პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

 

 

  • ჩემი უმცროსი და ცეკვაზე დადის. ძალიან უყვარს ცეკვა, მაგრამ მისი პედაგოგი დარწმუნებულია, რომ მას საამისო მონაცემები არ გააჩნია. ჩემი და მართლაც მსუქანია, ამიტომაც სტუდიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომავალ წელს მას აღარ აიყვანს. ეს ჩემი დისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. როგორ ვუთხრა ეს? თეო, 21 წლის

მოიქეცით დელიკატურად. აუხსენით გოგონას, რომ თუ ცეკვა სურს, მოუწევს სპორტულ დარბაზში სიარული, დიეტის დაცვა, იშვიათად შეხვდება მეგობრებს... საუკეთესო ვარიანტია, იცეკვოს შინ, საკუთარი სიამოვნებისთვის, საოჯახო დღესასწაულებზე. გარდა ამისა, ამქვეყნად კიდევ ბევრი საინტერესო საქმიანობა არსებობს.

 

  • ჩემი ბიჭი მომავალ წელს სკოლაში მიდის. ის ჩვენი ერთადერთი შვილია და მიეჩვია ყურადღების ცენტრში ყოფნას. არც საბავშვო ბაღში უვლია. მეშინია, სკოლაში სხვა ბავშვებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობისას პრობლემები არ გაუჩნდეს... ელენე, 26 წლის

ბიჭისათვის სასარგებლო იქნება, თუ დარჩენილ დროში სხვა ბავშვებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილებას მაინც შეიძენს. მიიყვანეთ რომელიმე სპორტულ სექციაში ან სტუდიაში. ასევე კარგი იქნება, თუ მომავალ მასწავლებელს წინასწარ გაიცნობს. წაიყვანეთ ბავშვი სკოლაში, შეიყვანეთ კლასში, რომელშიც მას მოუწევს სწავლა, დასვით მერხთან, დაახატვინეთ დაფაზე, აჩვენეთ, სად არის ბუფეტი, ტუალეტი, რათა სასწავლო წლის დაწყებისას არა უცნობ, არამედ კარგად ნაცნობ გარემოში მოხვდეს.

 

mkurnali.geვოცნებობ, გავიცნო კარგი ადამიანი და შევიყვარო, თუმცა არსებობს ერთი `მაგრამ~... ლოყაზე მაქვს ნაიარევი და ბიჭებთან ურთიერთობისას სულ მასზე ვფიქრობ... ნათია, 15 წლის

ვისიმე გარეგნობის შეფასებისას ადამიანები იმასაც აქცევენ ყურადღებას, როგორ აფასებს საკუთარ თავს თავად ის. თუ გამუდმებით არ იფიქრებთ თქვენს ნაიარევზე, სხვები მას ვერც კი შეამჩნევენ. იფიქრეთ იმ ადამიანზე, ვისთანაც საუბრობთ და არა თქვენს ნაკლზე.

 

 

 

  • ჩემი მეუღლე ძალიან გულისხმიერი ადამიანია. რა დროც არ უნდა იყოს, დაუფიქრებლად მიიჩქარის მეგობრების დასახმარებლად, ოჯახს კი ივიწყებს... უქმეებზე მე და ჩემი შვილი მარტონი ვსხედვართ შინ, მეუღლე კი მთელ თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს - ან ავეჯის გადაზიდვაში ეხმარება ვინმეს, ან უსიამოვნების გამო თანაუგრძნობს. არ ვიცი, როგორ ვებრძოლო ამას, თანაც ისე, რომ არ აღვმართო კედელი ოჯახსა და მეგობრებს შორის. ნატა, 28 წლის

თქვენი მეუღლე დახმარებაზე უარს ვერავის ეუბნება? თქვენც სთხოვეთ რამე. მაგალითად, წაიყვანოს ბავშვი ზოოპარკში ან თქვენთან ერთად ესტუმროს ბებიას. აუხსენით, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის უქმეების მეუღლესთან ერთად გატარება. გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რომ მისი თანადგომა თქვენც გჭირდებათ.

 


 

  • ჩემი მოზარდი ვაჟი ხშირად მატყუებს. შინიდან სადილისთვის ფულს ვატან, ის კი მას მეგობარს აძლევს ლუდის შესაძენად. აცდენს გაკვეთილებს, შემდეგ კი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. როცა ტყუილში ვამხელ, ჯიუტად უარობს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე... ეკა, 32 წლის

თქვენი შვილი ყველაფერს იმიტომ უარყოფს, რომ ეს მისთვის ერთადერთი გზაა თავის დასაცავად. თუ არ გსურთ, ასე მოიქცეს, ნუ მოახდენთ მასზე ზეწოლას და ნურაფერში დაადანაშაულებთ. უმჯობესია, უთხრათ: `ჩემთვის ეს ყველაფერი მტკივნეული და უსიამოვნოა, განსაკუთრებით ის, რომ მატყუებ~ - და ამით მორჩეთ, აღარასოდეს დაუბრუნდეთ ამ თემას, თუ თქვენი ვაჟი თვითონვე არ გამოიჩენს ინიციატივას. და კიდევ: ეცადეთ, მას მეტი ყურადღება დაუთმოთ.

 

  • დავიწყე მუშაობა ფირმაში, სადაც ჩემს დას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და... ჩვენი ურთიერთობა მაშინვე შეიცვალა. ჩემი და აღარ არის ისეთი საყვარელი და მხიარული, როგორიც ადრე იყო. ახლა ის იქცა მომთხოვნ უფროსად და ხელმძღვანელის ამპლუას სამუშაოს გარეთაც კი არ ივიწყებს... თიკო, 29 წლის

თქვენს დას შეიძლება გავუგოთ: ადვილი როდია, უხელმძღვანელო ახლობელს. ნებისმიერი დათმობა ან წახალისება თანამშრომლებმა შესაძლოა მიკერძოებად აღიქვან, - მაგრამ თუ მისი ასეთი დამოკიდებულება გაწუხებთ, აუხსენით ეს. შეთანხმდით, რომ ოფისში ის შეფი იქნება, რომელსაც უნდა დაემორჩილოთ, სახლში კი ძველებურად დებად დარჩებით.

 

  • ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა მკითხა, რამდენი მაქვს ხელფასი. მომეჩვენა, რომ შეცბა, როცა საკმაოდ დიდი თანხა დავუსახელე. შემდეგ მე ვკითხე იგივე, მან კი პასუხს თავი აარიდა. იმ დღის შემდეგ ის რაღაცნაირად შეიცვალა, თითქოს ნაწყენია, რომ მე უფრო მეტი შემოსავალი მაქვს. როგორ მოვიქცე? ანა, 24 წლის

როგორც ჩანს, თქვენს შეყვარებულს ჯერ არ მიუღწევია დიდი წარმატებისთვის. ანაზღაურებაც, შესაბამისად, უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე თქვენ. ბუნებრივია, ის თავს უხერხულად გრძნობს, არ სურს ამ თემაზე საუბარი. თავი დათრგუნულად და დამცირებულად რომ არ იგრძნოს, ეცადეთ, უფრო ხშირად სთხოვოთ რჩევა იმ სფეროში, რომელშიც ის კომპეტენტურია. ეს მას თავდაჯერებას შემატებს და წყენა თანდათან გადაუვლის. როცა თქვენს შორის ურთიერთობა აღდგება, შეგიძლიათ, ისევ დაუბრუნდეთ ხელფასის თემას.