ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მიეცით თაყვანისმცემელ მამაკაცებს ყურადღების გამოხატვის საშუალება, მიიღეთ მათგან კომპლიმენტები, მოექეცით მეგობრულად, გამოიჩინეთ მათ მიმართ თანაგრძნობა რთულ სიტუაციებში, გამოხატეთ აღფრთოვანება წარმატებების შემთხვევაში. ისინი თქვენს კომპანიაში თავს კარგად იგრძნობენ, თქვენ კი მათ უკეთ გაიცნობთ, იქნებ ვინმე გამოარჩიოთ კიდეც და მასთან დაახლოების სურვილიც გაგიჩნდეთ. აღიარეთ, რომ წარსულის დაბრუნება შეუძლებელია. ეს ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ.

ჩემს გოგონას ქულები დააკლდა და უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა. დეპრესიაში ჩავარდა, არაფრის გაკეთება არ სურს, შინიდანაც კი არ გადის, სულ ტირის. მეჩვენება, რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. ვთავაზობ, ხელახლა მოემზადოს ან მოსამზადებელ კურსებზე იაროს. მთანხმდება, მადლობას მიხდის მზრუნველობისთვის, მაგრამ არაფერს აკეთებს. ვერც მუშაობას ვაიძულებ. როგორ მოვიქცე? ნანა, 41 წლის

ეცადეთ, თქვენი ქცევით უჩვენოთ, რომ წარუმატებელ ადამიანად არ მიგაჩნიათ. დაეხმარეთ, სიტუაციას სხვა თვალით შეხედოს. მას ხომ ახლა უამრავი თავისუფალი დრო აქვს, რომელიც შეუძლია იმ საქმეებს დაახარჯოს, რომელთა გაკეთებასაც ადრე ვერ ახერხებდა. აუხსენით შვილს, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში ახალგაზრდები არ ჩქარობენ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, პირიქით, 1-2 წელი აუცილებლად მუშაობენ, რათა თავი დამოუკიდებელ ადამიანებად იგრძნონ, დაისვენონ, ძალები აღიდგინონ და მომავალზე მშვიდად იფიქრონ. გამოცდებზე დაბალი ქულების მიღების შემდეგ გოგონამ უკვე იცის, რომელ საგანში უნდა იმეცადინოს უფრო მეტი, იცის, როგორ მიმდინარეობს გამოცდები, ეს კი ცოტა არ არის. მთავარია, არ მოდუნდეს და წარმატებაც არ დააყოვნებს.

მინდა, სამსახურში მოხდენილად და მოდურად მეცვას და, საერთოდ, კარგად გამოვიყურებოდე, მაგრამ ჩვენს ოფისში მკაცრი დრესკოდია. ყველას ერთნაირად აცვია. სამუშაოზე დროის უდიდეს ნაწილს ვატარებ, ამიტომ ვცდილობ, საოფისე კოსტიუმი გამოვაცოცხლო, მაგრამ უფროსისგან ყოველთვის შენიშვნას ვიღებ. როგორ მოვიპოვო თუნდაც ცოტაოდენი თავისუფლება? ნატა, 29 წლის

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა კოლექტიურად ჯობს. სცადეთ, თქვენს პრობლემაზე თანამშრომელ ქალებს გაესაუბროთ. დარწმუნებული ვარ, თანამოაზრეებს იპოვით, მერე კი თქვენი წინადადების ფორმულირებას და ხელმძღვანელობასთან მიტანასაც შეძლებთ. აუცილებლად მიანიშნეთ, რომ გსურთ სამსახურში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა, გსურთ ხაზი გაუსვათ თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალობას. ამით კლიენტებთან ურთიერთობას უფრო სასიამოვნოს გახდით. ხელმძღვანელობა რადიკალურმა ცვლილებებმა რომ არ შეაშინოს, შესთავაზეთ სხვა კომპანიების გამოცდილების გაზიარება, სადაც მიღებულია ჩაცმის თავისუფალი სტილი. დაჰპირდით, რომ აუცილებლად დაიცავთ დრესკოდის ძირითად წესებს: არ ჩაიცვამთ მინიქვედაკაბებს და დეკოლტირებულ ზედა ტანსაცმელს.


ჩემი მეგობარი გამუდმებით მთხოვს ფულს სესხად. უკვე წელიწადია, უმუშევარია და სამსახურს ვერ პოულობს. ვიწრო სპეციალიზაცია აქვს, კვალიფიკაციის ამაღლება კი არ სურს... ჰოდა, სულ ჩემი ვალი აქვს. ყოველთვის დროულად მიბრუნებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ ფულის სათხოვნელად მოდის. არ მინდა, უარი ვუთხრა და მასთან ურთიერთობა გავაფუჭო, მაგრამ არ მომწონს, რომ ოჯახის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი სულ მის ხელშია. ანა, 32 წლის

