ასაკოვანი მშობლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასაკოვანი მშობლები

- რატომ რთულდება ზოგჯერ ურთიერთობა ასაკოვან მშობლებსა და შვილებს შორის? სიბერე რომ თავისებურ დაღს ასვამს ადამიანის ხასიათს, უდავოა, მაგრამ იქნებ შვილებიც სცოდავენ?

- დაძაბულობის მიზეზი უმეტესად ის არის, რომ სიბერის მოახლოებისდა კვალად ზოგიერთს უფუნქციობის შეგრძნება იპყრობს. საპენსიო ასაკს და, მით უმეტეს, დაუსაქმებლობას ასეთი ადამიანები ძნელად ეგუებიან. ხანში შესული მშობლები ძველებურად ვეღარ აქტიურობენ, ისე თამამად ვეღარ ერევიან შვილების ცხოვრებაში... ამის გამოც უკმაყოფილონი არიან და ამიტომ მათსა და შვილებს შორის კონფლიქტიც ხშირად იჩენს თავს.

- დაუსაქმებლობა არათუ ასაკოვან, არასაპენსიო ასაკის ადამიანებსაც თრგუნავს...

- გააჩნია პიროვნებას. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც საპენსიო ასაკის მოახლოებას მშვიდად ხვდებიან, ტრაგედიად არ მიაჩნიათ, რომ აღარ მუშაობენ. პირიქით, აცნობიერებენ, რომ ამიერიდან უკვე სხვა ფუნქცია აკისრიათ, ოჯახში ფუსფუსებენ, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ, როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან შვილებს. საერთოდ, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, რომ ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია. შვილებმა კი მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მძიმე ხასიათის მშობლებს, დაასაქმონ ისინი, რაღაც სთხოვონ, დაავალონ, ფუნქცია მოუძებნონ, მეტი სითბო გამოიჩინონ მათ მიმართ, რათა მშობლებმა თავი უფუნქციოდ, მიტოვებულად არ იგრძნონ. მოგეხსენებათ, ზოგიერთი სიბერეში ბავშვს ემსგავსება, ბავშვივით სჭირდება ყურადღება, მზრუნველობა, ალერსი. ეს უნდა გვახსოვდეს.

- ისეთი მოხუცებიც არსებობენ, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ, უკმაყოფილონი არიან ცხოვრებით. სიკვდილსაც კი ნატრობენ. მოხუცებული აღარავის სჭირდება, როდის მოვკვდები, რომ თქვენც დაისვენოთ და მეც! - ასეთი ფრაზები გულს უკლავს შვილებს, მით უმეტეს, ასეთი მოხუცების უმეტესობას მართლაც არაფერი აკლია - არც სითბო, არც ყურადღება...

- ასეთი ადამიანების შვილებს ვურჩევ, მშობლების წუწუნს ყური არ ათხოვონ, გულთან არ მიიტანონ, რადგან ბევრი ამგვარად, უბრალოდ, თვითთერაპიას ეწევა, წუწუნი მათთვის ერთგვარი ენერგოსტიმულია, მაშინ როცა ოჯახის სხვა წევრები გულწრფელად წუხან. ასე რომ, ხშირად მათ უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება. ცხადია, არ ვგულისხმობ ისეთ მოხუცებს, რომელთაც მართლა აწუხებთ ესა თუ ის დაავადება და რეალურად სჭირდებათ დახმარება.

- ქრონიკულად მოავადე მშობლები, მათი მოვლა, მათთან ურთიერთობა ყველა თაობისთვის აქტუალური პრობლემაა. მით უმეტეს, დღეს მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვას, მათ მოვლა-პატრონობას ყველა ვერ ახერხებს...

- მართალი ბრძანდებით, ეს მართლაც დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, დღევანდელმა ყოფამ ისიც მოიტანა, რომ ოჯახის მარჩენალები ძალიან დაკავებულნი არიან. ბევრი სამუშაოს დაკარგვის შიშით აუცილებლობის შემთხვევაშიც კი ვერ იღებს შვებულებას. თუ ასეთ ადამიანებს შინ ავადმყოფი მშობლები ჰყავთ და მათ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ, ბუნებრივია, დანაშაულის განცდა ტანჯავთ. მათ ვურჩევ, საოჯახო ბიუჯეტიდან გამოყონ განსაზღვრული თანხა და ქრონიკულად მოავადე მშობელს მომვლელი აუყვანონ. უმჯობესია, გამოცდილი ექთანი. სანდო ადამიანის პოვნა, ცხადია, ადვილი არ არის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მით უფრო, არაფერია ამაში მიუღებელი. ასეთ დროს ეს საუკეთესო გამოსავალია - შვილები უფრო მშვიდად არიან, ასეთი განწყობით მშობლებთან ურთიერთობას, მათ მიალერსებასაც უფრო უკეთ ახერხებენ. კარგი მომვლელით ავადმყოფიც კმაყოფილია. ასე რომ, როგორც წესი, ოჯახში დაძაბულობა ქრება, კონფლიქტი გვარდება.

- როგორც ფსიქოლოგი, რას ურჩევთ ხანში შესულ ადამიანებს, როგორ გაიქარვონ სიბერით გამოწვეული სევდა?

- ადამიანმა ყველა ასაკში უნდა იპოვოს თავისი ფუნქცია. ამისთვის სწავლასა და თვითგანვითარებაზეც არ უნდა თქვას უარი. უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის: `ჩვენს დროს სულ არ იყო კომპიუტერი, სულ არ ვიცოდით ინგლისური, მაგრამ შესანიშნავად ვმუშაობდით, მე მთელი სიცოცხლე ამასა და ამას ვაკეთებდი, ამა და ამ თანამდებობაზე ამდენი წელი ვიმუშავე~... ეს ყოველივე გასაგებია, მაგრამ დრო შეიცვალა, ახალმა ეპოქამ სხვა მოთხოვნები მოიტანა. სამუშაოს მაძიებელმა ასაკოვანმა ადამიანმაც კი სხვა ქუდი უნდა დაიხუროს - უცხო ენაც უნდა შეისწავლოს, კომპიუტერსაც უნდა დაეუფლოს. მთავარია მონდომება, თორემ შეუძლებელი არაფერია.

- თუმცა, დამეთანხმეთ, საქართველოში დასაქმება, მით უფრო - საპენსიო ასაკის ადამიანებისა, ასე მარტივად არ ხდება...

- სხვა გამოსავალიც ასებობს. პენსიაზე გასულ ადამიანს შეუძლია, ხელი მოჰკიდოს იმას, რასაც ახალგაზრდობაში ვერ ახერხებდა: ხატოს, ქსოვოს, იკითხოს, წეროს მემუარები, ქაღალდზე გადაიტანოს განვლილი ცხოვრების განსაკუთრებული მოვლენები - ეს ძალიან საინტერესო იქნება მისი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. რაც მთავარია, იზრუნოს სულზე, იაროს ეკლესიაში, დაესწროს ღვთისმსახურებას...