ეჭვიანობა - დაავადება თუ აკვიატებული ქცევა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეჭვიანობა - დაავადება თუ აკვიატებული ქცევა?

 

ნადავლი

“ეჭვიანობს, ესე იგი უყვარს” - გავრცელებულია ხალხში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ემოციების ამოფრქვევა ამაღლებული გრძნობების გამო არ ხდება. ეჭვიანობა საკუთრების ინსტინქტის გამოვლინებაა, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ადამიანი სიცოცხლის პირველივე წამებიდან მესაკუთრეა - იმ მომენტიდან, როცა ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ დედა შვილისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ის ბედავს სხვებთან ურთიერთობას, საუბარს, უღიმის მათ და ყველაზე საშინელება! - შეიძლება სადღაც წავიდეს, აიძულოს პატარა იტიროს, შიშისგან დაიტანჯოს და შეიძლება აღარც დაბრუნდეს?! ეჭვიანობას - “სიყვარულის გენს” უწოდებენ. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როცა ჩრდილი იმ საგნისგან დამოუკიდებლად არსებობს, რომელსაც ტოვებს. ეჭვიანობის “ახლო ნათესავია” არასრულფასოვნების გრძნობა, საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ და გაექცნენ ამ პრობლემას, ზოგიერთი პარტნიორს ამ პრინციპით ირჩევს: “თუნდაც ცუდი იყოს, სამაგიეროდ, ვერავინ წამართმევს!” ამგვარ დამოკიდებულებას კი კარგი შედეგი ვერ ექნება, ისევე, როგორც ნებისმიერი ინსტინქტის დათრგუნვას. მსოფლიოში ყველაზე ეჭვიანი მამაკაცები ბრაზილიაში ცხოვრობენ, ყველაზე მეტად კი ცოლებს იაპონელი მამაკაცები ენდობიან. ეჭვიანობა - ეს შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელსაც ყველაზე მტკიცე ქორწინების დარღვევაც კი შეუძლია. მკვლევართა მონაცემებით, განქორწინებათა 20%-ის მიზეზი სწორედ ეჭვიანობაა. მამაკაცების ეჭვიანობის გამოვლენა უმეტესად ძალზე უხეში და ქარიშხალივით დამანგრეველია, განაწყენებული მამაკაცი არაადეკვატურიც შეიძლება იყოს და დიდი მავრის მოქმედება გაიმეოროს: ჯერ დაგახრჩობ - შემდეგ გავერკვევით! ეჭვიანობის გრძნობა თითქმის ყველასთვის ნაცნობია. ადამიანთა მხოლოდ 5% აღიარებს, რომ არასოდეს უეჭვიანია. სამაგიეროდ 15-20%-ის ეჭვიანობის ფორმები სიგიჟეს ემსგავსება. მამაკაცები უფრო აქტიურად და დაჟინებით მოითხოვენ საყვარელი ქალის სხეულის ერთპიროვნულ მფლობელობას. როგორც ჩანს, ინსტინქტური შიშის გამო, რომ ბავშვის გენეტიკური მამა შეიძლება ის არ აღმოჩნდეს (ცხოველთა სამყაროში, ზოგიერთი სახეობის მამრები კლავენ იმ ნაშიერებს, რომლებიც მათ ჩარევამდე დაიბადნენ). ქალებს კი, პირიქით, შეუძლიათ აპატიონ საყვარელ მამაკაცს ცოდვები, მაგრამ ძალზე აშინებთ სხვა ქალებთAნ მათი ემოციური დაახლოება. ქალები უფრო ადვილად ეგუებიან მამაკაცების დროგამოშვებით ვიზიტებს ე.წ. “ღამის პეპლებთან,” მაგრამ ვერ უმკლავდებიან მეუღლის ყველაზე უწყინარ რომანს კოლეგასთან ან პლატონურ მიზიდულობას ყოფილ თანაკლასელთან. ქალები უფრო ხშირად ეჭვიანობენ, ვიდრე მამაკაცები, უბრალოდ, ისინი უკეთ მალავენ თავიანთ გრძნობებს. ყველაზე მძვინვარენი ახალგაზრდა ცოლები და განსაკუთრებით საყვარლები არიან, მათი 90% უგონოდ ეჭვიანობს. ოჯახის სტაჟიანი დედები არც ისე ძლიერ შფოთავენ ამ საკითხზე - ისინი თავიანთ მეუღლეებს ხშირად დამატებით შვილად აღიქვამენ და მზად არიან ოჯახს მიღმა წვრილმანი (ზოგჯერ კი მსხვილი) ცელქობა დიდსულოვნად აპატიონ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ყველაზე ეჭვიან ადამიანებად ყალიბდებიან ისინი, ვინც მშობლებს ნაკლებად უყვარდათ, ცოტას ეფერებოდნენ და ეალერსებოდნენ ან იშვიათად აჰყავდათ ხელში. ან ისინი, ვინც გადაჭარბებულად უყვარდათ, მუდმივად მფარველობდნენ, აკონტროლებდნენ მათ ყოველ ნაბიჯსა და ამოსუნთქვას. ან, ვინც ბავშვობაში გამოსცადა მშობლების განქორწინება, ან ისინი, ვინც იძულებული იყო მუდმივად ეპაექრა ძმებსა და დებთან მშობლების სიყვარულის გამო...

