ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ოცნება სასარგებლოა, როცა ის მიზნისკენ სწრაფვაში გვეხმარება, გვაძლევს სტიმულს, გვმატებს თავდაჯერებას. თქვენი ფანტაზიები კი რეალობისგან შორსაა. ყველას არ აქვს დიდი კაპიტალის ფლობის ან მოპოვების შესაძლებლობა და პერსპექტივა. კომფორტისა და სილამაზისკენ მიისწრაფვით? სცადეთ, შექმნათ მყუდრო ატმოსფერო თქვენს ბინაში იმით, რაც გაქვთ. მოვლილი ბინა მოკრძალებული, მაგრამ ორიგინალური დიზაინით ახარებს თვალს და ნაკლებად მოგგვრით სევდას. ბედნიერება მხოლოდ სიმდიდრეში ნამდვილად არ არის.

მეგობარმა გოგონამ ძალიან მაწყენინა - რაღაცაზე წავკამათდით და კამათის დროს ბევრი საწყენი რამ მითხრა. ალბათ არც მე დავრჩენილვარ ვალში... ახლა მას შერიგება სურს, მე კი ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. მინდა გავარკვიო, იყო თუ არა სიმართლე მის სიტყვებში. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. თამარი, 30 წლის

ჩხუბის დროს ადამიანები ბევრ საწყენ სიტყვას ეუბნებიან ერთმანეთს. არა იმიტომ, რომ წყენა "დაუგროვდათ", არამედ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს სურს, ტკივილი მიაყენოს მეორეს. სწორედ ამ სურვილიდან გამომდინარე ხდება ფრაზების ფორმულირება. ასე რომ, ასეთ წუთებში წარმოთქმულის გულთან მიტანა არ ღირს. თუმცა თავის დასამშვიდებლად ალბათ ღირს შეიტყოთ სხვა ნაცნობების აზრი მომხდარის თაობაზე. შეურიგდეთ თუ არა მეგობარს? თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ესე იგი ამისთვის ჯერ კიდევ არ ხართ მზად. დაფიქრდით იმაზე, რა გაკავშირებთ ამ გოგონასთან, გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - საერთო ინტერესები თუ წყენა. თუმცა, ასეა თუ ისე, აჩქარებას მაინც არ გირჩევთ - ნაძალადევი სინანული თქვენს მეგობრობას ვერ განამტკიცებს. უმჯობესია გულახდილად უთხრათ თქვენს მეგობარს, რომ ვერ ივიწყებთ მომხდარს და აღუთქვით, რომ თვითონ დაურეკავთ, როცა ცუდის დავიწყებას შეძლებთ.

როგორც კი ახალგაზრდა მამაკაცების კომპანიაში მოვხვდები, მაშინვე ვიბნევი და ვიბოჭები, თითქოს მათთან საუბრის მეშინია, ქალების წრეში კი თავს ლაღად და თამამად ვგრძნობ. ჩემს მეგობარ გოგონებს მიაჩნიათ, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მაშ, მამაკაცებთან რა მემართება? ლიკა, 34 წლის

უნდა გაიაზროთ, რომ მამაკაცები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ქალები. რა თქმა უნდა, მათ ფეხბურთი უფრო აღელვებთ და აინტერესებთ, ვიდრე ტანსაცმლის ახალი კოლექცია, მაგრამ საუბრისთვის უამრავი ნეიტრალური თემის პოვნაც შეიძლება. მაგალითად, ისაუბრეთ იმაზე, ვინ როგორ გაატარა შვებულება, გაიხსენეთ კურიოზები, განიხილეთ პროფესიული საკითხები. ნუ შეუშინდებით თემის შეცვლას, თუ შეამჩნევთ, რომ თანამოსაუბრე მის მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებს. სხვათა შორის, ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ საუკეთესო თანამოსაუბრე ის არის, ვინც მოსმენა იცის.

მეზობლის ძაღლი ჩვენს ნაკვეთში "დასახლდა", თან განუწყვეტლივ ჩვენს კატას დასდევს. არაერთხელ ვთხოვეთ მეზობლებს, დაებათ, ისინი კი გვპასუხობენ, გვეცოდებაო. ძალიან მინდოდა, ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვეგვარებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, უსიამოვნებას თავიდან ვერ ავიცილებთ. როგორ ვიპოვო გამოსავალი? მაგდა, 39 წლის

თუ მეზობლები თქვენს თხოვნაზე არ რეაგირებენ, მათ ულტიმატუმი უნდა წაუყენოთ: ან თვითონ მოუვლიან თავიანთ ძაღლს, ან იძულებული გახდებით, თავად დააბათ ის თქვენს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, უფრო მკაცრად მოექეცით ამ უსიამოვნების მთავარ მიზეზს - ნუ მოეფერებით, ნურც აჭმევთ და ნურც თქვენს ნაკვეთში სირბილის უფლებას მისცემთ. თუ ყოველი მოსვლისას გაუჯავრდებით და გააგდებთ, ის უფრო და უფრო იშვიათად გესტუმრებათ.


