პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

- თქვენი მეგობარი საკუთარ თავში, `შიგნით~ აგროვებს ემოციებს, რომლებიც გამოხატვას, ”გარეთ” გამოტყორცნას საჭიროებს, სწორედ ამიტომ სიცილთან ერთად ხდება წყენის, გაღიზიანების, ცხოვრებით უკმაყოფილების გამოხატვა. უთხარით, რას განიცდით მის მიმართ, როგორია თქვენი მისდამი დამოკიდებულება. როცა საკუთარ თავში იკეტება, უთხარით: ”მე ვხედავ, რომ ცუდად ხარ, რაღაც გაწუხებს”. შეეცადეთ, ასწავლოთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა და თქვენი მეგობარი უფრო გაწონასწორებული გახდება.

 

  • გულგრილი ვარ ინტიმური ურთიერთობის მიმართ. თავის შეკავება რაიმე ზიანს ხომ არ მომიტანს? გათხოვილი გახლდით, ახლა განქორწინებული ვარ. ქმართან სიახლოვეს მუდმივად გავურბოდი, არც ახლა მაქვს სქესობრივი ურთიერთობის სურვილი და მოთხოვნილება. მუსლიმანურ წეს-ჩვეულებებზე ვარ აღზრდილი და ვფიქრობ, რომ სხვა მამაკაცი არ მეყოლება... მავნებს თუ არა ინტიმური ცხოვრებისგან თავშეკავება? ნარგიზი, 26 წლის

- სამედიცინო ლიტერატურაში წერია, რომ ინტიმური ურთიერთობისგან ხანგრძლივი თავშეკავების mkurnali.geდროს მცირე მენჯის მიდამოში წარმოიშობა გარკვეული შემაფერხებელი მოვლენები - ირღვევა სისხლის ცირკულაცია აღგზნების დროს მისი დიდი ოდენობით მიწოდებისას, როცა განმუხტვა არ ხდება. ამ უსიამოვნო მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია სპორტით. უფრო რთულია სექსზე ფიქრის თავიდან ამოგდება. ის დისკომფორტს ქმნის. თუ ტემპერამენტი და რელიგიური რწმენა ხელს გიწყობთ იმაში, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ სექსზე ფიქრით, ასეთ შემთხვევაში თავშეკავება ზიანს არ მოგაყენებთ.

 

  • უკვე რამდენიმე თვეა ვხვდები ერთ ბიჭს და მასთან ვმეგობრობ. ვხედავ, რომ გულგრილი არ არის ჩემ მიმართ, მინიშნებებითა და გადაკრული სიტყვებით მაგრძნობინებს, რომ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა და ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა. მე კი არ მესმის და არც ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის... ქეთი, 22 წლის

- მინიშნება საკმაოდ ფაქიზი რამ არის იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ერთმნიშვნელოვნად გაიგო. ხშირად ადამიანები ”მრავალმნიშვნელოვან” გამოხედვებსა და ”ორაზროვან” სიტყვებს ისე გებულობენ, როგორც მათ სურთ. თუ ამ ყმაწვილთან ნამდვილად მეგობრობთ, უმჯობესია პირდაპირ ჰკითხოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს თქვენი მომავალი ურთიერთობის განვითარებას. ასეთი საუბარი დიდი სიახლოვისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

 

  • ერთი ბიჭი მიყვარს, მაგრამ ვშიშობ, რომ ძალიან მცირე შანსი მაქვს, დავაინტერესო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მსუქანი ვარ, მეორე - კომპლექსიანი ვარ, მესამეც - ის არც ისე კარგად მიყურებს, რადგან ადრე მის მეგობარს ვხვდებოდი, რომელიც ალბათ ჩემზე კარგს არაფერს ეტყვის... არადა, ნამდვილად ვიცი, რომ ამ ბიჭს ძალიან მოსწონს ჩემი სახე. ღირს თუ არა, რაიმე მოვიმოქმედო?

    ნინი, 22 წლის

- თქვენ მიერ დასახელებული ერთადერთი პლუსი ვერ გადაწონის სამ მინუსს. ამიტომ, თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ ყმაწვილის გული უნდა დაიპყროთ, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. უმჯობესია, თუ მეორე ნაკლიდან - კომპლექსებიდან დაიწყებთ. თავდაჯერებული უნდა იყოთ, ნებისყოფა გამოიმუშაოთ, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაში, რათა მოიშოროთ ზედმეტი წონა, დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ბევრი ღირსება გაქვთ, სიმპათიური სახის გარდა. ყველაფერი ეს კი დაგეხმარებათ დანარჩენი ორი პრობლემის მოგვარებაში. როცა ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი, მას აქვს ყველა შანსი, მიიპყროს გარშემო მყოფთა ყურადღება.

