პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

- კურორტზე დასვენებისას რომანი ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ის, ჩვეულებრივ, მსუბუქი და ხანმოკლეა, ამიტომ არ გირჩევთ, საკურორტო ისტორიას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოთ, თუმცა, ცხადია, გამონაკლისებიც არსებობს... რა იცით იმ ადამიანის შესახებ? როგორია მისი დამოკიდებულება თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ? შეგიძლიათ მისი წარმოდგენა თქვენს გვერდით არა სანაპიროზე, კაფეში, არამედ საკუთარ სახლში? ასე რომ, ვიდრე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდეთ, კარგად დაფიქრდით.

 

  • მამაჩემი ბევრს მუშაობს. მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. ახლაც, უწინდებურად, სულ რაღაცას აკეთებს... ვღელავ, ასე მგონია, მის ასაკში საშიშია სამ ადგილას მუშაობა... მე მატერიალურად უზრუნველყოფილი ვარ, შემიძლია, მასაც დავეხმარო. როგორ დავარწმუნო მამა, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდეს თავს? ელენე, 31 წლის

- მამათქვენი ზრდასრული ადამიანია. ის მიჩვეულია დამოუკიდებლობას, მათ შორის - ფინანსურსაც. იმის გაფიქრებაც კი, რომ ქალიშვილს ”კისერზე დააჯდეს”, მასში პროტესტს იწვევს - ის ხომ მრავალი წლის განმავლობაში ოჯახის უფროსი იყო და თვითონვე ზრუნავდა ქალიშვილზე. როლების შეცვლა მისი სიბერის დასტური იქნება. ამიტომ მასთან საუბარი ასე უნდა დაიწყოთ: ”ღმერთმა ნუ ქნას და თუ რამე დაგემართა, შენი დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება...”

 

  • ჩემს უმცროს დას მოსწონს ბიჭებთან ”თამაში”. ცოტა ხნის წინ ერთი ბიჭი გაიცნო, ხვდებოდა კიდეც, მაგრამ პარალელურად ამ ბიჭის მეგობართან დარბოდა პაემანზე. როცა ყველაფერი გამოაშკარავდა, ბიჭებმა იჩხუბეს, ჩემი და კი ამით ამაყობს. არადა, ბავშვი ხომ აღარ არის - უკვე 21 წლისაა... ანა, 24 წლის

- როგორც ჩანს, თქვენს დას საკუთარი თავის რწმენა აკლია, მამაკაცებთან, როგორც თქვენ ამბობთ, თამაში კი თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება. თუმცა შესაძლოა, სხვა ვარიანტებიც არსებობდეს _ იქნებ სწორედ ამ ორი ახალგაზრდის წაკიდება სურდა... უკეთ რომ გაუგოთ დას, უმჯობესია, გულახდილად ესაუბროთ.

 

  • ჩემს მშობლებს არ უყვართ ჩემი ქმარი. უკვე ერთი წელია გათხოვილი ვარ, მაგრამ ჩემიანებს მასთან ურთიერთობა არ სურთ. ოჯახურ დღესასწაულებზე მხოლოდ მე მეპატიჟებიან, ხოლო როცა აგარაკზე მივდივართ, მამა ამბობს, მანქანაში ადგილი არ არის, შენი ქმარი ავტობუსით წამოვიდესო. ეს ამბავი, ცხადია, არ მომწონს, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევცვალო სიტუაცია.

    ნათია, 21 წლის

- აგრძნობინეთ მშობლებს, რომ ან ქმართან ერთად გაემგზავრებით აგარაკზე, ან საერთოდ არ წახვალთ. ვიდრე თქვენ თვითონ მისცემთ მათ თქვენი მეუღლის დამცირების უფლებას, ისინი ამას გააკეთებენ. ოღონდ ნუ შეეკამათებით მშობლებს ქმრის თანდასწრებით. ისინი არ არიან ვალდებულნი, უყვარდეთ თქვენი ქმარი, მაგრამ თავაზიანობა და პატივისცემა ნამდვილად მოეთხოვებათ და გამოიჩენენ კიდეც, თუ მიხვდებიან, რომ მისი შეურაცხყოფით თქვენც გაყენებენ შეურაცხყოფას.

 

mkurnali.geამ ბოლო ხანს ჩემი შეყვარებული გამუდმებით მაკრიტიკებს. ადრე ჩემი ყველაფერი მოსწონდა, ახლა კი მეუბნება, რომ უნდა გავხდე, გავიფართოვო თვალსაწიერი და ასე შემდეგ. ისეთი განცდა მიჩნდება, რომ მახინჯი და შტერი ვარ. თან ამბობს, სიმართლე არ უნდა გეწყინოსო...

ეკა 25 წლის

- სამწუხაროდ, ხშირად ასეთ კრიტიკას დახმარების სურვილი კი არ უდევს საფუძვლად, არამედ მისწრაფება, თავს მოახვიონ პარტნიორს საკუთარი აზრი. ნურავის, შეყვარებულსაც კი, ნუ მისცემთ უფლებას, დასწიოს თქვენი თვითშეფასება. მის შენიშვნებს საკუთარი შეაგებეთ. მაგალითად, ასე: ”მოდი, ხვალიდან ერთად ვიაროთ სპორტულ დარბაზში - ერთად ვებრძოლოთ ჩემს ზედმეტ წონას და შენს მოშვებულ კუნთებს”. აუხსენით, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ და თუ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, ეს მანაც უნდა გააკეთოს.


