პატიება უნდა შეგეძლოთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატიება უნდა შეგეძლოთ!

ემოცია ცუდი მრჩეველია. ის მძიმე, ზოგჯერ გამოუსწორებელი შეცდომებისკენ გვიბიძგებს. შეეცადეთ, ეს მწარე გამოცდილება სასიკეთოდ გამოიყენოთ. რით უნდა დაიწყოთ საუბარი, რათა განაწყენებულმა მეგობარმა მშვიდად მოგისმინოთ და საყვედურებით არ აგავსოთ? იქნებ საერთოდ აღარ შეეხოთ მტკივნეულ და უხერხულ თემას - ახლობელმა ზედმეტი სიტყვების გარეშეც უნდა  გაგიგოთ, ასე არ არის?

ხერხი პირველი

თუ განაწყენებულ მეგობარს ინსტიტუტის დერეფანში შეეჩეხეთ, შეგიძლიათ, ისე მოიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა და უთხრათ: “გამარჯობა, რა შესანიშნავად გამოიყურები! გეხვეწები, წავიდეთ რა კაფეში, თორემ შიმშილით ვკვდები!” ნუთუ თქვენი მეგობარი ისეთი მუდოა, რომ ასეთი მხურვალე შეხვედრის შემდეგაც კი არ მოუბრუნდება გული? თქვენ კი თავიდან აიცილებთ პრეტენზიებს, ბრალდებებსა და ცრემლებს. ოღონდ ამ ხერხს ყოველთვის ვერ გამოიყენებთ - ის საკამათო სიტუაცია ხომ მოუგვარებელი დარჩა. თუ კამათის მიზეზი წვრილმანი რამ იყო, ის მალე მიეცემა დავიწყებას, მაგრამ თუ არა? მაშინ ის გულში ხინჯად ჩარჩება და შესაძლოა, ოდესმე კვლავ მიიღოთ საყვედური ძველი წყენის გამო, რომელიც თქვენმა მეგობარმა ვერ დაივიწყა. პირადი ურთიერთობისას ხანდაზმულობის პრინციპი ყოველთვის არ ჭრის. დავუშვათ, გსურთ, დაივიწყოთ პრობლემა, თავი ისე გიჭირავთ, თითქოს არაფერი მომხდარა,… მეგობარიც აგყვათ თამაშში და წყენას არ გაჩვენებთ,… უმჯობესია, მაინც შეარჩიოთ მომენტი და უთხრათ: “ძალიან ვწუხვარ, რომ გაწყენინე. მაპატიე, თუ შეგიძლია”.

ხერხი მეორე

ახლა ახალგაზრდებს შორის მიღებულია შMშ-ებითა და ინტერნეტით ურთიერთობა. ერთიცა და მეორეც ნამდვილად კარგი გამოსავალია ასეთი დელიკატური სიტუაციიდან. როცა პატიებას წერილობით ითხოვ, აღარ გჭირდება იმ ადამიანისთვის თვალებში შეხედვა, რომელსაც აწყენინე. ეს იმას  ნიშნავს, რომ თავიდან იცილებ დანაშაულის განცდას. არავინ გაწყვეტინებს სიტყვას, არავინ გაჩერებს. ამასთან, საშუალება გაქვს, კარგად მოიფიქრო ტექსტი, მოძებნო საჭირო სიტყვები. დააჭერ ღილაკს “გაგზავნა” და მოეშვები. ახლა შეგიძლია, დაისვენო და სხვა საქმეებს მიხედო, სანამ ადრესატი პასუხის გამოგზავნას ინებებს. მაგრამ თუ არ ინება? მაშინ თავსატეხი გაგიჩნდებათ: ან თქვენი ბოდიში არ მიიღეს, ან წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, ან ადრესატმა პასუხის გასაცემად ვერ მოიცალა. დაიმახსოვრეთ: ურთიერთობის ასეთი ფორმა სერიოზული პრობლემების მოსაგვარებლად არ გამოდგება. გამოდის, რომ მეგობარი პირადი აუდიენციის ღირსად არ მიგაჩნიათ. ელექტრონული გზავნილი კი ყოველთვის ვერ გამოხატავს ყველა საჭირო ინტონაციას: იქნებ თქვენი თავაზიანი ფრაზა ადრესატს გულგრილი მოეჩვენა, იქნებ ტექსტის ბოლოს დასმული სიცილაკი არასერიოზული დამოკიდებულების ნიშნად მიიღო და ეწყინა…...

ხერხი მესამე

რეცეპტი უაღრესად მარტივია: იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და პირველი ნაბიჯი თქვენ თვითონ გადადგით, მიდით (ან დაურეკეთ) და წამოიწყეთ ეს რთული საუბარი. ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, რა ძნელია ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს უკვე თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს. თავი არიდეთ ხმამაღალ, თეატრალურ ფრაზებს. აუხსენით, რომ არ გინდოდათ მისი გულისტკენა, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ კამათის საგანზე ისევ სხვადასხვა აზრი გაქვთ, შესთავაზეთ შერიგება - აზრთა სხვადასხვაობამ კარგ ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს. თუ თქვენმა სიტყვებმა ან საქციელმა უსიამოვნო შედეგი გამოიღო, შეეცადეთ იპოვოთ რაიმე საშუალება საქმის გამოსასწორებლად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა საქციელი სიტყვებზე მნიშვნელოვანია. ბოდიში მიღებულია, მაგრამ გრძნობთ, რომ თქვენდამი ნდობა დაკარგეს? აჩვენეთ, რომ თქვენ გულწრფელად გსურთ ურთიერთობის გამოსწორება, იყავით ყურადღებიანი, გამოხატეთ თანაგრძნობა, თანადგომა.