ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

თუ საზეიმო ვახშმამდე თქვენი უფროსი თქვენდამი განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამჟღავნებდა, მაშინ ფხიზელი ის საშიში არ არის, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, აჯობებს, თუ კორპორაციულ საღამოებსა და სხვა ღონისძიებებზე მისგან თავს შორს დაიჭერთ - სიმთვრალე ამუხრუჭებს თავის ტვინის ცენტრებს, რომლებიც განაგებენ ორგანიზმის საბაზისო მოთხოვნლებებს, მათ შორის - სექსუალურ მოთხოვნილებასაც. თქვენ, უბრალოდ, იმ დროს მისთვის უახლოესი ობიექტი აღმოჩნდით. თქვენს ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. სავსებით შესაძლებელია, თქვენს უფროსს არც კი ახსოვდეს, რას ამბობდა და რას აკეთებდა იმ ავადსახსენებელ საღამოს. ეცადეთ, აპატიოთ მისი საქციელი, რომელიც არაადეკვატურ მდგომარეობაში ჩაიდინა. ახლა თქვენ გაფრთხილებული ხართ - ესე იგი, შეიარაღებულიც!

შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი ინტერნეტით ეკონტაქტება ქალიშვილებს, მათთან მუდმივი მიმოწერა აქვს. არ ვიცი, როგორ ვკითხო მას ამის შესახებ. არ მინდა ეგონოს, რომ ვუთვალთვალებ, მაგრამ არც ამის უყურადღებოდ დატოვება მსურს. როგორ მოვიქცე? ზეიკო, 29 წლის

თუ კითხვები არ გასვენებთ, დუმილი არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შეიტყვეთ ქმრის ინტერნეტმიმოწერის შესახებ; მთავარია, რომ მას აქვს ვირტუალური რომანების გაბმის მოთხოვნილება. თუმცა ბრალმდებლის პოზიციას ნუ დაიკავებთ. შეარჩიეთ შესაფერისი დრო, სიტუაცია, უწყინარი სიტყვები და კილო. ჰკითხეთ ქმარს, ხომ არ აკლია თქვენი ყურადღება, რის შეცვლა სურს, როდის დაკარგა თქვენმა ურთიერთობამ სიმძაფრე. მრავალ მამაკაცს აფხიზლებს მინიშნება, რომ თუ სურვილი გაუჩნდა, ცოლსაც შეუძლია არა ვირტუალური, არამედ სავსებით რეალური რომანის გაჩაღება.

ჩემს მამამთილს სურს, თვითონ მამშობიაროს, მე კი წინააღმდეგი ვარ. პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სადაც მხოლოდ ერთი სამშობიაროა. ჩემი მამამთილი კი განყოფილების გამგეა. არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რომ არ მინდა, ჩემს მშობიარობას დაესწროს. ტატა, 27 წლის

სამედიცინო ეთიკის დაუწერელი კანონით, არ უნდა უმკურნალო ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს, რადგან ასეთ დროს შეუძლებელია უშფოთველობა შეინარჩუნო. თუ თქვენი მამამთილი ასეა დარწმუნებული საკუთარ თავშეკავებულობასა და პროფესიონალიზმში, მაშინ აუხსენით, რომ მისი თანდასწრებით უფრო მეტად ინერვიულებთ და დაიბნევით, ვიდრე სხვა ექიმთან. ეცადეთ, სიტუაციას თქვენი მამამთილის თვალითაც შეხედოთ - ის ხომ განყოფილების გამგეა, განა შეძლებს, შორიდან უყუროს სიტუაციას, როცა იქ მისი რძალი მშობიარობს? შესთავაზეთ, სხვაგვარად მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფერში - გააფრთხილოს პერსონალი თქვენი მისვლის შესახებ, ყურადღება მიაქციოს სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას, იმას, რომ კარგ პალატაში მოგათავსონ.


ჩემს მშობლებს ჩემი დის შვილები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ჩემი. ეს ძალიან მწყინს. საკმარისია, დედაჩემთან ან მამაჩემთან სიტყვა იმაზე ჩამოვაგდო, რომ ჩემმა უმცროსმა შვილმა ათამდე თვლა ისწავლა, პასუხად მაშინვე მესმის, რა ჭკვიანი შვილები ჰყავს ჩემს დას. დის ოჯახი ჩვენს ძველ სახლში ცხოვრობს, ამიტომ, ბუნებრივია, ბებიას და ბაბუას მის შვილებთან უფრო მეტი სიახლოვე აქვთ, ვიდრე ჩემებთან, მაგრამ ძალიან მინდა, ყველა შვილიშვილს ერთნაირად ეპყრობოდნენ. ნინო, 32 წლის

