ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

"არა, არ შეიძლია შენი ხელში აყვანა, რადგან წვნიანს ვამზადებ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთად გავრეცხოთ სტაფილო და შემდეგ ვითამაშოთ". ეს რამდენჯერმე წარმოთქვით. თუ ბავშვი ისტერიკას არ შეწყვეტს, მაგრად მოეხვიეთ და გეჭიროთ ასე, სანამ არ დამშვიდდება. ან პირიქით, დატოვეთ მარტო ოთახში. სხვადასხვა საშუალება გამოიყენეთ, ხოლო როცა ბავშვი დამშვიდდება, გაიმეორეთ თქვენი შეთავაზება. დაიხმარეთ სხვადასხვა საოჯახო საქმეში. ასე იგრძნობს, რომ თქვენ ის გჭირდებათ და თქვენთან ურთიერთობას ისწავლის.

- როცა ვნერვიულობ, ხმამაღლა ვიწყებ საუბარს, ხან ჩემს თავს ვეჩხუბები, ხან წარმოვთქვამ ისეთ ფრაზებს, რომლებიც შეიძლება მეთქვა ვინმესთან კამათის შემთხვევაში. ეს შეიძლება მოხდეს სამსახურშიც, ქუჩაში ყოფნისას, ტრანსპორტშიც. საშინლად უხერხულად ვგრძნობ თავს გარშემო მყოფებთან! როგორ ვებრძოლო ჩემს ასეთ მდგომარეობას? სალომე, 35 წლის

ამასთან გამკლავება შესაძლებელია ისევე, როგორც ნებისმიერ მავნე ჩვევასთან, - ის უნდა შეცვალოთ სხვა რამით, რაც უფრო მისაღებია როგორც თქვენთვის, ისე გარშემო მყოფთათვის. თუ შეამჩნევთ, რომ საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრებით, შეეცადეთ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. რაიმე იანგარიშეთ, წაიღიღინეთ ან ჩანაწერი გააკეთეთ დღიურში. რა თქმა უნდა, ეს მაშინვე შეიძლება არ გამოგივიდეთ, არამედ მცირე გავარჯიშების შემდეგ. შეიძლება სხვა გამოსავალიც მოძებნოთ. ატარეთ თან დიქტოფონი ან მობილური ტელეფონის გარნიტური და მასში ილაპარაკეთ. ასე შეძლებთ თქვენი პრობლემების გამოთქმას და უხერხულ მდგომარეობაშიც არ ჩავარდებით. თუმცა თუ ამ ჩვევასთან ერთად ზოგადი ნევროლოგიური სიმპტომებიც (მეტისმეტი ემოციურობა, ადვილად აგზნება) გაწუხებთ, გირჩევთ ფსიქონევროლოგს მიმართოთ.

- ვგრძნობ, რომ ჩემს კარიერას ვანგრევ, რადგან ვცდილობ, ჩემი კოლეგების ინტერესები დავიცვა... სამსახურში მუდამ ვიღაცას ვიცავ, მინდა დავმალო სხვათა შეცდომები ან დავფარო დაგვიანებები. ჩემი კოლეგები ამით სარგებლობენ: რაიმე მოხდება თუ არა, მაშინვე ჩემთან გამორბიან თხოვნით, რომ დაველაპარაკო უფროსს მათ შვებულებაში წასვლასთან ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. მე მათ თანავუგრძნობ და, რომ იტყვიან, კანიდან ვძვრები. არადა, უფროსს უკვე გულზე არ ვეხატები და ჩემს დაწინაურებასაც არ ცდილობს. როგორ შევცვალო ეს სიტუაცია? ლანა, 29 წლის

ხელმძღვანელობა ალბათ მართალია - ყველაზე გახურებული სამუშაო პერიოდის დროს თანამშრომლის შვებულებაში გაშვება უგუნური საქციელია. ან რატომ უნდა იყოს ის აღფრთოვანებული იმ ადამიანით, რომელიც სხვათა დაშვებული შეცდომებისა და გაფუჭებული საქმის დაფარვას ცდილობს? შეეცადეთ, "კანიდან არ გამოძვრეთ", არამედ მოისმინეთ თქვენი უფროსის არგუმენტები და შეხედეთ სიტუაციას მისი თვალით. კარგი იქნება, თუ ამას თქვენი კოლეგების თანდასწრებით გააკეთებთ, რომლებიც თქვენგან დაცვას ითხოვენ. კიდევ ერთი: როცა სხვისი პრობლემების გადაჭრას საკუთარ თავზე იღებთ, მათ ცუდ სამსახურს უწევთ, დამოუკიდებლობას ართმევთ. ასე თქვენ იმ მეთევზეს ემსგავსებით, რომელსაც შეუძლია ან გამოკვებოს მოშიმშილე, ან ასწავლოს მას თევზის ჭერა და ამით მუდმივი შიმშილისგან იხსნას. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს იმაში, რომ თქვენს თავსაც ისე დაეხმაროთ, როგორც ამას სხვებისთვის აკეთებთ - დაელაპარაკეთ უფროსს თქვენი დაწინაურების შესახებ. თქვენ ხომ ეს გაწუხებთ.


- მყავს 15 წლის გოგონა. უცებ გადაწყვიტა, ვეგეტარიანელი გახდეს. გულმოდგინედ ვცდილობ მის გადარწმუნებას, რადგან მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელია ხორცი! ჩემთვისაც მოუხერხებელია, რომ მხოლოდ მისთვის ცალკე კერძები ვამზადო. ის თავისას არ იშლის. რა არგუმენტები მოვძებნო? თამარი, 36 წლის

დიახ, ორგანიზმს ცილა სჭირდება, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ ხორციდან როდი შეიძლება, არამედ ყველიდან, კვერცხიდან, ზღვის პროდუქტებიდანაც. ასე რომ, ნუ ინერვიულებთ გოგონას ჯანმრთელობის გამო! ასეთი გატაცებები დიდხანს არ გრძელდება ხოლმე. არანაკლები როლი ენიჭება მშობლებთან ურთიერთობას. თინეიჯერებს მოსწონთ თავიანთი არჩევანის დაცვა. რაც უფრო მეტად ეკამათებიან მათ მოზრდილები, მით უფრო მეტ სიჯიუტეს ამჟღავნებენ. დამშვიდდით, თუ გოგონამ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, მას მაინც ვერ გადაარწმუნებთ. თუ ეს არც ისე სერიოზულია, სწრაფად დაივიწყებს ვეგეტარიანელობას. ცალკე კერძების დამზადება კი საკუთარი პირმშოსთვის საჭირო არ არის, 15 წლის გოგონას უკვე შეუძლია, საკუთარ თავზე იზრუნოს და საკვებიც მოიმზადოს.

- მეგობარი ბიჭი სიყვარულში გამომიტყდა, მაგრამ მე იმავეთი ვერ ვპასუხობ... უკვე რამდენიმე წელია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული იყო და მეტი არაფერი. ახლახან კი მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვარ. მე შოკში ჩავვარდი! არ ვიცი, ახლა მასთან როგორ მოვიქცე. მე ის არ მიზიდავს, როგორც მამაკაცი, მაგრამ მინდა, რომ მის მეგობრად დავრჩე. როგორ მოვიქცე? მარი, 21 წლის

გულახდილად უთხარით თქვენს მეგობარს, რომ არ გიყვართ და არ შეგიძლიათ მისი შეყვარებული გახდეთ. მაგრამ აუხსენით, რომ იგი ძალიან ძვირფასია თქვენთვის, როგორც მეგობარი და გსურთ, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს. გადაწყვეტილება მხოლოდ მან უნდა მიიღოს. შესაძლებელია, თქვენ შეძლოთ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ გამორიცხული არ არის, მამაკაცს ძალიან გაუჭირდეს თქვენთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც უარყავით მისი გრძნობები.

