პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

- როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც თქვენს გემოვნებას სათანადო პატივისცემით არ ეპყრობოდა და ახლა შეყვარებულისგანაც ასეთივე რეაქციას ელით. მაგრამ ეს ხომ სხვა ადამიანია! ესაუბრეთ მას თქვენს ინტერესებზე. ყოველი შემთხვევისთვის, დაიწყეთ ისეთი რამით, რაც თქვენში ძლიერ ემოციას არ იწვევს. ეგებ, ყველაფერი არ მოეწონოს, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივია. ადამიანებს შეუძლიათ, არ გაიზიარონ ერთმანეთის გატაცებები, მაგრამ აუცილებელია, პატივს სცემდნენ მათ.

 

  • მყავს შეყვარებული. ის არასოდეს მეპატიჟება თავისთან, ჩემთან კი ძალიან ხშირად დადის. არ მაცნობს თავის მეგობრებს, ჩემი მეგობრების წრეში ყოფნას ამჯობინებს. ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს ჩემი რცხვენია. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო... ანა, 26 წლის

- რეკომენდაცია მარტივია: ნუ იტეხთ თავს იმაზე ფიქრით, რა ხდება; პირდაპირ ჰკითხეთ მას, რაშია საქმე. ჩვენ ხშირად სხვისი ქცევის არასწორ ინტერპრეტაციას ვახდენთ, მცდარ მოტივებს მივაწერთ. იქნებ თქვენი შეყვარებული შიშობს, რომ სწორედ თქვენ არ მოგეწონებათ მისი მეგობრები? შინ კი იმიტომ არ გეპატიჟებათ, რომ რემონტი აქვს... ესაუბრეთ მას გულახდილად და ყველაფერს გაიგებთ.

 

  • ერთდროულად რამდენიმე ბიჭს ვხვდები. მეგობარი გოგონები მკიცხავენ ამის გამო, მე კი ვერ ვერევი საკუთარ თავს: ყველა მომწონს... როდის ვისწავლი გრძნობებში გარკვევას? ელენე, 21 წლის

- იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოთ, საჭიროა, გარკვევით ჰკითხოთ საკუთარ თავს, რა გსურთ. როგორც ჩანს, დინებას მიჰყვებით, თანაც რამდენიმე თაყვანისმცემლის ყოლა თქვენს მომხიბვლელობაში გარწმუნებთ. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ბევრს მოსწონხარ. თუ გსურთ, შეცვალოთ სიტუაცია, დაფიქრდით, რას ელით საყვარელი მამაკაცისგან. ამ შემთხვევაში გაგიჩნდებათ კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, უფრო უკეთ გაერკვეთ ბევრ რამეში.

საგანგაშო არაფერია იმაში, თუ რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდებით - ასე უკეთ გაიცნობთ მათ და გაიგებთ, შეეფერებით თუ არა ერთმანეთს, საბოლოოდ კი იპოვით ადამიანს, რომლის გამოც სხვებთან შეხვედრას შეწყვეტთ.

 

mkurnali.ge როცა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, საყვარელმა მამაკაცმა მიმატოვა, ბიჭუნას დაბადებიდან ნახევარი წლის შემდეგ კი ისევ გამოჩნდა. მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენს შვილს არ აღიარებს. როგორ მოვიქცე? ქეთი, 25 წლის

- როგორც ჩანს, მას არ სურს, ბავშვზე პასუხისმგებლობა იკისროს და ისე იქცევა, თითქოს ბავშვი არც არსებობდეს. ამით ის უარყოფს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეს. ალბათ, არც თქვენ აპირებთ მის გამო შვილის მიტოვებას. ეს მოწმობს, რომ სერიოზული ურთიერთობა თქვენ შორის არ გამოვა. გჭირდებათ ასეთი ადამიანი მხოლოდ საყვარლის როლში?..

 

  • ერთ ბიჭს ვხვდები. მისდამი გულგრილი არ ვარ, მაგრამ რატომღაც სხვა ბიჭებსაც ვხვდები. თან მგონია, რომ ეს ღალატია... ძალიან მიჭირს იმის ახსნა, რატომ ვიქცევი ასე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მიყვარს ის და არ მინდა დავშორდე. რაკი ვიცი ჩემი "ცოდვების" შესახებ, არც მას ვენდობი და გამუდმებით ვჩხუბობთ...  თეკო, 19 წლის

ადამიანები ასე სხვადასხვა მიზეზით იქცევიან: ზოგი - იმიტომ, რომ სურს ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ არ ჰყოფნის სითამამე და იმედი აქვს, ღალატი თავისთავად დაუსვამს წერტილს მათ კავშირს. ან იქნებ გგონიათ, რომ თქვენი შეყვარებული ოდესმე გიღალატებთ და წინასწარ უხდით სამაგიეროს... გამორიცხული არ არის ასეთი ვარიანტიც: თქვენ განაგრძობთ იდეალური პარტნიორის ძებნას. ყოველი მომდევნო თაყვანისმცემელი თავდაპირველად იდეალად გეჩვენებათ, შემდეგ კი ილუზია ქრება... ეცადეთ, მიიღოთ თქვენი საყვარელი მამაკაცი ისეთი, როგორიც არის, ყველა თავისი ღირსებითა და ნაკლით.