შეყვარებულს დავშორდი და საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ. იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, მე მხოლოდ მისი ინტერესებით ვცხოვრობდი, სხვა აღარავინ მაინტერესებდა, ყველა მეგობარს ჩამოვშორდი. სამი თვის წინ კი ერთმანეთს დავშორდით. ახლა არავის ვხვდები, ვერც რაიმე საქმეს ვკიდებ ხელს, გულს ვერაფერს ვუდებ. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? ანანო, 25 წლის

უპირველეს ყოვლისა, ნუ დააჩქარებთ საკუთარ თავს. თქვენი განშორებიდან ჯერ არც ისე ბევრი დრო გასულა. რომანის დასრულების შემდეგ ზოგიერთი ადამიანი აპათიაში ვარდება. მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება. როგორც კი იგრძნობთ, რომ სხვასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდათ, დაურეკეთ თქვენს ძველ ნაცნობებს. შესაძლოა, ყველამ არ მოისურვოს თქვენთან საუბარი, მაგრამ ვინმეს მაინც გაახარებს თქვენი დაბრუნება. ჩამოწერეთ იმ საქმიანობათა სია, რომლებიც ადრე გაინტერესებდათ (სპორტი, ცეკვა და ა.შ.) და მოსინჯეთ ის, რასაც ამჟამადაც სიამოვნებით გააკეთებდით. ასე უფრო ადვილად გაიგებთ, რისკენ მიგიწევთ გული.

მაქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ, ამიტომ გამუდმებით ვიცავ დიეტას და ძალიან მშურს ჩემი გამხდარი ქმრის... ის კი, მოვა თუ არა სამსახურიდან, დაიწყობს თე-ფშზე გემრიელ კერძებს და მადიანად მიირთმევს. მე სურვილი მიჩნდება, მწარედ ვუთხრა რაიმე. როგორ შევიკავო თავი? თამუნა, 26 წლის

როგორც ჩანს, საკუთარ ქმარზე გაბოროტება თქვენივე თავით უკმაყოფილების გამოძახილია. დაფიქრდით, გჭირდებათ კი ისეთი დიეტა, რომლის გამო ასე ხართ გაღიზიანებული? იქნებ ზედმეტი კილოგრამები სჯობია ოჯახში დაძაბულ ატმოსფეროს? სცადეთ, ფორმა ვარჯიშით შეინარჩუნოთ და სამზარეულოდან გამოხვიდეთ, როცა თქვენი ქმარი ვახშმობს. თქვენი პრობლემის საფუძველი საკუთარი თავისადმი თქვენივე დამოკიდებულებაა. სასურველია, პირადად მიიღოთ ფსიქოლოგის კონსულტაცია.

ჩემი საყვარელი ადამიანი ძაღლთან თამაშს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ჩემთან ურთიერთობას, უფრო მეტს ეფერება, ვიდრე მე... თავს სულელურად ვგრძნობ, მაგრამ ამ სიტუაციას ვერაფერს ვუხერხებ. ნატა, 19 წლის

როგორც ჩანს, თქვენი ეჭვიანობა იმით არის გამოწვეული, რომ გაკლიათ ყურადღება თქვენი მეგობრის მხრიდან. შესაძლოა, მას აღზრდა ან ბუნებრივი მორიდება არ აძლევდეს საშუალებას, იყოს თქვენდამი უფრო ალერსიანი და ყურადღებიანი. გამოიჩინეთ ინიციატივა თქვენ თვითონ, უთხარით მას, რომ გსურთ მოგექცეთ უფრო ნაზად, ალერსიანად, რომ თქვენ მისგან კომპლიმენტებს ელით. საყვედურებისგან კი თავი შეიკავეთ.

შემიყვარდა მამაკაცი, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ნუთუ ჩვენი ურთიერთობა განწირულია? ის თვეში 1-2-ჯერ ჩამოდის საქართველოში და ამ დროს აუცილებლად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მაინც მგონია, რომ აქედან არაფერი გამოვა. ღირს თუ არა შეხვედრების გაგრძელება? ანა, 20 წლის

ეს თქვენი გადასაწყვეტია. ვერავინ იტყვის, სადამდე მიგიყვანთ ესა თუ ის ურთიერთობა. ზოგიერთი წყვილი შორიშორს ცხოვრობს, მაგრამ წლობით ინარჩუნებს გრძნობას. ალბათ ჯობს, ჩადენილი ინანოთ, ვიდრე დაგტანჯოთ იმაზე ფიქრმა, რომ შანსი ხელიდან გაუშვით.