 

  • ჩემი უმცროსი და მოზარდია. გარდატეხის ასაკში იპოვა და წაიკითხა ჩემი დღიური. ძალიან ინტიმური და პირადი ამბების შესახებ მქონდა ჩანაწერები. ურთიერთობის გარკვევის დროს მშობლების თანდასწრებით ახსენა ამბავი, რომელიც დღიურში მქონდა ჩაწერილი - შედეგად ყველა ერთმანეთს წავეჩხუბეთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, აღარ მინდა მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება. ვხვდები, რომ ყველაფერი სიბრიყვით გააკეთა, მაგრამ შინაგანად წყენისგან ყველაფერი მტკივა, თითქოს ცეცხლი მიკიდია. ირინა, 17 წლის

- ალბათ შეძლებდით თქვენი დის პატიებას, მას რომ გულწრფელად მოეხადა თქვენთვის ბოდიში. ალბათ არ ესმის, რა ძლიერ გაწყენინათ, ყველაზე ”მტკივნეულ ადგილას” შეგეხოთ. ეს გულგრილობა გაცოფებთ და არ გაძლევთ საშუალებას, დაივიწყოთ ეს უსიამოვნო ინცინდენტი. ეცადეთ, თავად მოაგვაროთ ყველაფერი: ისარგებლეთ უფროსი დის უფლებით და აუხსენით, რომ მართალი არ იყო. პირდაპირ უთხარით, რა მძიმე იყო თქვენთვის ის განცდები, რომლის შესახებაც მან ღიად და დამცინავად ილაპარაკა. ალბათ, ამის შემდეგ თავისი საქციელის გამო პატიებას გთხოვთ. გარდა ამისა, თქვენი წვლილიც შეიტანეთ მის აღზრდაში, ამით თავსაც დაიზღვევთ მსგავსი სიტუაციებისგან მომავალში.


 

  • ჩემი ქმარი ვერ ხვდება, რომ ჩემთვის ყველაფერი ცნობილია სხვა ქალთან მისი რომანის შესახებ. ერთი წლის წინ შემთხვევით გავიგე, რომ საყვარელი ჰყავს თავის სამსახურში. ჩავთვალე, რომ ეს დროებითი გატაცება იყო, მხოლოდ ვნება და ყველაფერი სწრაფად ჩაივლიდა. მაგრამ შევცდი. ახლა გამუდმებით თან მდევს იმ ქალის სახე... როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში? იქნებ მაინც ღირს, რომ ქმართან სერიოზულად ვილაპარაკო? თიკო, 35 წლის

 

- ეს საუბარი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა შემდგარიყო. თქვენ სიტუაცია თვითდინებაზე მიუშვით და თქვენდა უნებურად შეუწყვეთ ხელი თქვენი ქმრისა და იმ ქალის ურთიერთობის განმტკიცებას. შეეცადეთ, ძალიან კარგად მოემზადოთ ქმართან საუბრისთვის. რა რეაქციას ელოდებით მეუღლისგან და რას გსურთ მიაღწიოთ? ტყუილად ნუ დაიიმედებთ თავს, რომ თქვენი ქმარი ყველაფერს აღიარებს, მოინანიებს და შეწყვეტს სხვა ქალთან კავშირს. ალბათ, თქვენი მეუღლე დაგპირდებათ, რომ დაამთავრებს ურთიერთობას საყვარელთან, სინამდვილეში კი, უბრალოდ, უფრო ფრთხილი გახდება სასიყვარულო საქმეებში. თუ განქორწინებას გადაწყვეტთ, გულახდილი საუბარი მაინც აუცილებელია. საუბრის პროცესში თქვენს ბევრ შეცდომასაც გააცნობიერებთ, რამაც ერთგვარად შეუწყო ხელი თქვენი მეუღლის ნაბიჯს.