 


  • ვგრძნობ, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ჩემი შურს. რამის ყიდვისას განგებ მაძლევს ცუდ რჩევებს, მეუბნება, რომ მე გემოვნება არ მაქვს, თვითონ კი ყველაფერში მბაძავს. აღარ მინდა მასთან ურთიერთობა! როგორ ვუთხრა ეს ისე, რომ არ ვაწყენინო? ნათია, 19 წლის

-რატომ გეშინიათ მისი წყენინებისა? იმედი გაქვთ, რომ თუ ”სწორად” დაელაპარაკეთ, შეიცვლება? ესაუბრეთ იმაზე, რას განიცდით. მაგალითად: ”როცა ცუდ რჩევას მაძლევ, ძალიან ვბრაზობ და ასეთ დროს შენთან ურთიერთობა არ შემიძლია”. ეს სიმართლეც იქნება და არც შეურაცხმყოფლად გაიჟღერებს. თქვენი მეგობრის რეაქცია ნათელს მოჰფენს თქვენი ურთიერთობის მომავალს.

 

  • შემთხვევით მოვკარი ყური ჩემი უმცროსი ძმის საუბარს მეგობრებთან. მისი მეგობრები ჩემზე უხამს სიტყვებს ამბობდნენ, ჩემი ძმა კი მხოლოდ იცინოდა. ძალიან მეტკინა გული. როგორ მოვიქცე, მოვთხოვო თუ არა პასუხი? ნინო, 22 წლის

- მოზარდ ასაკში მნიშვნელოვანია, მიგიღონ კომპანიაში, როგორც თავისიანი. ხშირად მოზარდი მზად არის, ამისთვის თავისი ღირებულებები, თავისი შეხედულებები დათმოს. ნუ დაინახავთ თქვენი ძმის საქციელში თქვენდამი დამოკიდებულების ნამდვილ გამოხატულებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარხართ ან პატივს არ გცემთ. გავა დრო და ისწავლის, როგორ განასხვაოს ჯგუფისგან საკუთარი პიროვნება.

 

mkurnali.geჩემს ქმარს ჰყავს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. მათ უკვე ათი წელია არ ჰქონიათ ურთიერთობა, ახლა კი გამოჩნდა, ვითომც ახლა შეეტყოს, რომ მისი მამა და ბებია ამ ქალაქში ცხოვრობენ... წელს ის სკოლას ამთავრებს და უმაღლეს სასწავლებელში აპირებს ჩაბარებას. შესაბამისად, სჭირდება ფული და ამიტომაც ”გაიხსენა” მამა. ჩემი ქმარი ეიფორიაშია და გოგონას ხელისგულზე ატარებს, მე კი სტრესულ მდგომარეობაში ვარ. აღარც ცხოვრების ხალისი მაქვს, აღარც მადა, აღარც განწყობა. ქმარი მეუბნება, რომ თუ არჩევანის წინაშე დადგა, მე ამირჩევს. რასაკვირველია, არც მას ულხინს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: ჩვენ შვილი არ გვყავს. ოთხჯერ მომეშალა მუცელი. ნათესავები მაძალებდნენ, გააჩინეო, მე კი ორსულობის მიმართ შიში გამიჩნდა... ჩემი ქმრის ქალიშვილის არც დანახვა მინდა და არც მასზე რამის გაგონება... მაკა, 35 წლის

- ეცადეთ გაარკვიოთ, კონკრეტულად რა საფრთხე გემუქრებათ ამ გოგონას გამო. მაშინ თქვენთვის ნათელი გახდება, როგორ აიცილოთ თავიდან ეს საფრთხე. მაგალითად, თუ ის გაშინებთ, რომ გამუდმებით მოსთხოვს მამას ფულს, მაშინ მოელაპარაკეთ ქმარს იმის თაობაზე, რომ ამან განსაზღვრულ თანხას არ უნდა არ გადააჭარბოს და არ შეზღუდოს თქვენი ფინანსური ინტერესები. ერიდეთ თქვენი ქმრისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობაში ჩარევას, მაგრამ ნურც ზღუდეს ააშენებთ თქვენსა და გოგონას შორის. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს თქვენმა ქმარმა, ეს მისთვის ადვილი არ იქნება და არც თქვენი ურთიერთობა გამოკეთდება ამის შემდეგ. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ქალიშვილი და ცოლი - ეს ორი სხვადასხვა რამ არის და თქვენ ერთმანეთის კონკურენტები ვერ იქნებით. გარდა ამისა, გოგონას გამოჩენას გარკვეული დადებითი მხარეც აქვს: ახლა შეგიძლიათ, უფრო იოლად აღუდგეთ წინ ნათესავების ზეწოლას ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით: თქვენს მეუღლეს ხომ უკვე ჰყავს შვილი, შეგიძლიათ, აღარ გარისკოთ და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.

გოგონას ნახვა ან მასზე საუბრის მოსმენა თქვენთვის სრულიადაც არ არის სავალდებულო. სთხოვეთ ქმარს, რომ მისი და მისი ქალიშვილის ურთიერთობა თქვენ არ შეგეხოთ.