- მეშინია საკუთარი მეგობრის გამო პასუხისმგებლობის აღება. მან სამსახურში მოწყობა მთხოვა. ჩემს განყოფილებაში სწორედ ახლა გაჩნდა ვაკანსია. შეიძლება ამ ადგილზე გამოდგეს, მაგრამ არ მინდა, ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობა ავიღო, მას უშუალოდ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ მოუწევს მუშაობა. არ ვიცი, როგორი თანამშრომელი იქნება... ლია, 30 წლის

დიახ, თქვენ წინასწარ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ როგორ იმუშავებს მეგობარი, როგორ გაართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს. ვერც იმას გათვლით, თუ როგორი იქნება თანამშრომლად ნებისმიერი სხვა პრეტენდენტი. თუმცა თუ უცხო ადამიანი არ გამოგადგებათ, მასთან დაცილება რთული არ იქნება გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ. მეგობრის შემთხვევაში საქმე უფრო საჩოთიროა. დაელაპარაკეთ მას გულახდილად თქვენი შიშის შესახებ: რომ წინასწარ არ იცით, როგორი თანამშრომელი დადგება მისგან და დარწმუნებული არ ხართ, გამოვა თუ არა თქვენ შორის სუბორდინაციის დაცვა. ნახეთ, რას გიპასუხებთ მეგობარი ამ შეკითხვაზე. თუ ის თანახმაა, რომ ისე მოეპყრან, როგორც ნებისმიერ სხვა თანამშრომელს, მაშინ რატომაც არა, უნდა სცადოთ. იქნებ გამოსაცდელ პერიოდში მან ისეთი თვისებები გამოამჟღავნოს და თავი ისე წარმოაჩინოს, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს.

- ჩემი უახლოესი დაქალის ქმარი შემიყვარდა... მე ამას მათ ქორწილში მივხვდი! როცა უბრალოდ ერთმანეთს ხვდებოდნენ, დაქალის რჩეული ძალიან მაღიზიანებდა. მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით შევხედე. მასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა! ვხედავ, რომ მე უფრო შემეფერება, ვიდრე ჩემს მეგობარს. ის ხშირად ჩხუბობს ქმართან, არ ესმის მისი. ვფიქრობ, რომ ისინი დიდხანს ვერ იქნებიან ერთად. ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გავუმხილო მამაკაცს ჩემი გრძნობები. ანა, 24 წლის

ნუ დაარწმუნებთ საკუთარ თავს იმაში, რომ თუ ფლირტი გექნებათ დაქალის ქმართან, ამით მიეხმარებით, ბოლო მოუღოს თავის უიღბლო ქორწინებას და იპოვოს ბედნიერება სხვასთან. გადექით გვერდზე და მიეცით საშუალება თქვენს მეგობარს, თვითონ გაერკვეს ყველა საკითხში. ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ განსაზღვრავს, რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს ქალი და მამაკაცი. ერთი ქორწინება შეიძლება ეფუძნებოდეს საერთო ინტერესებს, მეორე - ანგარებას, მესამე კი ამტკიცებს იმას, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეები ერთმანეთს იზიდავენ. რა თქმა უნდა, ძნელია თვალი ადევნო დაქალს და იფიქრო, რომ მის ადგილზე შენ შეიძლება ყოფილიყავი, მაგრამ გახსოვდეთ: თქვენ უკვე შეცდით, როცა ამ მამაკაცის გაცნობისას გადაწყვიტეთ, რომ ის არ იმსახურებდა თქვენს ყურადღებას, გაღიზიანებდათ კიდეც. იქნებ, ახლაც ცდებით? დაფიქრდით, გსურთ მეგობრის დაკარგვა?