ინსტინქტი თუ სულმოკლეობა

როგორც უნდა ვაფასებდეთ ჩვენს განუმეორებელ ინდივიდუალობას, ზოგჯერ მაინც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ ვიქცევით, ისე, “როგორც ყველა”. რა არის ამის მიზეზი?


ნუ ვიჩხუბებთ

სიტყვა კონფორმიზმს უარყოფითი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით - გარდაქმნის პერიოდიდან, ისე კი შეგუებას, შეწყობას ნიშნავს. თავისი არსით ეს უკვე იარლიყია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ კონფორმისტებზე უფრო ფრთხილად უნდა ისაუბრონ. არ არის აუცილებელი კონფორმისტი ორსახოვანი ტიპი იყოს, რომელიც სხვის დაკრულზე საკუთარი კეთილდღეობის გამო ცეკვავს, ასეთი კონფორმიზმის გვერდით უფრო გასაგები ვარიანტებიც არსებობს. დაბნეული კონფორმისტი. მას არ სჯერა საკუთარი თავის, ამიტომაც შთავაგონებთ მას. მისთვის მისაღებია უმრავლესობის აზრი და შეხედულებები, იმის გათვალისწინებით, რომ “ჟირაფი მაღალია, ის უკეთ ხედავს”. შეშინებული კონფორმისტი. შინაგანად ის არ ეთანხმება უმრავლესობას, მაგრამ, რომ არ მოიკვეთოს ან დაისაჯოს საზოგადოებისგან, გარეგნულად ეთანხმება მას. პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი (ძლიერი პიროვნების გამოკლებით) ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღმოჩნდება დაბნეული ან შეშინებული. ამ თვალსაზრისით ყველანი რამდენადმე კონფორმისტები ვართ. რაც მეტად გვეშინია და არ გვჯერა საკუთარი ძალების, მით უფრო ხშირად აღმოვჩნდებით სხვისი ზეგავლენის ქვეშ.

ჯოგური ინსტინქტის შესახებ

შესაძლოა, ასეთი ქცევა ბუნებრივი და ჩვეულებრივი იყოს ცოცხალი არსებებისთვის. იქნებ, ეს ჯოგური ინსტინქტი არ გვაძლევს საშუალებას “მოვწყდეთ კოლექტივს”? ამის თაობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ ამერიკელმა სოციოფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ კონფორმული ქცევისკენ მუდმივად მიდრეკილია ადამიანთა 34% (ეს მცირეა ზოგადადამიანური ინსტინქტისათვის!). დიდი თუ მცირე გადახრა კონფორმიზმისკენ დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, მეორე მხრივ - საზოგადოებაში თავისუფლების დონეზე. რაც უფრო დემოკრატიულია საზოგადოება, მით ნაკლებია მასში კონფორმისტი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება - იყო ისეთი, “როგორიც ყველა”, თუ ყოველთვის არ არის თავისუფალი, ყოველ შემთხვევაში, გაცნობიერებულია. ასე რომ, თუ ზოგჯერ ნებსით თუ უნებლიეთ გვიწევს ტყუილის თქმა, მაშინ ბუნებრივ ინსტინქტს ნურაფერს მივაწერთ და დავაბრალებთ. ხოლო ის, რომ თუ მასში ვკარგავთ თავს, ჩვენ უკან ვდგამთ ნაბიჯს პირველყოფილი მდგომარეობისკენ - ეს სიმართლეა და რაც უფრო ძლიერად ვექვემდებარებით, ვემორჩილებით შთაგონებას, მით მეტი შანსი გვაქვს დავემსგავსოთ ცხვარს ფარაში.

