირსებები, რომლებითაც თქვენი სიყვარული და კეთილგანწყობა დაიმსახურა. ჰოდა, მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის. იფიქრეთ იმაზეც, რომ შესაძლოა, მას თვითდამკვიდრებისთვის ”ზიზილ-პიპილები” არ სჭირდებოდეს. თუ ოდესმე საამისო მოტივაცია მიეცა, მაგალითად, რომელიმე ახალგაზრდა კაცის მიმართ სიმპათია გაუჩნდა და მისთვის თავის მოწონება მოისურვა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გკითხავთ რჩევას.

თუ ბედთან შეგუება არ გსურთ, შეგიძლიათ, ასეთი ტაქტიკა სცადოთ: თქვენი მეგობრის გარეგნობაში აუცილებლად იქნება რაღაც მიმზიდველი. შეეცადეთ, ყურადღება გაამახვილებინოთ გარეგნობის დადებით მხარეებზე. ურჩიეთ, როგორ წარმოაჩინოს ისინი. მაგალითად, თუ ნაზი და ლამაზი ხელები აქვს, მიანიშნეთ ამაზე და უთხარით, რომ კარგი მანიკიური უფრო უკეთ წარმოაჩენს მათ სილამაზეს. მთავარია, ეს ყველაფერი კორექტულად გააკეთოთ, რათა მეგობარს გული არ ატკინოთ.

mkurnali.geინტერნეტით ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გავიცანი. უკვე დიდი ხანია, მიმოწერა გვაქვს და, მგონი, ერთმანეთი მოგვწონს. ახლა ტელეფონის ნომერს მთხოვს. მეც მინდა მასთან შეხვედრა, მაგრამ მეშინია, რადგან მეტყველების სერიოზული პრობლემები მაქვს. ვაითუ ამან დააფრთხოს... როგორ მოვიქცე? დიანა, 26 წლის

- ალბათ, უკეთესი იქნება, თუ თქვენს ნაცნობს გულახდილად ეტყვით თქვენი პრობლემის შესახებ - აუხსნით, რომ გაქვთ გარკვეული სირთულეები დიქციასთან დაკავშირებით, ამიტომ შესაძლოა, მასთან ტელეფონით საუბარი გაგიჭირდეთ. თუ მაინც დაჟინებით მოითხოვს თქვენთან საუბარს, დათანხმდით. აკი თვითონვე გსურთ, თქვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდეს. თქვენი სატელეფონო საუბარი ერთგვარი ტესტი იქნება: თუ თქვენი ვირტუალური ნაცნობი მართლაც სერიოზულად გეპყრობათ, მას თქვენი ნაკლი ვერ შეაშინებს.

  • ჩემი ბიჭუნა ათი თვისაა. ბოლო ხანს უცნაურად იქცევა - ადამიანების ეშინია. მხოლოდ მე და mkurnali.geმამამისს ”გვაღიარებს”. მხოლოდ უცხოებს კი არ უფრთხის, არამედ ბებიასაც, რომელსაც თვეში ერთხელ ნახულობს. მისი დანახვისას ტირილს იწყებს, მეკვრის და მისკენ არ იყურება. რამდენად ნორმალურია ასეთი ქცევა? ელენე, 29 წლის

- თქვენი ბიჭუნას ქცევაში უცნაური არაფერია. ამ სტადიას პრაქტიკულად ყველა ბავშვი გადის. თქვენმა ბიჭუნამ უკვე გაიგო, რომ ადამიანები იყოფიან ”შინაურებად” და ”უცხოებად” და ამ უკანასკნელთ უფრთხის. ერთი თვის განმავლობაში მას ავიწყდება ბებია და დრო სჭირდება, რომ ხელახლა მიეჩვიოს. მთავარია, ბავშვმა იცოდეს: დედა ყოველთვის მის გვერდით არის. ეს მას შიშის დაძლევაში დაეხმარება.

  • ბავშვობიდან ვერ ვიტან კატებს, ჩემს შეყვარებულს კი სამი კატა ჰყავს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და უკვე შეუღლებაზეც კი ვფიქრობთ, მაგრამ არ მინდა, შინაურ ცხოველებთან ერთად ვიცხოვრო! უკვე რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს საქმროს, კატები მშობლებისთვის მიეცა, მაგრამ მას ამის გაგონებაც კი არ უნდა! ნუთუ არ ვუყვარვარ? იქნებ უბრალოდ სურს, თავისი გაიტანოს? არც კი ვიცი, რა ვიფიქრო! ლიზი, 23 წლის

- ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს მიმართ გულგრილია. უბრალოდ, როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს თავისი ფისოები და მათთან განშორება არ შეუძლია. სავსებით შესაძლებელია, საყვარელ ცხოველებზე უარის თქმა მისთვის ღალატის ტოლფასი იყოს, ღალატი კი საკუთარი თავის პატივისცემას დააკარგვინებს. ასე რომ, არ გირჩევთ, ულტიმატუმი წაუყენოთ. თუნდაც თქვენ აგირჩიოთ, ვერც საკუთარ თავს, ვერც თქვენ ვერასოდეს გაპატიებთ ამ ”ღალატს” და ეს აუცილებლად აისახება თქვენს ურთიერთობაზე, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად გაგახსენებთ, რომ აიძულეთ, უარი ეთქვა საკუთარ პრინციპებზე.

საუკეთესო გამოსავალი ალბათ მაინც კომპრომისი იქნება. შეეცადეთ შეთანხმდეთ, რომ თქვენი საქმრო თვითონ იზრუნებს კატებზე - გამოკვებავს, მოუვლის მათ - და შეძლებისდაგვარად თავიდან აგაცილებთ მათთან ურთიერთობას, არ შემოუშვებს მათ საძინებელში, თქვენ კი, თქვენი მხრივ, შეეგუებით მათ არსებობას, არ სცემთ და არ შეზღუდავთ მათ.

mkurnali.geხუთი წელი ვისწავლე უმაღლეს სასწავლებელში და ახლაღა მივხვდი, რომ სულ ტყუილად დამიკარგავს ეს დრო! ახლა სადიპლომო ნაშრომზე ვმუშაობ, პროექტი თითქმის დასრულებულია, მაგრამ გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რომ ეს პროფესია საჩემო არ არის, სულ სხვა პროფესიაზე ვოცნებობ. იქნებ ყველაფერს თავი დავანებო? თამუნა, 22 წლის

- თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, თავი დაანებოთ სწავლას, მაგრამ რამდენად გონივრული იქნება ეს ნაბიჯი? იქნებ უმჯობესია, დაიცვათ დიპლომი და ცოტა ხანს მაინც იმუშაოთ თქვენი სპეციალობით? თუ ამ ხნის განმავლობაში საქმიანობის სფეროს შეცვლის სურვილი არ დაგეკარგათ, შეგიძლიათ, სხვა სპეციალობის დაუფლებაზე იფიქროთ, კვლავ ჩააბაროთ უმაღლეს სასწავლებელში და მეორედ მიიღოთ განათლება. კიდევ ერთი რჩევა: ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, ხომ არ აჩქარებთ მოვლენებს, ხომ არ გაურბიხართ შესაძლო სირთულეებს? ამ ხუთი წლის განმავლობაში რატომ არ გაგიჩნდათ სწავლის შეწყვეტის სურვილი? შეეცადეთ, გულახდილად უპასუხოთ ამ კითხვებს და შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტად გაგიადვილდეთ.