 

mkurnali.geვამჩნევ, რომ ჩემს კოლეგას მოვწონვარ, გამუდმებულ ყურადღებას იჩენს ჩემ მიმართ, ზოგჯერ მთავაზობს, რომ ერთმანეთს შევხვდეთ. მე კი ახლახან დავშორდი ყოფილ შეყვარებულს და ახალი ურთიერთობის დაწყების მეშინია, ჯერ ამისათვის მზად არ ვარ. არადა, იმ დროისთვის, როცა ამ ურთიერთობისთვის ”მოვმწიფდები”, ვაითუ ჩემს კოლეგას ჩემ მიმართ გრძნობა გაუნელდეს...

ელენე, 24 წლის

- როგორც ჩანს, ფიქრებით თქვენ ისევ ძველ ურთიერთობებში ხართ. თქვენი სიფრთხილე სავსებით გასაგებია, თუმცა იმით, რომ უარს ამბობთ ახალ კონტაქტებსა და ახალ ნაცნობებზე, ნამდვილად არ ეხმარებით საკუთარ თავს. შეეცადეთ გააფართოვოთ ურთიერთობათა არეალი. ასე უფრო სწრაფად დააღწევთ თავს მტკივნეულ განცდებს, რაც ძველ სიყვარულსა და ძველ მეგობარს უკავშირდება. კოლეგასთან შეხვედრა არაფრით გავალდებულებთ, იქნებ მასთან შეხვედრები დაგეხმაროთ წარსულის დავიწყებაში, იქნებ ისევ იგრძნოთ თავი მომხიბვლელად და უწინდებურად სასურველად.

 

  • ჩემი შეყვარებული, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ცოლიანი იყო, განქორწინების შემდეგ ძალიან შეიცვალა. ოფიციალურად დაშორდა ყოფილ ცოლს, ჩემთან ურთიერთობაში კი აგრესიული გახდა, უხეში. ძალიან მაშინებს მისი ასეთი ცვლილება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ თავის განქორწინებაში მე მადანაშაულებს. მაგრამ ჩვენი სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ცოლს დასცილდა. როგორ მოვიქცე? კესო, 22 წლის

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია - ძველი ურთიერთობების გაწყვეტა, უწინდელ ცხოვრების წესზე უარის თქმა, უკვე შემდგარი ოჯახური კავშირების გადახედვა, ძველი მოგონებები და ა.შ. ასეთ სიტუაციაში - ახალ პირობებში - წყენა და აგრესია ნორმალური რეაქციაა. უბრალოდ, მიეცით თქვენს მეგობარს საშუალება და დრო, შეეგუოს ცხოვრების შეცვლილ პირობებს, ააგოს ახალი ურთიერთობები ყოფილ ცოლთან, თავის ახლობლებთან და თქვენთან. არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ საკუთარ თავზე განქორწინებაზე პასუხისმგებლობა. მომხდარში თქვენ ბრალი არ მიგიძღვით.

 

  • ჩემმა გოგონამ ”დედა” დაუძახა თავისი მამის ახლანდელ მეგობარ ქალს. მე კი შოკში ვარ! მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავშორდით. ის სხვა ქალთან ცხოვრობს. მე და ჩემი გოგონა ცალკე ვცხოვრობთ. ჩემი გოგონა სამი წლის ხდება. ხშირად არის მამასთან სტუმრად. ცოტა ხნის წინ კი შინ დაბრუნებულმა მამამისის მეგობარი ქალი ”დედად” მოიხსენია. ამან გამაოგნა, დიდხანს ვიყავი შოკირებული! როგორ ავუხსნა ბავშვს, რომ დედა ერთია? რატომ დაუშვა ჩემმა ყოფილმა ქმარმა ასეთი რამ? ეკა, 36 წლის

- თქვენი გოგონა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ის ბევრ რამეს უშუალოდ აღიქვამს. ის ქალი მის მამასთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ დაუძახა მან იმ ქალს ”დედა”. ამ სიტყვაში გოგონამ ჩადო მხოლოდ მათი ერთად ცხოვრების ფაქტი და არა მშობლიური განცდა, მშობლის ფუნქციები, თავისი თბილი გრძნობა და ურთიერთობა. უმჯობესია, მშვიდად აუხსნათ პატარას, რომ დედა ერთია ამქვეყნად, შეთანხმდით მასთან, რომ იმ ქალს მხოლოდ სახელს დაუძახებს და სხვასთანაც მხოლოდ სახელით მოიხსენიებს.