მედლის მეორე მხარე

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ის, რომ სხვის მხარდამხარ იარონ, ანუ იყვნენ ისეთები, “როგორიც სხვა”. მათ ნონკონფორმისტებს უწოდებენ. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ძალიან ძლიერები, უშიშრები და მამაცები არიან. ისღა დაგვრჩენია, ასეთი ადამიანებით აღვფრთოვანდეთ... ნუთუ ამდენად მამაცები არიან ისინი? ფსიქოლოგიაში ნონკონფორმიზმისათვის სხვა დასახელებაც არსებობს - ნეგატივიზმი, რადგანაც ხშირად ის დაიყვანება საყოველთაოდ აღიარებულ ყველაფრის უარყოფამდე.  როცა თვითმიზანი ხდება, არ დაეთანხმო უმრავლესობას, ადამიანები საკუთარი განწყობების მონები ხდებიან. ასეთ ოპოზიციურ გარემოში ჯგუფური ზემოქმედება (განსაკუთრებით მოზარდთა) უფრო ძლიერია, ვიდრე საზოგადოების უარმყოფელი და მოძულე “კონფორმისტებისა”. მოზარდს ზოგჯერ დიდი სითამამე და სიმამაცე სჭირდება იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს “თავისუფლად მოაზროვნე” თანატოლების ზემოქმედებას და შეინარჩუნოს და დაიცვას მასწავლებელთა და მშობელთა ავტორიტეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნონკონფორმიზმი არაფრით განსხვავდება კონფორმიზმისგან, ხოლო ბუნებრიობა მასში კიდევ უფრო მცირეა.

კომპრომისი კონფორმიზმი არ არის

ნონკონფორმისტი არასოდეს დათმობას, იმიტომ რომ ის არ არის თავისუფალი. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი მოქნილობის საშუალებას აძლევს ადამიანს. კანონმდებლობა ასე თუ ისე გულისხმობს საკუთარი თავისადმი ღალატს, მოქნილობა კი გვეხმარება განვასხვაოთ მნიშვნელოვანი ნაკლებად მნიშვნელოვანისგან. მოწიფულობა და დამოუკიდებლობა იმას არ ნიშნავს, ყოველ მონასტერში შენი წესდებით შეიჭრა და ნებისმიერ პირობითობას შეებრძოლო, ან დაჟინებით მოითხოვო შენი თვალსაზრისის გაზიარება. ყველა ძლიერი და უკომპრომისო პიროვნებას შეუძლია დათმობაზე წასვლა, ეს ხომ სწორედ ძლიერთა პრივილეგიაა.

თითოეული თავის არჩევანს აკეთებს

ადამიანები საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად იქცევიან, მაგრამ გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ქცევა. ინსტინქტური ქმედება გამორიცხულია. მაგრამ ჩვენ გვიყვარს “უმცროს თანამოძმეებში” ადამიანური თვისებების ძებნა, საკუთარ თვაში კი - ცხოველურის. ასევეა ინსტინქტების შემთხვევაში. როგორც ჩანს, ადამიანები თვითონ ირჩევენ მათთვის ახლობელ ინსტინქტს და იწყებენ იმით ხელმძღვანელობას. მაგალითად, ადამიანი, რომლის ქცევა ნაკარნახევია შიშითა თუ “განსაკუთრებული ცინიზმით”, “თვითშენარჩუნების ინსტინქტს” ემორჩილება. ის, ვინც ყოველთვის ენდობა უმრავლესობას ან “ბელადს”, მიჰყვება “ჯოგურ ინსტინქტს”. მიზანდასახულობა კი, რომელიც ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანებს ახასიათებს, აიძულებს მათ დაფიქრდნენ, ხომ არ არსებობს “თავისუფლების” ინსტინქტიც.  ბიზნესსა თუ შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანთა ნაწილი ხშირად საუბრობს “თავისუფლების ინსტინქტზე”. ისინი თვლიან, რომ თუ ნამდვილად მიისწრაფვი თავისუფლებისკენ შენს ქმედებაში, თვითონ განსაზღვრავ საკეთებელს, ქმნი სამოქმედო ჩარჩოებს, თავად ისახავ მიზანს, სწორედ ეს არის ცხოვრების სილამაზე. თავისუფალი ადამიანი ლაღია და ბედნიერი.