სამწუხაროდ, ერთად ცხოვრება დიდ გავლენას ახდენს ახლო ნათესავებს შორის ურთიერთობაზე. ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ თქვენს მშობლებს თქვენი შვილებისადმი უფრო მეტი ინტერესი გაუღვივოთ, მათთან უფრო ხშირი ურთიერთობაა. თუ ისინი მუდმივად იქნებიან საქმის კურსში, როგორ მისდით საქმეები მათ შვილიშვილებს, რა უყვართ და რა - არა, მათ მიმართ უფრო ღრმა და თბილი გრძნობა გაუჩნდებათ. მინიმუმადე დაიყვანეთ თქვენი როგორც შუამავლის როლი: დაე, ბავშვებმა თვითონ დაურეკონ ბებიას და ბაბუას, თანაც რაც შეიძლება ხშირად და არა მხოლოდ განსაკუთრებული დღეების მისალოცად. ხშირად შეიარეთ მათთან პატარებთან ერთად, თუნდაც ნახევარი საათით. თავი შეიკავეთ დისშვილების მიმართ ეჭვით აღსავსე შენიშვნებისგან, რათა არ მისცეთ საბაბი მშობლებს, თავი გამოიდონ მათ დასაცავად.

ჩვენს ეზოში მაწანწალა ძაღლები მომრავლდნენ. მე და ჩემი მეზობლები ვფიქრობთ, ხომ არ გამოვიძახოთ სპეციალური სამსახური, რომელიც ძაღლებს იჭერს, მაგრამ ცხოველები მეცოდებიან. იმავდროულად მეშინია, ბავშვებს არ დაესხან თავს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ლილი, 37 წლის

ძაღლების თავიდან მოშორება გსურთ, რადგან ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. იმავე დროს სინდისი გქენჯნით, რადგან ცხოველებს ჯერ არავისთვის მიუყენებიათ ზიანი, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ მათ ეს გააკეთონ და ალბათ ძალიან ინანებთ, თუ თქვენი შვილი გაავებული ძაღლების პირისპირ აღმოჩნდა. მოიქეცით ისე, როგორც კეთილგონიერება გიკარნახებთ.

მე არ ვარ მსუქანი, მაგრამ გამყიდველები, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ. ქალური ფიგურა მაქვს, მომრგვალებული თეძოები, მაგრამ მაღაზიაში შესვლისას მიჩნდება განცდა, რომ უზარმაზარი და უფორმო ვარ! ჯინსების ყიდვა ჩემთვის პრობლემაა. "თქვენი შესაფერისი არაფერი გვაქვს", - მეუბნებიან გამყიდველები, თითქოს მიმანიშნებენ, ამ თეძოების პატრონი რომელ ჯინსებზე ლაპარაკობო! ასე რომ, შოპინგი კი არ გამომიკეთებს, პირიქით, დიდი ხნით მიფუჭებს განწყობილებას. როგორ მოვიქცე? ლიკა, 23 წლის

პერსონალის სიტყვებს საწყენად ნუ მიიღებთ - ისინი მომართულია არა კონკრეტულად თქვენკენ, არამედ მყიდველის განზოგადებული პერსონისკენ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ გამყიდველებს შორის, ისევე როგორც სხვა პროფესიის ადამიანებს შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც თავს ვერ ართმევენ მოვალეობას. ეცადეთ, ამიერიდან ტანსაცმლის ისეთი მაღაზიები მოინახულოთ, სადაც კლიენტებს სათანადოდ ემსახურებიან.

ჩემ შეყვარებულს ჩვევად აქვს, ყველაფერი დამალოს, მე კი ეს მაღიზიანებს. ვერაფრით გამიგია, რატომ ცდილობს ყველაფრის გასაიდუმლოებას. დიდი წვალება დამჭირდა, რომ გამეგო, სად მუშაობს, რა მოვალეობას ასრულებს. კითხვებზე ბუნდოვნად მპასუხობდა: "მაღალი ტექნოლოგიების სფეროში". მერე გავარკვიე, რომ ინტერნეტის დამონტაჟებაზე მუშაობდა... როცა მის მშობლებზე ჩამოვაგდებ სიტყვას, საუბარი მაშინვე სხვა თემაზე გადააქვს. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ლიზა, 21 წლის

თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორ მალავდა თქვენი შეყვარებული თავის პროფესიას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უბრალოდ ეშინია, არ გააფუჭოს შთაბეჭდილება საკუთარ თავზე. ნუ მოუწყობთ დაკითხვას, გამოხატეთ პატივისცემა მისი სამუშაოს, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ, რათა ყმაწვილი დარწმუნდეს, რომ მიიღებთ მისი ბიოგრაფიის ნებისმიერ დეტალს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ხართ განწყობილი ადამიანების მიმართ, როგორ იხსენიებთ მათ თქვენი შეყვარებულის თანდასწრებით. მაგალითად, თავი არიდეთ "ლოთი და ჭუჭყიანი სანტექნიკოსების" ლანძღვას - იქნებ თქვენი შეყვარებულის მამა ან ბაბუა სწორედ ამ პროფესიისაა. ეცადეთ, თქვენმა შეყვარებულმა უფრო მეტი რამ გაიგოს თქვენს, თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების შესახებ - ის უკეთ გაიხსნება და მეტი ნდობით მოგეპყრობათ.