 

  • ჩემს ხუთი წლის გოგონას ძალიან უყვარს ოჯახის წევრების წინ სიმღერა, ცეკვა, ლექსების კითხვა, მაგრამ საბავშვო ბაღში, ზეიმსა თუ სხვა ღონისძიებებზე, თანატოლებთან ერთად გამოსვლაზე უარს ამბობს. როგორ დავეხმარო სიმორცხვის გადალახვაში? მარიამი, 29 წლის

- მორცხვობა და შებოჭილობა უმეტესად დაბალი თვითშეფასების ბრალია. არავითარ შემთხვევაში არmkurnali.ge დააძალოთ გოგონას სცენაზე გამოსვლა, თორემ შეიძლება, სცენის შიშიც კი გაუჩინოთ. ნურც სიმორცხვის გამო გაკიცხავთ. გააკეთეთ აქცენტი არა იმაზე, რომ მას ”სცენის ეშინია”, არამედ იმაზე, რაც მას კარგად გამოსდის - ცეკვა, სიმღერა, ლექსების კითხვა... თქვენს გოგონას სწორედ ქება სჭირდება. თუ გსურთ, რომ ის ხალხის წინაშე გამოვიდეს, გააცანით მას სხვა ბავშვების მშობლები - მისი პოტენციური აუდიტორია. ნაცნობების წინაშე გამოსვლისა ისე აღარ შერცხვება.

 

  • მარტოობას უკვე შევეჩვიე, მეჩვენება, რომ აღარავინ მჭირდება... წარსულში დარჩა განქორწინება და ბავშვის დაკარგვა... მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან ნაზად მეპყრობა. შეიძლება ვიფიქრო, რომ კიდევ მაქვს შანსი? თიკო, 29 წლის

- თქვენ ცდილობდით, ძლიერ ქალად ქცეულიყავით, რათა განსაცდელი გადაგეტანათ. სწორადაც იქცეოდით, მაგრამ დრო და სიტუაცია ხომ შეიცვალა! თქვენს გვერდით მოსიყვარულე ადამიანია. ხელს ნუ ჰკრავთ, მიეცით შანსი და მიიღეთ მისი მზრუნველობა.

 

  • ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, დედაც ასეთი მყავს და მამაც. გულგრილად არ შემიძლია ვუყურო სხვადასხვა სიუჟეტს კატასტროფებზე, ომის შედეგად გაუბედურებულ ადამიანთა სახეებს, მაღელვებს დაღუპულთა ბედი... ყველაფერი ღრმად ჯდება ჩემს ცნობიერებაში, ნანახი სახეები და სიტუაციები. შემდეგ კი უძილობა მტანჯავს. მუდმივი შფოთი მაქვს. როგორ შევძლო, რომ ყველაფერ ამას არ მივაქციო ყურადღება? მარიამი, 24 წლის

- ასეთი შფოთიანობის მიზეზი და წყარო შეიძლება იყოს სიკვდილის შიში ან უმწეობის განცდა. მიაკითხეთ ფსიქოლოგს კონსულტაციისთვის. იმისათვის, რომ ცუდმა, უსიამოვნო ფიქრებმა ძილი არ დაგიფრთხოთ, ყოველთვის წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ ხართ მაყურებელი, თქვენ ხართ რეჟისორი და როცა თავში ასეთი საშიში კადრები წამოგიტივტივდებათ, ამ ”ფილმში” შესწორებები შეიტანეთ, მოიფიქრეთ კარგი დასასრული, შეცვალეთ შემაშფოთებელი სურათები პოზიტიურით.

 

  • ვგრძნობ, რომ ქმარი ჩემთვის სრულიად უცხოა. ნუთუ ასე შევცდი?! ვცხოვრობ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია აღარ მიყვარს, მაგრამ მატერიალური მიზეზების გამო მასთან გაყრა არ შემიძლია. შვილები არ გვყავს. მასთან სასაუბრო არაფერი მაქვს. ყოველ წუთას ვგრძნობ საკუთარ უსუსურობას... ისეთი განცდა მაქვს, რომ ცხოვრება უჩემოდ მიდის, რომ ყველა არჩევანში შევცდი. როგორ მოვიქცე, როგორ ვიცხოვრო? ნატო, 35 წლის

- საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო იმიტომ ხართ, რომ არაფრის შეცვლას არ ცდილობთ. ადვილია, საკუთარი უმოქმედობა გარეშე ფაქტორებს დააბრალოთ. თუ ასე ცხოვრებას განაგრძობთ, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში ჩააგდებთ. დაიწყეთ მცირედით: დახატეთ თქვენს წარმოდგენაში თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რომ არც ქმარი არსებობს და არც მოწყენილობა. რითი ხართ დაკავებული? ვინ არის თქვენს გვერდით? როგორ გამოიყურებით თქვენ თვითონ? სწორედ ეს გიკარნახებთ, საით გადადგათ ნაბიჯი.

 

mkurnali.geჩემს ქალიშვილს ცოლიანი მამაკაცისგან ბავშვი შეეძინა. ბავშვის მამა აფრთხილებდა, რომ ოჯახს არ მიატოვებდა, მაგრამ ჩემს ქალიშვილს უყვარს ის კაცი და არავისკენ გახედვა არ სურს... ვხედავ, როგორი მტკივნეულია მისთვის ეს სიტუაცია. როგორ დავეხმარო? მარინა, 38 წლის

- თქვენს ქალიშვილს გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ თავის ახალ მდგომარეობასთან, ახალ როლთან შეგუება უჭირს. იქნებ გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ ბავშვის დაბადება მამაკაცს ოჯახის მიტოვებისკენ უბიძგებდა... ახლა თქვენი მთავარი ამოცანაა, მხარში ამოუდგეთ ქალიშვილს. ნუ გაკიცხავთ, ნუ ეტყვით, ხომ გაფრთხილებდიო. დრო გავა და ის შეეჩვევა ახალ ცხოვრებას. ბავშვის სიყვარული მას სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.