ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

ჩემი დაქალი გამუდმებით მაძლევს შენიშვნას - მაკიაჟს არასწორად იკეთებო. თვითონ კოსმეტიკის რეალიზატორად მუშაობს ერთ-ერთ ფირმაში და ცდილობს, მეც მიმიყვანოს სარეკლამო სემინარებზე. ნუთუ ამიტომ მაკრიტიკებს? ნატა, 30 წლის

თუ თქვენი მეგობარი მართალია და მაკიაჟის წასმის თქვენეულ მანერაში მართლაც არის ნაკლოვანებები, კოსმეტიკური ფირმის სარეკლამო აქცია მათ ვერ გამოასწორებს. იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რამდენად გულწრფელია თქვენი მეგობარი, უთხარით, რომ გადაწყვიტეთ, მიმართოთ სტილისტს. თუ მას გულწრფელად შესტკივა გული თქვენზე, ეს ამბავი გაახარებს; თუ შეწუხდა, ამით საკუთარ თავს გაყიდის.

ძალიან მწყინს, როცა ქმარი დამცინავად იხსენიებს ჩემს გარეგნობას. ახლახან მაღაზიაში შევიარეთ კაბის შესაძენად და გასახდელში ფარდის მჭიდროდ ჩამოფარება ვცადე, მან კი მომაძახა: "გეყოფა, რა, ვინ გიყურებს, ან რა არის საყურებელი?.." ლიზი, 28 წლის

არ ღირს ცალკეული გამონათქვამებიდან სერიოზული დასკვნების გამოტანა, მით უმეტეს, თუ თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. ეს ფრაზა კი, სავსებით შესაძლებელია, მაღაზიაში დიდხანს ყოფნის გამო გაღიზიანებას დავაბრალოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენი მეუღლე არ არის მიდრეკილი ქალის სხეულის, როგორც სექსუალური ობიექტის, აღქმისკენ, როცა მას აუზში, პლაჟზე ან გასახდელში ხედავს. ასეთ წუთებში მას ალბათ ყოფითი პრობლემები, მათ შორის - თქვენი შენაძენის ფასი, უფრო აღელვებს.

ჩემთან მუშაობს ერთი ქალბატონი, რომლის თანდასწრებითაც ხმის ამოღებისა მეშინია - ენაზე კბილის დაჭერა საერთოდ არ შეუძლია! როგორ მოვახერხო, რომ მასთან ნორმალური ურთიერთობაც დავამყარო და არც ჭორაობის საბაბი მივცე? ნანა, 23 წლის

მეეჭვება, გამოუსწორებელმა ჭორიკანამ თქვენთვის გამონაკლისი დაუშვას იმის გამო, რომ მისდამი კეთილგანწყობას გამოამჟღავნებთ; პირიქით, შესაძლოა, თქვენთან მეგობრობა ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოს. იყავით მის მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ ეცადეთ, დაიცვათ დისტანცია. ნუ ჩაიკეტებით მასთან, რათა მისი რისხვა არ დაიმსახუროთ, მოურიდებელი კითხვები კი ხუმრობაში გაუტარეთ ან საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ.

დედაჩემი და ჩემი და დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემი შეყვარებული უბრალოდ მიყენებს. ყველაფერი კი იმის გამოა, რომ ის ჩემზე შვიდი წლით უფროსია. როგორ დავარწმუნო ჩემი ოჯახი, რომ ტყუილად ღელავენ? ნინიკო, 17 წლის

თქვენს ახლობლებს შეიძლება გავუგოთ: ისინი შიშობენ, ასაკით უფროსმა მამაკაცმა თქვენი გამოუცდელობით არ ისარგებლოს. მაგრამ ახლობლების მღელვარება ერთია, ხოლო თქვენი პირადი გამოცდილება - მეორე. თუ თქვენი შეყვარებული პატივს გცემთ და გაფასებთ, წრფელი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, დედათქვენი და თქვენი და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინახავენ ამას.


საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი: ჩემი ქმრის ვაჟი პირველი ქორწინებიდან მალულად "სესხულობს" ჩვენგან ფულს. ის ხშირად დადის ჩვენთან, ამ რამდენიმე ხნის წინ კი შევამჩნიე, რომ მისი ვიზიტების შემდეგ ყოველთვის გვაკლდება ცოტაოდენი ფული. ჩემს ქმარს რამდენჯერმე ვთხოვე, ამის თაობაზე ესაუბრა მასთან, მაგრამ ის გამუდმებით დებს... იქნებ ბიჭის დედას დაველაპარაკო? ეკა, 27 წლის

ვაჟის აღზრდა მშობლების საქმეა და არა თქვენი, მაგრამ ქურდი უნდა შეაჩეროთ. ნუღარ შეინახავთ ფულს იქ, საიდანაც დაიკარგა, მის ნაცვლად კი ბიჭს წერილი დაუტოვეთ: გესმით, რომ ის არ აიღებდა ფულს აუცილებლობის გარეშე, მაგრამ ისურვებდით, ამიერიდან ეს უნებართვოდ აღარ გაეკეთებინა.

ისე მოხდა, რომ დავორსულდი. ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა მაშინვე შემომთავაზა, ჩვენი ურთიერთობა დაგვეკანონებინა, მაგრამ მე არ მსურს, მოვალეობის გამო გავყვე ცოლად! აქამდე ცოლობა არასოდეს უთხოვია. გამოდის, რომ ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გამო შემომთავაზა. როგორ მოვიქცე? თათია, 22 წლის

თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი საყვარელი მამაკაცის გულწრფელობაში, გულახდილად უნდა ესაუბროთ მას. აუხსნათ, რისი გეშინიათ - სახელდობრ, იმისა, რომ თქვენი ცოლად შერთვა მხოლოდ ბავშვის გამო სურს და არა თქვენ გამო. სთხოვეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და თავის გრძნობებში გაერკვიოს. თუ გადაწყვეტს, რომ ნამდვილად მზადაა თქვენთან ერთად ოჯახის შესაქმნელად, მოხარული იქნებით, ხოლო თუ უარს იტყვის - გაუგებთ.

მე და ჩემს მეუღლეს ერთნაირი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ის გამუდმებით ცდილობს, აკონტროლოს ჩემი ხარჯები. მომბეზრდა მისთვის ყოველი წვრილმანის გამო ანგარიშის ჩაბარება, მაგრამ საკმარისია, უა-რი ვუთხრა, რომ მაშინვე ჩხუბს იწ-ყებს. მედეა, 31 წლის

ზოგი იმიტომ კი არ ძუნწობს, რომ პათოლოგიური დამოკიდებულება აქვს ფულისადმი, არამედ იმიტომ, რომ ეშინია, ხელიდან არ გაუსხლტეს ცხოვრების ფინანსური ნაწილის სადავე. შესაძლოა, თქვენს ქმარს ეჩვენება, რომ თქვენი ხარჯები სტიქიურია... იქნებ ჯობდეს, ყოველთვე განსაზღვრული თანხა გადადოთ სურვილისამებრ დასახარჯად, და ქმარიც აღარ იღელვებს იმის გამო, სად მიდის თქვენთვის განკუთვნილი თანხა.

სულ ჯინსი მაცვია, თუმცა კარადა ტანსაცმლით მაქვს გამოტენილი. ეს ჩვევა ბავშვობიდან მომყვება - ყველაფერ საუკეთესოს მომავლისთვის ვინახავ. შევიძენ ულამაზეს კაბას, მაგრამ წლობით არ ვიცვამ, რადგან საამისო მიზეზს ვერ ვხედავ, და ასე, ჩანჩურასავით დავდივარ... ნელიკო, 27 წლის

როცა პატარა იყავით, თქვენს მშობლებს ალბათ ეშინოდათ, ძვირფასი ტანსაცმელი არ გაგეფუჭებინათ, უმნიშვნელო ლაქის გამოც კი გიბრაზდებოდნენ და გსაყვედურობდნენ, არაფრის ღირსი არ ხარო. და აი შედეგიც: არ შეგწევთ უნარი, გაიხაროთ ახლა და აქ. სცადეთ, ლამაზ ნივთს მიანიჭოთ ჯილდოს სტატუსი, რომელიც უნდა დაიმსახუროთ. მაგალითად, აღუთქვით საკუთარ თავს, რომ თუ დღეს ყველა საქმეს მოასწრებთ, ხვალ სამსახურში ჩაიცვამთ ყველაზე ლამაზ კაბას.