გაიხსენეთ, რას იმიზეზებს თქვენი მეგობარი, როცა თქვენთან ფულის სათხოვნელად მოდის. მისივე იარაღი გამოიყენეთ: უარი უთხარით და მიზეზად იგივე გარემოებები დაასახელეთ. მას სასწრაფოდ სჭირდება თბილი ქურთუკი? როგორი დამთხვევაა - თქვენს ქმარსაც სასწრაფოდ სჭირდება პალტო. უქმეებზე სტუმრებს ელის, შინ კი არაფერი აქვს? რა დამთხვევაა - სწორედ ამ დღეებში გადაწყვიდა თქვენმა ქმარმა მეგობრების დაპატიჟება. უარის თქმის დროს გამოხატეთ გულწრფელი სინანული, რომ მეგობარს არ აწყენინოთ. რა თქმა უნდა, ეს მოტყუებაა, მაგრამ თქვენი მეგობარი აშკარად სარგებლობს თქვენი სიკეთით, მანიპულირებს თქვენით, ამას კი წინ უნდა აღუდგეთ - ან გულახდილად აღიაროთ, რომ აღარ გსურთ მისი ზურგით თრევა, ან ფარული ბრძოლა აწარმოოთ. იქნებ ამ ხერხით სამსახურის პოვნაც აიძულოთ - ის, რომ სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება არ სურს, სხვის ხარჯზე ცხოვრების უფლებას არ აძლევს.

დიდი უსიამოვნებების შემდეგ ჩემმა ქმარმა სმა დაიწყო. ადრე ასეთი არ იყო, მაგრამ ბოლო დროს პრობლემები ერთმანეთს წაეწყო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სასმელს თავს აღარ ანებებს. თითქოს სურს, შეიცვალოს, ამბობს, რომ სხვა სამსახურში გადასვლასაც აპირებს, აგარაკზე რემონტის დამთავრებასაც, მაგრამ მთელ დროს მეგობრებთან ერთად სმაში ატარებს. ყოველ საღამოს მისი კომპანია ჩვენთან იკრიბება. ხელს არ ვუშლი, რადგან მეშინია, ქმართან ურთიერთობა არ გამიფუჭდეს. მით უმეტეს, თუ დალევა მოუნდა, სხვაგანაც მოახერხებს... თინათინი, 38 წლის

სტატისტიკის თანახმად, იმ მამაკაცების 50%, რომელთაც სმა რაიმე პრობლემის, სტრესის გამო დაიწყეს (თუ ჯერ საქმე ალკოჰოლიზმამდე არ მისულა), იოლად ანებებს მას თავს საყვარელი ადამიანის გამო. მნიშვნელოვანია, რომ მეუღლე უფრთხილდებოდეს თქვენთან ურთიერთობას. სხვაგვარად თქვენ მასზე ზემოქმედებას ვერ მოახდენთ. ნუ გამოხატავთ გაღიზიანებას, მაგრამ მუდმივად მიანიშნეთ, რომ გული გწყდებათ, როცა ახალგაზრდა, ნიჭიერი მამაკაცი ასე ფუჭად ხარჯავს საკუთარ ენერგიასა და დროს. მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მზად ხართ, მხარი დაუჭიროთ მის ნებისმიერ, თუნდაც თამამ წამოწყებას. შესაძლოა მან კვლავ იწამოს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. წამოიწყეთ ერთობლივი საქმე, რომელიც თქვენს ქმარს ხელს შეუშლის ყოველდღიურ დროსტარებაში. კალენდარზე მონიშნეთ ”სიმთვრალისა” და ”სიფხიზლის” დღეები. ეს თქვენს ქმარს თვალნათლივ დაანახვებს, საით მიექანება. შესაძლოა, ის დაფიქრდეს და სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩემს ქმარს არ უყვარს, როცა ეფექტურად გამოვიყურები... გამიგონია, რომ მამაკაცებს ხიბლავთ ელეგანტური, ეფექტურად ჩაცმული ქალები, ჩემი ქმარი კი მგონი გამონაკლისია. საკმარისია ლამაზად ჩავიცვა და საღამოს მაკიაჟი გავიკეთო, რომ მაშინვე ბუზღუნს იწყებს: ”ვის ეპრანჭები? მე შენ შინაურულად ჩაცმულიც მომწონხარ”. იქნებ ეჭვიანობს? ირინა, 31 წლის

ასე რეაგირებენ არა მარტო ეჭვიანი, არამედ სტაბილურობის მოყვარული მამაკაცებიც. როცა განსაკუთრებულად იცვამთ, ქმარს თითქოს უუცხოვდებით. ეცადეთ, მეუღლე თანდათანობით შეაჩვიოთ თქვენს სახეცვლილებას. როცა სტუმრად წასვლას დააპირებთ, შეურჩიეთ ქმარს საუკეთესო კოსტიუმი, აუხსენით, რომ გსურთ, ყველაზე გამორჩეული წყვილი იყოთ. თუ სტუმრად მხოლოდ თქვენ მიდიხართ, წასვლის წინ აუცილებლად უთხარით, რომ მოიწყენთ მის გარეშე და შეეცდებით ადრე დაბრუნდეთ. დაიჩივლეთ, რომ ცოტა უხერხულად გრძნობთ თავს საღამოს კაბაში, მაგრამ ვერაფერს იზამთ, რადგან არ გინდათ, სხვაზე უარესად გამოიყურებოდეთ. მეუღლეც უფრო და უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს.